ირაკლი კობახიძე - ჩვენი დელეგაციის და მისი ხელმძღვანელის, თეა წულუკიანის დამსახურებაა ის, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე არ დამტკიცდა გადაწყვეტილება ქართული დელეგაციის არცნობისა და შესაბამისად, არჩევნების არაღიარების თაობაზე

 „მთლიანად დელეგაციამ და მისმა ხელმძღვანელმა თეა წულუკიანმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე დაეცვათ ჩვენი ქვეყნის პოზიციები და მათი განსაკუთრებული დამსახურებაა ის, რომ არ დამტკიცდა გადაწყვეტილება ქართული დელეგაციის არცნობის შესახებ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედის კვირაში“ განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ქართულ დელეგაციას ეროვნული ინტერესებისა და პოზიციების პრინციპულად დაცვისთვის.

„ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო ჩაატარა მთლიანად დელეგაციამ და მისმა ხელმძღვანელმა, პირველ რიგში, ქალბატონმა თეა წულუკიანმა. მათ ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ დაეცვათ ჩვენი ქვეყნის პოზიციები და მათი განსაკუთრებული დამსახურებაა ის, რომ არ დამტკიცდა გადაწყვეტილება ქართული დელეგაციის არცნობის შესახებ და შესაბამისად, არჩევნების არაღიარების თაობაზე. მინდა, თითოეულ მათგანს და პირველ რიგში თეა წულუკიანს გადავუხადო ამისათვის მადლობა, ჩვენი ეროვნული ინტერესებისა და პოზიციების პრინციპულად დაცვისთვის,“ - განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1738510014

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა თბილისის გასასვლელთან, აქციის მონაწილეების მიერ ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვის მცდელობა აღკვეთეს

 სამართალდამცველებმა თბილისის გასასვლელთან, აქციის მონაწილეების მიერ ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვის მცდელობა აღკვეთეს. არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა პოლიციი...

პოლიცია

1738508228

ახალი ამბები

მეუფე შიო - უფალი ყოველთვის მიდის იმასთან, ვინც უფალთან შეხვედრას ეძებს... თუ დავიცავთ მის მცნებებს, შევუდგებით მას და გავხდებით მისი მოწაფეები, მაშინ ვიხილავთ უფალს

 „უფალი ყოველთვის მიდის იმასთან, ვინც უფალთან შეხვედრას ეძებს... თუ დავიცავთ მის მცნებებს, შევუდგებით მას და გავხდებით მისი მოწაფეები, მაშინ ვიხილავთ უფალს,“ - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე...

აა

1738506981

სპორტი

ლუკა მაისურაძე პარიზის გრანდ სლემის ფინალშია

 საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე ქართველი მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ლუკა მაისურაძე (90კგ) ფინალში იჭიდავებს. მაისურაძემ იაპონელი მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი დაამარცხა.

ძიუდოისტი ლუკა მაისურაძე

1738502336

ახალი ამბები

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში დაპირისპირებას ბოლო ერთ კვირაში 700-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

 კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში დაპირისპირებას ბოლო ერთ კვირაში 700-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 2 800 კი დაშავდა. დასავლური მედიის ინფორმაციით, რუანდისგან მხარდაჭერილმა ამბოხებულთა დაჯგუფება „ემ 23“...

კონგოკონგო

1738501951

საზოგადოება

გურამ ჩუბინიძე - მოვუწოდებთ ჩვენს მეგობარ ტაქსის მძღოლებს, მოერიდონ აღმაშენებლის ხეივნისკენ მოძრაობას, რადგან ფეიკგამოძახებები იქნება, იტყვიან, რომ მათ ვუერთდებით

 „ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს მეგობრებს, იმ ადამიანებს, ვინც დღეს მუშაობენ, 16:00 საათისკენ მოერიდოთ აღმაშენებლის ხეივნისკენ მოძრაობას, რადგან ფეიკგამოძახება იქნება ძალიან ბევრი, ჩირქს მოგვცხებენ, იტყვიან,...

გურამ ჩუბინიძე