ცოტნე კობერიძე: „ქართულმა ოცნებამ“ ამ პირობებში რომ დანიშნოს არჩევნები არ მგონია, რომ განსხვავებული შედეგი მივიღოთ, ვიდრე მივიღეთ წინარე არჩევნებზე

„ჩემი აზრით, ლოგიკური ამბავია, რომ დღეს, „ქართულმა ოცნებამ“ ამ პირობებში რომ დანიშნოს არჩევნები არ მგონია, რომ განსხვავებული შედეგი მივიღოთ, ვიდრე მივიღეთ წინარე არჩევნებზე. მე ასეთი მოლოდინი მაქვს“, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ცოტნე კობერიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემაში „აქტუალური თემა“ განაცხადა, რითაც უპასუხა წამყვანის კითხვას „რომ დანიშნოს ახალი არჩევნები ხელისუფლებამ, განსხვავებულ შედეგებს მიიღებს ოპოზიცია?“

„მე ყოველთვის ვამბობ, რომ როცა ხელისუფლებაში არსებობს მსგავსი ტიპის ხელისუფლებები და საქართველოში ისე ტარდება არჩევნები, როგორც ტარდება, ან ისეთი სასწაული ტიპის უპირატესობა უნდა გქონდეს, არა მხოლოდ უპირატესობა, არამედ უდიდესი უპირატესობა, რომ თითქმის რევოლუციური ფონით იგებ, ანუ, არჩევნები ამის გაფორმებაა. თუ ამ ფორმით ტარდება როგორიც ტარდება, ბიძინა ივანიშვილს აქვს იმხელა უპირატესობა იმიტომ, რომ ხელისუფლების ნაწილია, ამ შტოებს იყენებს და პარტიის ნაწილია მთელი ბიუჯეტი და ყველაფერი, რომ განსხვავებული შედეგი არ დაფიქსირდება, ვიდრე 2024-ში იყო“, - აღნიშნა კობერიძემ. მან, ასევე, ისაუბრა მის გადაწყვეტილებაზე ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ მას არ აქვს მოლოდინი, ხალხი დააჯერონ, რომ ამ არჩევნებით რაღაც შეიცვლება.

„საკრებულოს არჩევნებთან მიმართებით მე იმიტომ დავაფიქსირე ჩემი ასეთი მკაფიო პოზიცია, რომ არ გავდივარ, მაგის მოლოდინი არ მაქვს, რომ ამ ქვეყანაში ხალხს დავაჯერებთ და ვეტყვით, ახლა, ამ არჩევნებით რაღაცას შევცვლით. ამ ხალხთან ურთიერთობას და კომუნიკაციას სჭირდება დრო, უკეთესად მოქცევა, უკეთესი პოლიტიკა და მეტი საუბარი. ჩემი განაცხადი თვითმმართველობის არჩევნებზე გავაკეთე იმიტომ, რომ თვითმმართველობის არჩევნებთან მიმართებით მე უნდა ვიყო გულწრფელი. თუ გადიხარ, კამპანიას ახლავე უნდა იწყებდე. ჯობია იყო მკაფიო და ახლავე თქვა. ან ადამიანს უნდა დააჯერო, რომ არჩევნებს აზრი აქვს და ამაზე უნდა იმუშაო, ან თვითმმართველობის არჩევნებზე ისედაც ძალიან დაბალია მოსვლა და რთულია, ხალხს დააჯერო, რომ [რაღაც] შეიცვლება“, - განაცხადა ცოტნე კობერიძემ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1748093462

ახალი ამბები

ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ჩინეთის პრემიერი მისალოც წერილში ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის...

საქართველო

1748091703

სპორტი

სანდრო ბაზაძე მადრიდის მსოფლიო თასის მეოთხედფინალში იასპარეზებს

მადრიდში, ხმლით მოფარიკავე სენიორებს შორის მიმდინარე მსოფლიო თასზე, ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე მეოთხედფინალში გავიდა. ბაზაძემ ტურნირზე ჯერ იტალიელი მოფარიკავე 15:11 დაამარცხა, შემდეგ კი რუმინელ...

სანდრო

1748089472

ახალი ამბები

ჩიხელიძე: დასავლეთი ორმაგი სტანდარტით მოქმედებით გვანებივრებს, აშშ-ში დააკავეს აქტივისტი, რომელმაც ინტერვიუს დროს პროკურორს შეაფურთხა, აშშ-ში კრიმინალად შერაცხილი შეფურთხება საქართველოში გამოხატვის თავისუფლებად რატომ მიიჩნევა?

დასავლეთი, ორმაგი სტანდარტით მოქმედებით გვანებივრებს, აშშ-ში პოლიციამ დააკავა აქტივისტი, რომელმაც ინტერვიუს დროს პროკურორს შეაფურთხა. აშშ-ში კრიმინალად შერაცხილი შეფურთხება, საქართველოში გამოხატვის თა...

დავით ჩიხელიძე

1748087300

ახალი ამბები

გია აბაშიძე: ამერიკელ პროკურორზე, სამართალდამცველზე თავდასხმის ნებისმიერი ფორმა ისჯება მძიმედ და პოლიტიკური სპეკულაციები გამორიცხულია - ქართველ პოლიციელზე თუ პოლიტიკოსზე თავდამსხმელის ჰეროიზაციის მცდელობა ამორალურია

ამერიკელ პროკურორზე, სამართალდამცველზე თავდასხმის ნებისმიერი ფორმა არ მიიჩნევა ე.წ. გამოხატვის თავისუფლად, ისჯება მძიმედ და ასეთ კანონდარღვევაზეც პოლიტიკური სპეკულაციები გამორიცხულია, - წერს ანალიტიკო...

ანალიტიკოსი

1748085656

ახალი ამბები

მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი 1991 წელ...

დაკავება, პოლიცია