თენგიზ შარმანაშვილი გვარამიაზე: კიდევ არის კითხვები უნდათ თუ არა ამათ საქართველოს ომში ჩათრევა? უნდათ დანგრეული საქართველო, უკანონოდ მოსვლა ქაოსში, შემდეგ დიდ თანხებთან ოპერირება - თავად მიუგდებენ პატრონები რაღაც საჯიჯგნს და ესეც დააკმაყოფილებთ
„გეუბნებით, არაფრის გაკეთებაა საჭირო ამათი მხილებისათვის. რა თქვა ახლა? იმ დიდ თანხებთან არ მიასუნინებენ საქართველოს, ვინაიდან არ არის დანგრეულიო. ესმის მაინც რას ამბობს?“, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილი, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას განცხადებას, რომ უკრაინის აღსადგენად გამოყოფილ ტრილიონებთან „საქართველოს არ მიასუნინებენ.”
შარმანაშვილის შეფასებით, გვარამიას განცხადებიდან ნათელია, რომ ოპოზიციას ქვეყნის ომში ჩართვა, დანგრეული საქართველო, თავად ქაოსის დროს უკანონოდ მოსვლა ხელისუფლებაში, შემდეგ კი დანგრეულის აღსადგენად გამოყოფილ დიდ თანხებთან წვდომა სურთ.
„კიდევ არის კითხვები უნდათ თუ არა ამათ საქართველოს ომში ჩათრევა? უნდათ დანგრეული საქართველო, თავად უკანონოდ მოსვლა ქაოსში, შემდეგ დიდ თანხებთან ოპერირება დანგრეულის აღსადგენად, სადაც რეალურად ქართველები აღარც იქნებიან უმრავლესობა. ამბობენ კიდეც, ეროვნული სახელმწიფოების დრო მიდისო (ჭიაბერაშვილი). თავად მიუგდებენ პატრონები რაღაც საჯიჯგნს და ესეც დააკმაყოფილებთ, შვილებს მშობლიურ ენასაც კი არ ასწავლიან უკვე. რამ შეაჯავრათ საქართველო და ქართველები, არ ვიცი“, - წერს თენგიზ შარმანაშვილი.
1784127173
ახალი ამბებიპროკურატურამ გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რამაც დედა-შვილის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, დაკავებულს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ დაკავებულ მძღოლს, ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ბრალდება წარუდ...
1784125918
ახალი ამბებიირაკლი ჭეიშვილი ეუთოს რეზოლუციაზე: სანამ ასეთი შინაარსის დოკუმენტს ასეთი მაღალი პლატფორმიდან გასცემ, ამას წინ უნდა უძღოდეს კვლევები, კონსულტაციები და მთელი რიგი პროცესები
„ნებისმიერი გადაწყვეტილება, ეს იქნება რეზოლუციები თუ სხვა გადაწყვეტილებები სამართლებრივად გამართული უნდა იყოს“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა „დღის ქრონიკაში“ ეუთოს რეზ...
1784125825
ახალი ამბებიირაკლი ჭეიშვილი გვარამიას განცხადებაზე: ამათ უნდოდათ, რომ ჩვენ გაგვეხსნა მეორე ფრონტი, ხელისუფლება ამ პროცესში დასრულებულიყო და ესენი საომარი პროცესის შემდეგ რაღაც გზებით მოსულიყვნენ ხელისუფლებაში
„ამათ უნდოდათ, რომ ჩვენ გაგვეხსნა მეორე ფრონტი, ხელისუფლება ამ პროცესში დასრულებულიყო და ესენი მერე, საომარი პროცესის შემდეგ, რაღაც გზებით მოსულიყვნენ ხელისუფლებაში. წამოვიდოდა მერე დახმარებები ქვეყნი...
1784125736
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ქალაქ ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს აქვს უდიდესი პასუხისმგ...
1784125009
საზოგადოებაირაკლი ქადაგიშვილი: ალეკო ელისაშვილმა ყველაფერი გააკეთა თვითდისკრედიტაციისთვის და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ მძიმე ბრალდებით წასულიყო პატიმრობაში
„ალეკო ელისაშვილმა ყველაფერი გააკეთა თვითდისკრედიტაციისთვის და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ მძიმე ბრალდებით წასულიყო პატიმრობაში“, - განუცხადა ჟურნალისტებს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობ...






























