თეა წულუკიანი: ჩვენ გვქონდა უკვე ბიომეტრიული პასპორტები, მოლდოვას, რომელსაც ძველ, არაბიომეტრიულ პასპორტზე მაშინ ე.წ. ჩიპი ჰქონდა უკანა გვერდზე „სკოჩით“ მიმაგრებული, უკმაყოფილებდნენ უვიზო რეჟიმის მოთხოვნას და ჩვენ გვეუბნებოდნენ, ჯერ არ ხარ მზადო

ჭიდაობას ჰგავდა ეს ყველაფერი, როდესაც ბრიუსელი დიდად არ იჩენდა სურვილს იმისა, რომ საქართველოს მარტივად მიეღო უვიზო რეჟიმი, ხელისუფლება არ მოსწონდა და ამიტომ, თუ სხვა რაღაც მიზეზის გამო, ეს საუბრის და კვლევის თემაა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა, კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2012-2025 წლებში ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ საქართველოს საგარეო პოლიტიკური ინტერესებისთვის ზიანის მიყენების საკითხი განიხილება.

წულუკიანის განცხადებით, საქართველო, უკრაინასა და განსაკუთრებით, მოლდოვაზე წინ იყო, მიუხედავად ამისა, მოლდოვას, რომელსაც „სკოჩით“ ჰქონდა ე.წ. ჩიპები ძველ პასპორტებზე მიკრული, უვიზო მიმოსვლის მოთხოვნას ბრიუსელი უკმაყოფილებდა, ამ ფონზე კი, ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს უცხადებდნენ, რომ ჯერ ვიზალიბერალიზაციისთვის მზად არ იყო.

„ერთ მაგალითს ვიტყვი. ჩვენ გვქონდა უკვე ბიომეტრიული პასპორტები, ახალი თაობის, არადა ბიომეტრიული პასპორტი არ არის მხოლოდ საბუთი, ამის უკან დგას მთელი სისტემა: მონაცემთა ბაზების, თანამედროვე ტექნოლოგიების და ა.შ. და ვიყავით ორივე ქვეყანაზე და განსაკუთრებით, მოლდოვაზე წინ.

მოლდოვას უკმაყოფილებდნენ უვიზო რეჟიმის მოთხოვნას, რომელსაც ძველ, არაბიომეტრიულ პასპორტზე მაშინ, ე.წ. ჩიპი ჰქონდა უკანა გვერდზე „სკოჩით“ მიმაგრებული და ჩვენ გვეუბნებოდნენ, ჯერ არ ხარ მზადო.

ასეთი მომენტებიც იყო მოლაპარაკებების მაგიდასთან, სადაც ყველაფერი მაგიდაზე დევს და მერე მიდის დავა, ვაჭრობა თუ მოლაპარაკება. ეს არის 2015-16 წლები“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1751288883

ახალი ამბები

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად გივი მიქანაძე დაინიშნა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად გივი მიქანაძე დაინიშნა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. გივი მიქანაძე დღემდე პარლამენტის განათლებ...

გივი მიქანაძე

1751288742

ახალი ამბები

პარლამენტის რიგგარეშე სესია 1-2 ივლისს გაიმართება

მიმდინარე კვირას პარლამენტის რიგგარეშე სესია გაიმართება. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რიგგარეშე სესიის მოწვევის თხოვნით მან საქართველოს პრეზიდენტს მიმართა. „საქართველოს პრე...

პარლამენტის რიგგარეშე სესია 1-2 ივლისს გაიმართება

1751288284

ახალი ამბები

ძლიერი ქარი და წვიმა ელჭექით - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო 1-3 ივლისს საქართველოში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. 1-3 ივლისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან დროგამოშვები...

ამინდი, წვიმა

1751286206

ახალი ამბები

ალექსანდრე წულაძემ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობა დატოვა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ თანამდებობა დატოვა.  აღნიშნულის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. „დღეს, პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე, ვტოვებ საქართველოს...

ალექსანდრე წულაძე

1751285745

საზოგადოება

ცესკოს თავმჯდომარემ ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების ასოციაციის პროექტის ფარგლებში გამართულ რეგიონულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების ასოციაციის პროექტის ფარგლებში გამართულ რეგიონულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ცესკ...

ცესკო - შეხვედრა ახალგაზრდებთან