ვახტანგ გომელაური: დღეიდან პარაპლანით ფრენა შეჩერდება

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, რომელიც გუდაურში მომხდარი ტრაგედიის ადგილზე იმყოფება პირველ კომენტარს აკეთებს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეკიპაჟის 8-ვე წევრი დაიღუპა, ასევე დაღუპულია უცხოელი ტურისტი, ვის დასახმარებლადაც მიემართებოდა აღნიშნული ბრიგადა. 

"მძიმეა თითოეული ადამიანისთვის, ეს ტრაგედია.

ვერტმფრენმა დაკარგა კონტროლი და მოხდა ვარდნა.

ექსპერტები მუშაობენ ამ დრომდე.

რაც შეეხება ტურისტებს, ქართველი ბიჭი ამოყვანილია და კატასტროფის ბრიგადას გადაჰყავს ამ წუთებში, ხოლო უცხოელი რომლის გამოც მიმდინარეობდა სამაშველო ოპერაცია დაიღუპა.

ბოლო პერიოდში პარაპლანით ხშირად ხდება ჩამოვარდნა და უნდა მოხდეს შესწავლა, რა როგორ ხდება.

ამ ეტაპზე, სანამ გაირკვევა რამ გამოიწვია უბედური შემთხვევა, შეჩერდება პარაპლანით ფრენა",- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

გუდაურში სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ვერტმფრენით გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვერტმფრენის ბორტზე რვა პირი იმყოფებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ:

📍"აღნიშნულმა სამაშველო ჯგუფმა გასულ კვირას აღმოუჩინეს დახმარება ყაზბეგის მთებში ჩარჩენილ ჩვენს მოქალაქეებს - ვუსამძიმრებთ ჩვენს მეგობარ და მეზობელ საქართველოს" - თურქეთის საელჩო

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793384376

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი ჰანს კლუგეს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორობის კანდიდატს ჰანს კლუგეს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრც...

მაკა ბოჭორიშვილი

1793380900

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: საკონსტიტუციო სასამართლოში გამართულმა საჯარო სხდომებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულობა

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის აკრძალვის მოთხოვნით წარდგენილ სარჩელს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე გამოეხმაურა და მიმდინარე კვირების განმავლობაში გამართული...

არჩილ გორდულაძე

1793379581

ახალი ამბები

ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით აჭარის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულება, მოსახლეობის მხარდაჭერის პროგრამების მიმდინარეობა, რეგიონის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები და 2027 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა...

ზურაბ პატარაძე

1793378931

მსოფლიო

ისრაელის თავდაცვის ძალები: ღაზაში ღამით განხორციელებული დარტყმების შედეგად „ჰამასის“ ორი იარაღის საწყობი განადგურდა

ისრაელელი სამხედროების ცნობით, 29 ოქტომბერს, ღამით ღაზას სექტორში განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად „ჰამასის“ ორი იარაღის საწყობი განადგურდა. „ჰამასი“ ღაზას ცენტრში, ბურეიჯის ბანაკსა და ღაზას...

ისრაელის თავდაცვის ძალები:

1793376881

ახალი ამბები

ალუდა ღუდუშაური ოპოზიციაზე: ცალკეული სუბიექტები ცდილობენ სასამართლო ტრიბუნა აქციონ პოლიტიკურ პოლიგონად და ცილისმწამებლური და შეურაცხმყოფელი განცხადებებისთვის გამოიყენონ

„ჩვენ არა სამართლებრივი პაექრობის მომსწრენი ვართ, არამედ ეს არის პოლიტიკური ელემენტების, პოლიტიკური შოუს წარმართვის მცდელობა, რასაც ჩვენ ვხედავთ. ცალკეული სუბიექტები ცდილობენ სასამართლო ტრიბუნა აქციონ...

ალუდა ღუდუშაური