თენგიზ შარმანაშვილი - ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებას პოზიტიურად ვაფასებ, ობიექტურად ვინც მოგვიდგება, მათთან დიალოგისთვის მზად ვართ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილი აცხადებს, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებას პოზიტიურად აფასებს.
როგორც შარმანაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, „პირველად მოხდა, როცა საერთაშორისო სტრუქტურა ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში მომხდარ ძალადობის დაგმობაზე საუბრობს“.
„მათ განცხადებას მაინც პოზიტიურად ვაფასებ იმის გამო, რომ პირველად მოხდა, როცა საერთაშორისო სტრუქტურა ძალადობის დაგმობაზე საუბრობს, რაც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ვიხილეთ. ყოველთვის იმას ვამბობდით, რომ ორგანიზაციები და ადამიანები გულწრფელად თუ გვესაუბრებიან, მაშინ ორივე მხარეს უნდა გაიხედონ. რაიმე თუ აქვთ ჩვენთან სათქმელი, ჩვენ გვითხრან, მაგრამ თვალი არ უნდა დახუჭონ იმ პროცესებზე, რაც საქართველოში მიმდინარეობდა და წახალისებულიც კი იყო. იცით, რომ ევროკავშირის სპიკერი 4 ოქტომბრის აქციას მხარს უჭერდა. ეს ის აქცია იყო, რომელიც დამხობისთვის ემზადებოდა. შემდეგ ძალადობა ყველამ ნახა, მაგრამ ერთი სიტყვა არ უთქვამთ. ობიექტურად ვინც მოგვიდგება, მათთან დიალოგისთვის მზად ვართ.
რაც შეეხება მათ განცხადებას კანონების თაობაზე, იცით, რომ ეს კანონები წლების განმავლობაში არ გვქონდა. მისი მიღება დავიწყეთ, რადგან ეს იყო ჩვენი რეაგირება იმაზე, რასაც ვხედავდით. არასამთავრობო ორგანიზაციები, რადიკალური პარტიები თუ იტყვიან, რომ ძალადობაზე უარს ამბობენ და მზად არიან კონსტიტუციის, კანონის ჩარჩოში მოქცევაზე, მაშინ ამ კანონმდებლობის გადახედვაც შეიძლება. მით უმეტეს, თუ თამაშის წესები დაცული იქნება. ეს კანონები არაფერში გვჭირდებოდა, უბრალოდ, თავი დავიცავით“, – განაცხადა შარმანაშვილმა.
ცნობისთვის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „სახელმწიფო ინსტიტუტებზე ძალადობა მიუღებელია, ცვლილებები უნდა მოხდეს საარჩევნო ყუთების მეშვეობით და არა ძალადობით, რაც მათი დამხობისკენაა მიმართული“.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებაში ასევე ნათქვამია: „საქართველოში პრობლემების მოგვარება ჩვენი, ეუთო-ს ან ნებისმიერი სხვა საერთაშორისო ორგანოს საქმე არ არის, მოვუწოდებ ყველა მხარეს დიალოგის აღდგენის მიზნით პირდაპირი კომუნიკაციის დაწყებისკენ“.
1773213134
ახალი ამბებიტრამპი აცხადებს, რომ ირანთან ომის საკითხთან დაკავშირებით ჯეი დი ვენსი მისგან „ფილოსოფიურად ოდნავ განსხვავებულია“
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი „ფილოსოფიურად ოდნავ განსხვავებულები“ არიან, როდესაც საქმე აშშ-სა და ირანს შორის ომს ეხება, - ამის შესახებ ინ...
1773211517
ახალი ამბებიგეკა გელაძე საქართველოში ყირგიზეთის ელჩს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ საქართველოში ყირგიზეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მაკსატ მამიტკანოვთან შეხვედრა გამართა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა გ...
1773209700
ახალი ამბებიპოლიციამ მარნეულში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით 1994 წე...
1773209658
ახალი ამბებიზუკა რურუა: გერმანიის ელჩის მხრიდან ვხედავთ მხრეს, პირდაპირ პარტიული აქტივია რადიკალური ოპოზიციის
გერმანიის ელჩის მხრიდან ვხედავთ მხრეს, პირდაპირ პარტიული აქტივია რადიკალური ოპოზიციის, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვაკის რაიონის დელეგატმა ზუკა რურუამ. „გერმანიის ელჩის მხრიდან ვხედა...
1773209617
ახალი ამბებისამართალდამცველებმა თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და...































