თენგიზ შარმანაშვილი: ნარკოტიკების გასაღების ნებისმიერი მცდელობა იქნება მკაცრად აღკვეთილი საქართველოში, ვინც ამის წინააღმდეგია, ის არის საქართველოს მომავლის წინააღმდეგი

„ნარკოტიკების გასაღების ნებისმიერი მცდელობა იქნება მკაცრად აღკვეთილი საქართველოში“, - განაცხადა ნარკოპოლიტიკის გამკაცრებაზე საუბრისას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა.

მისი შეფასებით, ვინც რეგულაციების გამკაცრების წინააღმდეგია, ის საქართველოს მომავლის წინააღმდეგია.

„ნარკოტიკების გასაღების ნებისმიერი მცდელობა იქნება მკაცრად აღკვეთილი საქართველოში. ვინც ამის წინააღმდეგია, ის არის საქართველოს მომავლის წინააღმდეგი, ამიტომ ჩვენ ამ პოლიტიკას გავაგრძელებთ. მომხმარებლებთან დაკავშირებით არაფერი ისეთი არ მკაცრდება, მხოლოდ წესრიგდება. ისინი გარკვეულ უფლებებში შეზღუდული იქნებიან.

როგორ - ვინმე არის წინააღმდეგი, რომ ნარკოტიკების მომხმარებელი სკოლაში არ მივიდეს? თუ ამის წინააღმდეგი ხარ, საქართველოს მომავლის წინააღმდეგი ხარ. ვინმე არის წინააღმდეგი იმისა, რომ სატრანსპორტო საშუალებებს ნარკოტიკების მომხმარებელი არ მართავდეს და საფრთხეს არ უქმნიდეს ჩვენს მოქალაქეებს? ვინც ამის წინააღმდეგია, ის საქართველოს მომავლის წინააღმდეგია”, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

ნარკოპოლიტიკის გამკაცრებაზე რვა პროექტის საკომიტეტო განხილვა დღეს დაიწყება. სანქციები მკაცრდება ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ.

ერთ-ერთი ცვლილებით, სამართალდამრღვევს 3 წლამდე ეზღუდება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო ხუთი წლით საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება.     -0:13   

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741958617

საზოგადოება

ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტზე ბრალდებულ 3 პირს სასამართლომ 16, 15 და 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და ორგანიზებული ჯგუფის მიერ დი...

შემთხვევები

1741957727

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 14 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7755 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7775 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...

ვალუტის კურსი

1741956847

მსოფლიო

ტრამპი: „მახინჯმა“ ჯო ბაიდენმა სისხლიან ავანტიურაში ჩაგვითრია

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ მისმა წინამორბედმა, ჯო ბაიდენმა ამერიკა რუსეთთან სისხლიან ავანტიურაში ჩაითრია და ახლა ის ცდილობს ქვეყანა გამოყვანას ამ მდგომარეობიდან. ტრამპმა...

სსსს

1741955271

ახალი ამბები

„მიმდინარეობს აქტიური კონსულტაციები ნარკოდამოკიდებულ პირთა მკურნალობის ფორმების, მათ შორის იძულებით მკურნალობასთან დაკავშირებით“ - არჩილ გორდულაძე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო პაკეტზე ისაუბრა, რომლის ა...

არჩილ გორდულაძე

1741953766

ახალი ამბები

„ქართული ოცნება“: ტერორისგან თავისუფლებით, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო სარეიტინგო პოზიციაზეა

ტერორისგან თავისუფლებით, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო სარეიტინგო პოზიციაზეა, - ნათქვამია „ქართული ოცნების“ განცხადებაში, რომლითაც პარტია ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის მორიგ გლობალურ ანგარიშს ეხ...

ქართული ოცნება