ცესკო: ევროპარლამენტის მორიგი განცხადება უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევს

საარჩევნო ადმინისტრაცია შეშფოთებას გამოთქვამს ბოლო დროს ევროპარლამენტის სახელით გამოქვეყნებულ განცხადებებში გამოთქმულ მოსაზრებებთან დაკავშირებით, სადაც 26 ოქტომბრის არჩევნები მოხსენიებულია „გაყალბებულად“. აღნიშნულის შესახებ ცესკოს განცხადებას ავრცელებს.

„ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამ დრომდე არაერთი საჯარო განცხადება გააკეთა 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით და დეტალურად განმარტა ამ არჩევნებთან დაკავშირებული გარემოებები, მათ შორის, არაარგუმენტირებული ბრალდებების საფუძველზე 2024 წლის არჩევნების დისკრედიტაციის მცდელობის ფაქტები. გამართა შეხვედრები ჩართულ მხარეებთან, მათ შორის, საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებთან და გავრცელებული დეზინფორმაციის საპასუხოდ ღია წერილით მიმართა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას. ამ აქტივობების მიუხედავად კვლავ ისმის უსამართლო ბრალდებები, რომელიც არ ემყარება არანაირ მტკიცებულებას. ამის მაგალითია ცოტა ხნის წინ ევროპარლამენტის სახელით გამოქვეყნებული განცხადებაც.

საარჩევნო ადმინისტრაციისთვის გაუგებარია ასეთი უპრეცედენტოდ არაობიექტური განცხადების გაკეთება იმ ორგანიზაციის მხრიდან, რომელიც წესით საკუთარი პოზიციების გამოხატვისას ფაქტებს და მყარ არგუმენტებს უნდა ეყრდნობოდეს. ფაქტების და არგუმენტების გარეშე, მხოლოდ აღქმებზე დაფუძნებული განცხადებები კი, ტოვებს მხოლოდ პოლიტიკურად მოტივირებულის შთაბეჭდილებას, რაც გარკვეულწილად შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახველია საარჩევნო ადმინისტრაციის ათიათასობით თანამშრომლისთვის, რომლებიც 26 ოქტომბრის არჩევნებს უწევდნენ ორგანიზებას.

საზოგადოებას და ევროპარლამენტარებს გვინდა შევახსენოთ, რომ 2024 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის შექმნილი 3 111 საუბნო საარჩევნო კომისიის 53 210 წევრიდან 25 261 უფლებამოსილი 9 პარტიის მიერ იყო დანიშნული. კიდევ უფრო რომ დავკონკრეტდეთ, თითოეული კომისიის 17 წევრიდან 8 ე.წ. ოპოზიციური პარტიების კვოტით იყო დანიშნული და არჩევნების დღეს შედგენილ შემაჯამებელ ოქმებში განსხვავებული აზრი მათგან მხოლოდ ცხრამ დააფიქსირა. ამ ფონზე სრულიად მიუღებელია კომისიის წევრების პატიოსნების და კეთილსინდისიერების ეჭვქვეშ დაყენება. აღნიშნული რიცხვები და ფაქტობრივი გარემოებები კი ასახავს საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობას და მრავალპარტიულობას.

ცნობილია, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, „სავარაუდო გაყალბებასთან“ დაკავშირებით გავრცელებული განცხადებებიდან გამომდინარე, საარჩევნო ადმინისტრაციამ საკუთარი ინიციატივით მიმართა საქართველოს პროკურატურას და მოითხოვა გამოძიების დაწყება გავრცელებული ბრალდებების ობიექტურად შესაფასებლად. პროკურატურის შუალედური განცხადებიდან ირკვევა, რომ არავის არ წარუდგენია გახმოვანებული ბრალდებების რაიმე კონკრეტული მტკიცებულებები. მტკიცებულებები არ ყოფილა წარმოდგენილი არც საარჩევნო ადმინისტრაციაში და სასამართლოს შესაბამის ინსტანციაში საარჩევნო დავების განხილვის პროცესში. იქიდან გამომდინარე, რომ რეალურად ადგილი არ ჰქონია გაჟღერებულ ბრალდებებში მოხსენიებულ დარღვევებს ბუნებრივია ვერც იარსებებს შესაბამისი ფაქტები/მტკიცებულებები.

ამასთან, გაუგებარია რატომ არ ითვალისწინებს ევროპარლამენტი ეუთო/ოდირის დასკვნას 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით და უშუალოდ სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს, სადაც ისინი პირდაპირ ამბობდნენ, რომ 2024 წლის პარლამენტის არჩევნები ჩატარდა მაღალ პროფესიულ დონეზე და იგი ასახავდა ამომრჩევლის ნებას. როგორც უკვე ამ საკითხთან დაკავშირებით არაერთხელ განვაცხადეთ, ეუთო/ოდირის დასკვნაში გამოთქმულია გარკვეული წუხილები და რეკომენდაციები საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, როგორც ეს ძირითადად სხვადასხვა ქვეყნის შემთხვევაშიც გვხვდება, დამახასიათებელია საარჩევნო პრაქტიკისთვის და არცერთ შემთხვევაში არ წარმოადგენს არჩევნების ლეგიტიმურობის უგულებელყოფის საფუძველს, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც დასკვნაში არჩევნების გაყალბებაზე საუბარი არ არის.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ევროპარლამენტის მორიგი განცხადება საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მიიჩნევა, როგორც სამართლებრივი პრინციპის - უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა. ხოლო იმ ფონზე როცა ქვეყანაში სულ რამდენიმე თვეში მუნიციპალიტეტის არჩევნები უნდა გაიმართოს და ფაქტობრივად წინასაარჩევნო პერიოდია, ამ ტიპის განცხადებები შესაძლოა განვიხილოთ როგორც საარჩევნო პროცესზე ზემოქმედების და მის მიმართ ნდობის შემცირების მცდელობა.

დასასრულს, კიდევ ერთხელ მივმართავთ თხოვნით ყველა შესაბამის პირს ევროპარლამენტში 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საჯარო მოსაზრების/შეფასების გამოქვეყნებამდე, თქვენთვის მოწოდებული ინფორმაცია გადაამოწმოთ პირველწყაროსთან, ამ შემთხვევაში საარჩევნო ადმინისტრაციასთან. ნუ შეხედავთ პროცესს ზედაპირულად და შესაბამისი მტკიცებულების გარეშე ნუ გაიმეორებთ პოლიტიკურად დაინტერესებული მხარეების მოსაზრებებს, რათა არ შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ ამ განცხადებებში გაკეთებული შეფასებები შემთხვევითი შეცდომა ან ინფორმაციის ნაკლებობა კი არა, არამედ საქართველოში არსებულ პოლარიზებულ გარემოზე კიდევ უფრო მეტი გავლენის მოხდენის მცდელობაა.

ჩვენ კვლავაც მზად ვართ სრული თანამშრომლობისთვის, კონსტრუქციული დიალოგისა და ღია კომუნიკაციისთვის, რაც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და საერთო ღირებულებებს“, - ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1753900067

მსოფლიო

ვიქტორ ორბანი: ეს არ არის ომი უკრაინასა და რუსეთს შორის, ეს დასავლეთსა და რუსეთს შორის ომია

ეს არ არის ომი უკრაინასა და რუსეთს შორის, ეს დასავლეთსა და რუსეთს შორის ომია - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა. „დასავლეთის ლიდერი დონალდ ტრამპია. სანამ ორ ლიდერს შორის პირდაპირი...

ვიქტორ ორბანი

1753898440

საზოგადოება

გიორგი კალანდარიშვილი: ადმინისტრაციას ჰქონდა ლეგიტიმური საფუძველი შესაბამისი კითხვებით მიემართა ევროპარლამენტისთვის, თუ რას ეფუძნება ასე უაპელაციოდ, ხმამაღლა გაკეთებული შეფასება, რომ თითქოს არჩევნები იყო გაყალბებული

ადმინისტრაციას, ამ შემთხვევაში, ჰქონდა და აქვს აბსოლუტურად ლეგიტიმური საფუძველი იმისა, რომ შესაბამისი კითხვებით მიემართა ევროპარლამენტისთვის იმის თაობაზე, თუ რას ეფუძნება მათი შეფასებები და ასე უაპელა...

გიორგი კალანდარიშვილ

1753896185

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი მალაიზიის ქვედა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მალაიზიის პარლამენტის ქვედა, წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ჯოჰარი ბინ აბდულს შეხვდა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის მზარდ ურთიერთობებს. ყურადღე...

შალვა პაპუაშვილი

1753896138

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი იორდანიის სენატის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს სენატის პრეზიდენტ ფაისალ აკეფ ალ-ფაიზს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, მხარეებმა...

შალვა პაპუაშვილი

1753895385

საზოგადოება

ზარქუა: არ ვიცი, ანიტას და მის ბელადს რა ჩანაფიქრი აქვთ, მაგრამ ვინც კანონს დაარღვევს, ყველა თანასწორია, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის, რას წარმოადგენს, ოპოზიციაა, თუ რიგითი წევრი

არ ვიცი, ანიტას და მის ბელადს რა ჩანაფიქრი აქვთ, მაგრამ მთავარი ერთია, ვინც დააშავებს და ვინც კანონს დაარღვევს, ყველა თანასწორია, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის, რა არის და რას წარმოადგენს, - ამის შესა...

ირაკლი ზარქუა