თეა წულუკიანი: ყველას გვაქვს კითხვა, არის თუ არა მიხეილ სააკაშვილის ადგილი საავადმყოფოში, პასუხიც ვიცით, მაგრამ იმედი გვაქვს, ესეც მალე გამოსწორდება

„ყველას გვაქვს კითხვა, არის თუ არა მიხეილ სააკაშვილის ადგილი საავადმყოფოში, პასუხიც ვიცით, მაგრამ იმედი გვაქვს, ესეც მალე გამოსწორდება“, - ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის“ თავმჯდომარე თეა წულუკიანმა კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებით ყოფილ დეპუტატ, ვალერი გელაშვილს უსმენენ.

თეა წულუკიანის თქმით, ფოტო და ვიდეომასალას, რომელსაც საგამოძიებო კომისია დასკვნას დაურთავს, ჩახედავს მომავალი თაობა და ახალგაზრდები ნახავენ, რომ სააკაშვილი ერის მამა კი არა, არამედ იყო მავნებელი და ბოროტი ძალა.

„ამ ფოტო და ვიდეომასალაზე და არა მხოლოდ ამ საქმეზე ძალიან დიდი ძალისხმევა მოანდომეს სააკაშვილმა და მისმა „ენჯეოებმა“, მთელმა პარტიებმა – მერე დაიშალა „ნაციონალური მოძრაობა“ მარტივ მამრავლებად, ისინი დღემდე ცდილობენ, ეს განადგურდეს, დაიკარგოს, წაიშალოს მეხსიერებიდან. ჩვენი კომისიის ვალია, მათ ამის საშუალება არ მივცეთ.

ჩვენს დასკვნას დანართებად ექნება თითოეული ფოტო და ვიდეო, რომელსაც მომავალი თაობის წარმომადგენლები ჩახედავენ და ნახავენ, რომ ეს ერის მამა კი არ იყო, როგორც თავის თავს ყიდის, არამედ იყო მავნებელი, ბოროტი ძალა. როგორც სოზარ სუბარმა თქვა - ომში საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, სადაც ის მწარედ დამარცხდა.

ყველას გვაქვს კითხვა, დღეს არის თუ არა მისი ადგილი საავადმყოფოში, პასუხიც ვიცით, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ესეც მალე, გამოსწორდება“, - აღნიშნა წულუკიანმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1754427146

ახალი ამბები

როგორი ამინდი იქნება 6 აგვისტოს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

6 აგვისტოს საქართველოს რამდენიმე რეგიონში ღრუბლიანი ამინდი იქნება, თუმცა ისევ მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება. სინოპტიკოსები ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურას რუსთავში - +39 გრადუსს ვარაუდობენ, ხოლო მინ...

მზიანი ამინდი

1754422989

ახალი ამბები

ვატო შაქარიშვილი: გარდა იმისა, რომ სახეზეა პოლიტიკური კორუფცია, როდესაც გერმანიის ელჩზე აქვს ხაზარაძეს სახლი მიქირავებული, გაირკვა, რომ ის წლების მანძილზე არ იხდიდა გადასახადებს გაქირავებით მიღებული შემოსავლებიდან

გარდა იმისა, რომ სახეზეა პოლიტიკური კორუფცია, როდესაც გერმანიის ელჩზე აქვს ხაზარაძეს კუთვნილი სახლი მიქირავებული, რომელიც მისივე პარტიის კამპანიაში უშუალოდ მონაწილეობს და ღიად მტრობს ჩვენს ქვეყანას, გ...

ვატო შაქარიშვილი

1754420522

სპორტი

ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერით „ევერტონიც“ დაინტერესდა

ინგლისის პრემიერლიგის კლუბი „ევერტონი“ ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერით დაინტერესდა – ინფორმაციას Footmercato ავრცელებს. „შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში „ევერტონმა“ „სენტ-ეტიენიდან“  ზუ...

 ზურიკო დავითაშვილი

1754418171

მსოფლიო

ზელენსკიმ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მას თავის ამერიკელ კოლეგა დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა. ამის შესახებ უკრაინული მედია იტყობინება. „ნაყოფიერი საუბარი მქონდა პრეზიდენ...

ზელენსკიმ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა

1754414931

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ეს არჩევნები იქნება ტესტი იმის დასანახად, თუ ვინ სცემს პატივს ქართველი ხალხის სუვერენიტეტს და ვინ - მხოლოდ, ხინკალს და ჩვენ, ამ საკითხს, დეტალურად მივადევნებთ თვალყურს

„განსაკუთრებით მივმართავ საქართველოში აკრედიტებულ უცხოელ დიპლომატებს, დაიცვან ვენის კონვენცია, პატივი სცენ საქართველოს კანონმდებლობას და ქართველი ხალხის უფლებას უცხოური ჩარევის გარეშე გააკეთოს არჩევან...

შალვა პაპუაშვილი