ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან ომის საკითხთან დაკავშირებით ჯეი დი ვენსი მისგან „ფილოსოფიურად ოდნავ განსხვავებულია“

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი „ფილოსოფიურად ოდნავ განსხვავებულები“ არიან, როდესაც საქმე აშშ-სა და ირანს შორის ომს ეხება, - ამის შესახებ ინფორმაციას „ეიბისი ნიუსი“ ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტს პრესკონფერენციაზე ჰკითხეს, ჰქონდა თუ არა ვიცე-პრეზიდენტთან ირანის წინააღმდეგ ქმედებებთან დაკავშირებით რაიმე უთანხმოება, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ „ასე არ ფიქრობს.“

„ამ საკითხში ჩვენ ერთმანეთს ძალიან კარგად ვუგებთ. ვიტყოდი, რომ ის ფილოსოფიურად ჩემგან ოდნავ განსხვავებული იყო. ვფიქრობ, შესაძლოა, ნაკლებად ენთუზიაზმით იყო განწყობილი წინსვლის მიმართ, მაგრამ ვიგრძენი, რომ ეს ისეთი რამ იყო, რაც უნდა გაგვეკეთებინა. არ მიგრძნია, რომ არჩევანი გვქონდა. ეს ჩვენ რომ არ გაგვეკეთებინა, ამას ისინი გააკეთებდნენ“, - აღნიშნა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის ეს კომენტარები მას შემდეგ გაკეთდა, რაც „ეიბისი ნიუსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჯეი დი ვენსმა, რომელიც მედიის ცნობით, დიდწილად ეწინააღმდეგებოდა აშშ-ის საზღვარგარეთ ინტერვენციას, ირანის წინააღმდეგ დარტყმებთან დაკავშირებით საკუთარი ეჭვები შიდა სივრცეში გამოხატა.

როგორც „ეიბისი ნიუსი“ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, როგორც კი გაირკვა, რომ დარტყმების გაგრძელების გადაწყვეტილება მიღებული იყო, ვენსმა ყურადღება სამხედრო ოპერაციის მხარდაჭერაზე გადაიტანა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773209658

ახალი ამბები

ზუკა რურუა: გერმანიის ელჩის მხრიდან ვხედავთ მხრეს, პირდაპირ პარტიული აქტივია რადიკალური ოპოზიციის

გერმანიის ელჩის მხრიდან ვხედავთ მხრეს, პირდაპირ პარტიული აქტივია რადიკალური ოპოზიციის, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვაკის რაიონის დელეგატმა ზუკა რურუამ. „გერმანიის ელჩის მხრიდან ვხედა...

ზუკა რურუა

1773209617

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და...

დაკავება, პოლიცია

1773208511

მსოფლიო

ვიქტორ ორბანი: ომი ჩვენს კარზეა მომდგარი

„ომი უნგრეთის კარსაა მომდგარი“, - აცხადებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი. ორბანის თქმით, უნგრეთს ჰყავს მთავრობა, რომელიც არ გააგზავნის ჯარისკაცებს უკრაინაში „ომი ჩვენს კარსაა მომდგარი. უნგრე...

ვიქტორ ორბანი

1773208268

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: ყულევის გარშემო ატეხილი კამპანია და აჟიოტაჟი მიზანმიმართულად იყო გამოყენებული საქართველოს ინტერესების დასაზიანებლად, რაც ჩაიფუშა

ბრიუსელიდან თბილისში გამოგზავნილ ოფიციალურ წერილს, რომელიც ადასტურებს, რომ ყულევის პორტი სანქცირებას დაქვემდებარებულ ობიექტების სიაში არ შევა, კიდევ ერთხელ ეხმიანება მმართველი გუნდი. საკითხს გამოეხმაუ...

არჩილ გორდულაძე

1773204806

ახალი ამბები

მაია ბითაძე: ყულევის ტერმინალის სასანქციო სიიდან ამოღება კიდევ ერთი ნათელი მაგალითია, თუ როგორ გორდება ხოლმე გარკვეული საინფორმაციო კამპანია საქართველოს წინააღმდეგ

„ყულევის ტერმინალის სასანქციო სიიდან ამოღება კიდევ ერთი ნათელი მაგალითია, თუ როგორ გორდება ხოლმე გარკვეული საინფორმაციო კამპანია საქართველოს წინააღმდეგ“, - განაცხადა პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტ...

მაია ბითაძე