The National Interest: ბრიუსელში უფრო ღიად საუბრობენ საქართველოს მიმართ ანტაგონიზმის მოტივებზე, რაც გულისხმობს თბილისის წინააღმდეგობას დასავლური ლიბერალური დიქტატის მიმართ
ამერიკული ონლაინ-გამოცემა The National Interest საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სათაურით - „რატომ უნდა აღადგინოს აშშ-მა ურთიერთობები საქართველოსთან“.
სტატიაში საუბარია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ცალმხრივ დაქვეითებაზე და აღნიშნულია, რომ ეს არ არის გამოწვეული საქართველოს მხრიდან ინტერესის ნაკლებობით
„მართალია, შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობები, რომლებიც ოდესღაც ვაშინგტონის სამხრეთ კავკასიის პოლიტიკის საყრდენს წარმოადგენდა, თითქმის ნახევარი ათწლეულის განმავლობაში საუკეთესო შემთხვევაში მხოლოდ ნეიტრალურ დონეზეა, თუმცა ეს არ არის გამოწვეული საქართველოს მხრიდან ინტერესის ნაკლებობით, როგორც ეს ტრამპის ადმინისტრაციისადმი თბილისის მრავალჯერადმა, ფორმალურმა თუ სხვა სახის მიმართვებმა აჩვენა. ეს არც მოსკოვთან რაიმე დაახლოებით არის გამოწვეული, რაც იყო და რჩება პოლიტიკურ და სამხედრო „წითელ ხაზად“ ნებისმიერი ქართული მთავრობისთვის, მიუხედავად იმისა, რაც ხშირად, გადაჭარბებული ტონით, დასავლურ და ადგილობრივ ოპოზიციურად განწყობილ მედიაში ვრცელდება“, - ვკითხულობთ სტატიაში.
The National Interest ყურადღებას ამახვილებს გასული წლის მაისში საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის მიერ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსისთვის მიწერილ ღია წერილზე, სადაც ხაზგასმით აღნიშნა პროგრამული მსგავსებები საქართველოს მთავრობასა და მათ ადმინისტრაციას შორის. სტატიაში აღნიშნულია, რომ ამ წერილში კობახიძემ ტრამპთან დაიჩივლა, ამ უკანასკნელის ადმინისტრაციის საქართველოსთან დამოკიდებულების გამო, მიუხედავად მათი პოლიტიკური სიახლოვისა და იმ საერთო გამოწვევებისა, რომლებიც თბილისსა და ვაშინგტონს აქვთ როგორც არასამთავრობო, ისე საერთაშორისო აქტორებთან მიმართებით.
„ქართული პოლიტიკური პერსპექტივიდან გამომდინარე, წერილის შინაარსი ლოგიკური იყო. აშშ-საქართველოს კავშირების გაფუჭება ვაშინგტონიდან და არა თბილისიდან მოხდა და ეს ტრამპისა და მისი კაბინეტის მიუხედავად მოხდა,“ - წერს სტატიის ავტორი, რომელიც აცხადებს, რომ ვაშინგტონსა და ბრიუსელში საქართველოს მიმართ ანტაგონიზმი განიხილება მისი თითქოს კავშირების კონტექსტში რუსეთთან და ირანთან, რაც სხვადასხვაგვარად მიეწერება სახელმწიფოს, მმართველ პარტიას ან მის კონკრეტულ ლიდერებს. ამასთან, სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მიმართ განწყობებზე, „ევროპაში, განსაკუთრებით კი ბრიუსელში, დიპლომატები და პოლიტიკოსები უფრო ღიად საუბრობენ საკუთარ მოტივებზე: თბილისის წინააღმდეგობა დასავლური ლიბერალური დიქტატების მიმართ უკრაინასთან დაკავშირებულ საკითხებში, სოციალურ თემებში,მათ შორის ლგბტ პოლიტიკასა და არასამთავრობო ორგანიზაციების როლში შიდა პოლიტიკაში“.
1776931196
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ოპოზიციის მორიგი ე.წ გაერთიანება საერთოდ არ არის საინტერესო, ეს არის ალბათ მეათე ე.წ. ფანჩატური, რომელსაც ქმნიან ხოლმე, მერე შლიან და მერამდენედ უნდა გააკეთონ ეს ყველაფერი
ოპოზიციის მორიგი ე.წ გაერთიანება საერთოდ არ არის საინტერესო. ეს არის ალბათ მეათე ე.წ. ფანჩატური, რომელსაც ქმნიან ხოლმე, მერე შლიან და მერამდენედ უნდა გააკეთონ ეს ყველაფერი. - განაცხადა საქართველოს პრე...
1776930936
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: საკადრო ცვლილებების საფუძველი ძალიან მარტივია - გვჭირდება მჭიდრო კოორდინაცია სამართალდამცავ ორგანოებს შორის და ახლა გვაქვს უკვე საშუალება, რომ ფორმალიზებული, ძლიერი კოორდინაციით გავაგრძელოთ მუშაობა
საკადრო ცვლილებების საფუძველი არის ძალიან მარტივი - გვჭირდება მჭიდრო კოორდინაცია სამართალდამცავ ორგანოებს შორის, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ყო...
1776929607
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: 1 ივლისიდან ამოქმედდება ფერმერული მეურნეობების ერთიანი რეესტრი - დაგვეხმარება, ზუსტად დავინახოთ თითოეული ფერმერის საჭიროება, გავხადოთ სახელმწიფო მხარდაჭერა მიზნობრივი და დავაჩქაროთ პროექტების დაფინანსების პროცესი
უფრო ეფექტური კომუნიკაციისთვის, მიმდინარე წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება ფერმერული მეურნეობების ერთიანი რეესტრი, ეს არ არის მხოლოდ მონაცემთა ბაზა - ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც დაგვეხმარება, ზუსტად დავი...
1776928945
ახალი ამბებიკახა კალაძე ჰერჩინსკის განცხადებაზე: აქამდე თუ შენიღბულად მოგვიწოდებდნენ ომში ჩართვაზე, პირდაპირ გამოვიდა და ისაუბრა სამოქალაქო დაპირისპირებაზე, დაემუქრა ქართველებს და სახელმწიფოს
„ძალიან შემაშფოთებელი განცხადება იყო - საუბარი იყო ომზე, სამოქალაქო დაპირისპირებაზე“, - ასე შეაფასა თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მიერ გაკეთებული განცხა...
1776928485
საზოგადოებაკახა კალაძე ოპოზიციის ალიანსის უთანხმოებაზე: დღეს სადაც არიან აღნიშნული ელემენტები, ეს მათი ბუნებრივი მდგომარეობაა
„დღეს სადაც არიან ეს ელემენტები, ყველა კარგად ხედავს, ეს არის მათი ბუნებრივი მდგომარეობა“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ოპოზიციის ალიანსსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის არსებულ დაპირის...



























