სოსო შატბერაშვილი: იმ ევროკავშირის ნაცვლად, რომელიც კეთილდღეობის, უსაფრთხოების, მშვიდობისა და განვითარების მაგალითი იყო, დღეს აბსოლუტურად განსხვავებული სურათი გვაქვს, ამ ფონზე, კრიტიკას ვერ უძლებს ხელისუფლების პოზიცია
პოლიტიკური პარტია „მემარცხენე ალიანსის“ ლიდერი სოსო შატბერაშვილი საქართველოს საგარეო კურსის გადახედვის საჭიროებაზე საუბრობს და ხელისუფლების პოზიციას აკრიტიკებს.
მისი განცხადებით, ევროკავშირი აღარ არის ის გაერთიანება, რაც ორი ათეული წლის წინ იყო, ამ ფონზე, ხელისუფლების მტკიცება, რომ 2030 წლისთვის საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველაზე მეტად იქნება მომზადებული ევროკავშირის წევრობისთვის, მიუღებელია და კონსტიტუციის 78-ე მუხლი უნდა გაუქმდეს, ვინაიდან, ის ქართველი ერის ინტერესებს ეწინააღმდეგება.
„იმ ევროკავშირის ნაცვლად, რომელიც სულ რაღაც ორი ათეული წლის წინ კეთილდღეობის, უსაფრთხოების, მშვიდობისა და განვითარების მაგალითი იყო, დღეს აბსოლუტურად განსხვავებული სურათი გვაქვს. ამ ფონზე, კრიტიკას ვერ უძლებს საქართველოს ხელისუფლების პოზიცია, რომელიც დღემდე ამტკიცებს, რომ 2030 წლისათვის, საქართველოს მთავრობა ყველაზე უფრო მომზადებული იქნება დანარჩენ [კანდიდატ] წევრებს შორის, ევროკავშირში გაწევრიანებისათვის. თუ ჩვენი ხელისუფლება მართლა აპირებს ევროკავშირში გაწევრიანებას, მაშინ, უნდა დათმოს სუვერენიტეტი, თავისუფალი სიტყვა, უნდა გადასცეს „ენჯეოკრატიას“ ხელისუფლება. თუ არ აპირებს, მაშინ, უნდა განაცხადოს მკაფიოდ და მიკიბ-მოკიბვის გარეშე, რომ ჩვენ ვაუქმებთ 78-ე მუხლს კონსტიტუციაში, რომელიც ეწინააღმდეგება ქართველი ერის ინტერესებს“, - განაცხადა სოსო შატბერაშვილმა.
1767088098
საზოგადოებადავით ჩიხელიძე: ვინმე ფილფანი გახარიას პარტიიდან დასცინის რიკოთის საუკუნის პროექტს - არ ვიცი რა ნახა ამ ამბავში დასაცინი, მაგრამ ზოგადად ეს „სქრინი“ კარგად გამოხატავს „ქართული“ ოპოზიციის სახეს
„ვინმე ფილფანი გახარიას პარტიიდან დასცინის რიკოთის საუკუნის პროექტს. მე არ ვიცი ამ გოიმმა ქალმა რა ნახა ამ ამბავში დასაცინი, მაგრამ ზოგადად ეს „სქრინი“ კარგად გამოხატავს „ქართული“ ოპოზიციის ნამდვილ სა...
1767085851
ახალი ამბებიპროკურატურამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. შინაგ...
1767084990
საზოგადოებაგარემოს ეროვნული სააგენტო: დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების, ლიპყინულის და ზვავსაშიშრიების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა
დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების, ლიპყინულის და ზვავსაშიშრიების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა, - აღნიშნულია გაფრთხილებაში, რომე...
1767083250
ახალი ამბებიპოლიციამ მარნეულში სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით 1 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით, რამაც ადამიანის...
1767081544
ახალი ამბებიეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა 2025 წელს სამართალდარღვევის 877 ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლებმა, მიმდინარე წელს 877 სამართალდარღვევის ფაქტი გამოავლინეს. წლის განმავლობაში ხე-ტყ...





























