თეა წულუკიანი PACE-ზე: რაკი ჩვენს უფლებამოსილებებს აღიარებდნენ, რაღაცა უნდა გადაეგდოთ იმ მყეფარე ძაღლებისთვის, რომლებიც დერეფნებში დაძრწოდნენ. ეს რეალურად მათ გადაუგდეს, მაგრამ ეს გადაგდებულიც დარჩა ხმელ პურად

 იქნებოდა ეს ჩვენი ექსტრემისტი ოპოზიცია, მასთან დაკავშირებული ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები, თუ მათი მოკავშირე უცხო ქვეყნის დეპუტატები, ვინც ხმაურობდა, მათ ყველას სურდა და გადაწყვეტილიც ჰქონდათ, რომ ჩვენი დელეგაციის უფლებამოსილება არ ყოფილიყო აღიარებული, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა თეა წულუკიანმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მონაწილეობასა და იქ მიღებულ რეზოლუციაზე საუბრისას გადაცემაში „იმედის კვირა“.

„თქვენ ევროსაბჭოს ძირითადი შენობის დერეფნებში, სავარძლებზე, კაფეტერიაში და სხვა ამგვარ ადგილებში მრავლად ნახავდით ჩვენს ე.წ. არასამთავრობო სექტორს და ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს, რომლებსაც რომ მიეღოთ ქართული მანდატები საქართველოს პარლამენტში, შესაძლებლობა ექნებოდათ, რომ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსულიყვნენ.

მრავლად იყვნენ ისინიც, ვინც საქართველოს პარლამენტში წევრად არ არის არჩეული, მაგალითად თქვენ იქ ნახავდით ქალბატონ თინა ხიდაშელს, რომელიც დერეფნებში იბრძოდა საქართველოს წინააღმდეგ, ასევე ბატონ უჩა ნანუაშვილს, რომელიც თავის ქვეყანას ებრძოდა დერეფნებში და სხვადასხვა სამუშაო ოთახებში შეხვედრებს აწყობდა“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ასევე ისაუბრა უკრაინისა და ბალტიისპირეთის სახელმწიფოების დელეგაციების წევრებრების აგრესიულ ქცევებსა და ჩარევაზეც.

„უკრაინელებს და ბალტიისპირელებს განსაკუთრებით აგრესიული რიტორიკა ჰქონდათ არჩეული და განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ ხოლმე მაშინ, როდესაც ესა თუ ის სხდომა გახლდათ დახურული. ეს იყო საკომიტეტო მოსმენების დროს, როდესაც ისინი არ ერიდებოდნენ პირად შეურაცხყოფას, იმის ძახილს, რომ ჩვენ ვიყავით რუსეთის მიერ მოგზავნილი და ბევრ მსგავს აბსურდულს ეპითეტს“, - განახადა თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანმა აქვე განმარტა, თუ რა დათქმები დაუწესეს ევროსაბჭოში და რა იყო საქართველოს დელეგაციისთვის წითელი ხაზები.

„ჩვენთვის წითელი ხაზი იყო განსაკუთრებით პირველი დათქმა, რომელიც გულისხმობს ახალი არჩევნების ჩატარებას იმიტომ, რომ ჩვენი თავებით უნდოდათ საქართველოს ხელისუფლებასთან ვაჭრობა, რომ თუ გინდათ, რომ ეს დელეგაცია კარგად იყოს და გააგრძელოს აქ მუშაობა, მაშინ ჩაატარეთ ახალი არჩევნებიო, რისი დაშვებაც, რა თქმა უნდა, არ შეიძლება იმიტომ, რომ ეს ხმები ჩვენ გვეკუთვნის, ეს ხმები ყველგან დასაცავია და უნდა დაგვეცვა, ამიტომაც ჩვენ უარი ვთქვით მძევლობაზე.

სხვა გზა არც ჰქონდათ [საპარლამენტო ასამბლეას] იმიტომ, რომ რაკი ჩვენს უფლებამოსილებებს აღიარებდნენ, რაღაცა უნდა გადაეგდოთ იმ მყეფარე ძაღლებისთვის, რომლებიც დერეფნებში დაძრწოდნენ. ეს რეალურად მათ გადაუგდეს, მაგრამ ეს გადაგდებულიც დარჩა ხმელ პურად იმიტომ, რომ ჩვენ წამოვედით. ოპოზიციამ ალბათ, უნდა გადაწყვიტოს, სად წაიღოს ახლა ეს დათქმები და პასუხი ალბათ, გასაგებიც არის, თუ სად“, - აღნიშნა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1738510014

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა თბილისის გასასვლელთან, აქციის მონაწილეების მიერ ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვის მცდელობა აღკვეთეს

 სამართალდამცველებმა თბილისის გასასვლელთან, აქციის მონაწილეების მიერ ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვის მცდელობა აღკვეთეს. არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა პოლიციი...

პოლიცია

1738508228

ახალი ამბები

მეუფე შიო - უფალი ყოველთვის მიდის იმასთან, ვინც უფალთან შეხვედრას ეძებს... თუ დავიცავთ მის მცნებებს, შევუდგებით მას და გავხდებით მისი მოწაფეები, მაშინ ვიხილავთ უფალს

 „უფალი ყოველთვის მიდის იმასთან, ვინც უფალთან შეხვედრას ეძებს... თუ დავიცავთ მის მცნებებს, შევუდგებით მას და გავხდებით მისი მოწაფეები, მაშინ ვიხილავთ უფალს,“ - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე...

აა

1738506981

სპორტი

ლუკა მაისურაძე პარიზის გრანდ სლემის ფინალშია

 საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე ქართველი მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ლუკა მაისურაძე (90კგ) ფინალში იჭიდავებს. მაისურაძემ იაპონელი მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი დაამარცხა.

ძიუდოისტი ლუკა მაისურაძე

1738502336

ახალი ამბები

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში დაპირისპირებას ბოლო ერთ კვირაში 700-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

 კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში დაპირისპირებას ბოლო ერთ კვირაში 700-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 2 800 კი დაშავდა. დასავლური მედიის ინფორმაციით, რუანდისგან მხარდაჭერილმა ამბოხებულთა დაჯგუფება „ემ 23“...

კონგოკონგო

1738501951

საზოგადოება

გურამ ჩუბინიძე - მოვუწოდებთ ჩვენს მეგობარ ტაქსის მძღოლებს, მოერიდონ აღმაშენებლის ხეივნისკენ მოძრაობას, რადგან ფეიკგამოძახებები იქნება, იტყვიან, რომ მათ ვუერთდებით

 „ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს მეგობრებს, იმ ადამიანებს, ვინც დღეს მუშაობენ, 16:00 საათისკენ მოერიდოთ აღმაშენებლის ხეივნისკენ მოძრაობას, რადგან ფეიკგამოძახება იქნება ძალიან ბევრი, ჩირქს მოგვცხებენ, იტყვიან,...

გურამ ჩუბინიძე