ცესკოს სხდომაზე გიორგი კალანდარიშვილმა 2025 წელი შეაჯამა
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს 2025 წლის ბოლო სხდომა გაიმართა. დღეს გამართულ სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა 2025 წელი შეაჯამა. მან დეტალურად ისაუბრა საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ და გაწეული სამუშაოსთვის ადმინისტრაციის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა. გიორგი კალანდარიშვილმა კომისიის წევრებს, სხდომაზე დამსწრე პირებსა და საზოგადოებას დამდეგი ახალი წელი მიულოცა. გიორგი კალანდარიშვილის შემაჯამებელ მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:
„წლის ბოლო სხდომა კარგი შესაძლებლობაა, შევაჯამოთ მიმდინარე წელი და კიდევ ერთხელ შევხედოთ იმ დიდ გზას, რომელიც ერთად გავიარეთ. ეს იყო პერიოდი, რომელმაც თითოეულ ჩვენგანს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, გამძლეობა და პროფესიული სიმტკიცე მოსთხოვა. ეს იყო გამოწვევებითა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებით სავსე პერიოდი.
ცესკოსთვის თითოეული წელი განსაკუთრებულია, მით უმეტეს, თუ ეს საარჩევნო წელია, ვინაიდან ეს ნიშნავს ახალი გამოცდილების შეძენას და განვითარებას.
ცესკოს საქმიანობა არ არის მხოლოდ პროცედურებისა და ვადების დაცვა. ეს არის ყოველდღიური, ხშირად შეუმჩნეველი, მაგრამ ქვეყნის განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესი შრომა. სწორედ ამიტომ, ძვირფასო კოლეგებო, საარჩევნო ადმინისტრატორებო, თქვენი როლი და წვლილი ამ პროცესში განსაკუთრებით დასაფასებელია.
მიმდინარე წლის განმავლობაში ჩვენ შევძელით დაკისრებული მოვალეობების შესრულება მაღალი პროფესიული სტანდარტებით, კანონმდებლობის მკაცრი დაცვითა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობით. ერთობლივი ძალისხმევით გაუმჯობესდა როგორც საარჩევნო პროცესების ადმინისტრირება, ისე შიდა სამუშაო მექანიზმები და კომუნიკაცია.
ბუნებრივია, წელი არ ყოფილა მარტივი. იყო სირთულეები, მაღალი დატვირთვა და კრიტიკული გარემო. თუმცა სწორედ ასეთ პირობებში ყველაზე მკაფიოდ გამოჩნდა ინსტიტუციის სიძლიერე - სიმშვიდე, პრინციპულობა და ერთმანეთის მხარდაჭერა. თითოეული ასეთი გამოცდილება ჩვენთვის გაკვეთილია და მომავალი განვითარების საფუძველი.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გამოცდილება, რომელიც ამ წელს მივიღეთ, გვაძლევს შესაძლებლობას, მომავალში კიდევ უფრო ეფექტიანად ვიმუშაოთ, განვავითაროთ პროფესიული უნარები და გავაძლიეროთ ორგანიზაციული კულტურა.
მომავალი წელი ახალ ამოცანებს მოგვიტანს, რომელთა შორის იქნება კიდევ უფრო ეფექტიანი მზადება მომავალი საარჩევნო ციკლებისთვის, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ იმ პასუხისმგებლობის გრძნობით, რომელიც დღეს გვაერთიანებს, შევძლებთ ყველა გამოწვევის ღირსეულად დაძლევას.
გულწრფელ მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს, ცესკოს, უსკოს, სწავლების ცენტრისა და საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებსა და თანამშრომლებს, გაწეული შრომის, მოთმინების, ღირსეული სამსახურისა და ერთგულებისთვის. გისურვებთ ჯანმრთელობას, პროფესიულ წარმატებას და მშვიდ, ნაყოფიერ ახალ წელს.
დამდეგ ახალ წელს ვულოცავ არა მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრატორებს, არამედ მთლიანად ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ყველა თანამემამულეს ქვეყნის შიგნით, თუ ქვეყნის გარეთ. ვუსურვებ ყველა ოჯახს მშვიდობას, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. დაე, ახალმა წელმა მოიტანოს მეტი ურთიერთგაგება, ერთმანეთის პატივისცემა, ურთიერთნდობა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოების გაძლიერებისა და ქვეყნის წინსვლისთვის. გისურვებთ მშვიდობას, კეთილდღეობას და წარმატებულ ახალ წელს“.
დღესვე ცესკოს თავმჯდომარემ საზოგადოებას გაუზიარა ინფორმაცია სხდომებთან დაკავშირებით. როგორც გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა დღეს ცესკომ წლის ბოლო, რიგით 42-ე სხდომა გამართა. 2025 წლის განმავლობაში ცესკომ მიიღო 56 დადგენილება და 242 განკარგულება, რომლის ფარგლებში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული.
„ამ პერიოდში ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა სრულად განგვეხორციელებინა გასულ წელს დანერგილი სხდომების მართვის ელექტრონული სისტემა, რომელმაც უზრუნველყო სხდომების ეფექტიანად წარმართვა. ასევე, უზრუნველყოფილი იყო სხდომების საჯაროობა და ხელმისაწვდომობა საარჩევნო ადმინისტრაციის სოციალურ ქსელებში პირდაპირი ტრანსლირების გზით, რამაც ერთი მხრივ, უზრუნველყო გადაწყვეტილების მიღების პროცესის საჯაროობა და გამჭვირვალობა, ხოლო მეორე მხრივ კი ჩართული მხარეებისთვის სხდომების დისტანციურად დაკვირვების შესაძლებლობა. შესაბამისად, ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც სხდომების ორგანიზებაში, გაშუქებასა და სხვა საორგანიზაციო თუ ტექნიკურ საკითხში იყო ჩართული, მინდა მადლობა გადავუხადო - სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტებს და განსაკუთრებით სამდივნოს თანამშრომლებს, ასევე ყველა სტრუქტურულ ერთეულსა და სწავლების ცენტრს განსახილველი საკითხების მომზადებისთვის, განხილვებსა და სხდომებში მონაწილეობისთვის“, - აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.
1767090175
ახალი ამბებიგიორგი გამსახურდია: ყველაზე მდარე და უმაქნისი პრემიერის გაურკვეველი წარმომავლობის პარტიის წევრი, ვინმე ვიკა ფილფანი, საუკუნის პროექტს „აჰაჰავებს“ - გახარიას პერიოდში მისი ბოლის გარდა, არაფერი გაკეთებულა
„ყველაზე მდარე და უმაქნისი პრემიერის, პატიოსან სიტყვაზე შეკოწიწებული პარტიის გაურკვეველი პოლიტიკური წარმომავლობის წევრი, ვინმე ვიკა ფილფანი, საქართველოს მასშტაბით მართლაც საუკუნის პროექტს აჰაჰავებს“,...
1767089257
ახალი ამბებიმარიამ ლაშხი: ვნახეთ, რა ბრალდება აქვს წარდგენილი ფარცხალაძეს, რა სტატუსიც არ უნდა ჰქონდეს, ინდულგენცია არ არის, რომ პასუხი არ აგოს, სახელმწიფო მკაცრი იქნება
„ადამიანი თუ ქვეყნის ინტერესებს ასცდება და დანაშაულს ჩაიდენს, პასუხი უნდა აგოს“, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა განაცხადა. მისივე თქმით, სტატუსი ინდულგენცი...
1767088098
საზოგადოებადავით ჩიხელიძე: ვინმე ფილფანი გახარიას პარტიიდან დასცინის რიკოთის საუკუნის პროექტს - არ ვიცი რა ნახა ამ ამბავში დასაცინი, მაგრამ ზოგადად ეს „სქრინი“ კარგად გამოხატავს „ქართული“ ოპოზიციის სახეს
„ვინმე ფილფანი გახარიას პარტიიდან დასცინის რიკოთის საუკუნის პროექტს. მე არ ვიცი ამ გოიმმა ქალმა რა ნახა ამ ამბავში დასაცინი, მაგრამ ზოგადად ეს „სქრინი“ კარგად გამოხატავს „ქართული“ ოპოზიციის ნამდვილ სა...
1767085851
ახალი ამბებიპროკურატურამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. შინაგ...
1767084990
საზოგადოებაგარემოს ეროვნული სააგენტო: დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების, ლიპყინულის და ზვავსაშიშრიების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა
დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების, ლიპყინულის და ზვავსაშიშრიების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა, - აღნიშნულია გაფრთხილებაში, რომე...





























