ვლადიმერ ბოჟაძე პრეზიდენტის შეთავაზებაზე: ის რეაქციები, რომლებიც მოვისმინეთ რადიკალური ოპოზიციისგან, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ გეგმის არსებობას, რასაც ჰქვია ქვეყანაში მაიდანის მოწყობა და შემდგომ ქვეყნის უკრაინიზაცია

„ის რეაქციები, რომლებიც მოვისმინეთ რადიკალური ოპოზიციისგან, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ გეგმის არსებობას, რასაც ჰქვია ქვეყანაში მაიდანის მოწყობა და შემდგომ ქვეყნის უკრაინიზაცია“, - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის შეთავაზებაზე ოპოზიციის საპასუხო რეაქციის შეფასებისას.
მისი განცხადებით, პრეზიდენტის გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
„იცით, რომ სპეციალურად გააკეთა ოპოზიციამ, რომ მათი ლიდერები ციხეში წასულიყვნენ, რათა ამას მოჰყოლოდა შესაბამისი რეაგირება ქვეყნის გარედან. იმისათვის, რომ ეს სპეკულაციები დასრულდეს, პრეზიდენტი მზად არის, შეიწყალოს ყველა მათგანი, ვინც მიზეზად ასახელებს პატიმრობას და მხოლოდ ამის გამო არ აპირებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას.
თუმცა, ის რეაქციები, რომლებიც მოვისმინეთ რადიკალური ოპოზიციისგან, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ გეგმის არსებობას, რასაც ჰქვია ქვეყანაში მაიდანის მოწყობა და შემდგომ ქვეყნის უკრაინიზაცია. მათთვის არ არის მნიშვნელოვანი არც არჩევნებში მონაწილეობა. მათთვის მნიშვნელოვანია არეულობა, დესტაბილიზაცია. მიუხედავად იმისა, რომ რადიკალური ოპოზიციის ნაწილი მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, მეორე ნაწილი, როგორც ჩანს, შეეცდება, 4 ოქტომბერი გამოიყენოს დესტაბილიზაციისთვის და არეულობისთვის”, - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.
რამდენიმე ოპოზიციური პარტია პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის შეთავაზებას გამოეხმაურა. პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ვთავაზობ მსჯავრდებულ პოლიტიკოსებს, მომმართონ განცხადებით შეწყალებაზე და დაადასტუროს არჩევნებში მონაწილეობის სურვილი. ამ შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გამოვცემ აქტს შესაბამისი მსჯავრდებულების შეწყალების თაობაზე".
1751803887
მსოფლიოტეხასში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 50-ს გადააჭარბა
ბოლო მონაცემებით, ტეხასში წყალდიდობას სულ მცირე 51 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 15 ბავშვია. ასობით ადამიანი ეძებს უგზო-უკვლოდ დაკარგულ 27 ბავშვს, რომლებიც წყალდიდობის დაწყებამდე მდინარე გუადალუპესთა...
1751802066
ახალი ამბებიმეუფე შიო: ღვთის რწმენა არის ის, რომ გვწამდეს საღვთო განგებულების და ყოველგვარ განსაცდელს თუ სატანჯველს, ყველაზე წარმოუდგენელსაც კი, ასევე, რწმენით ვიღებდეთ
„ღვთის რწმენა არის ის, რომ გვწამდეს საღვთო განგებულების და ყოველგვარ განსაცდელს თუ სატანჯველს, ყველაზე წარმოუდგენელსაც კი, ასევე, რწმენით ვიღებდეთ... ყოველთვის უნდა ვევედროთ უფალს, რომ მოგვცეს ასეთი რ...
1751801524
ახალი ამბებიალექსანდრე წივწივაძე 23-წლამდელთა შორის ევროპის ვიცე-ჩემპიონია
რუმინეთის ქალაქ ბასკოვში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც კანოეს სპრინტში იუნიორებსა და 23-წლამდელთა შორის ტარდება, საქართველოს წარმომადგენელმა, ალექსანდრე წივწივაძემ წარმატებით იასპარეზა. 23-წლ...
1751800652
ახალი ამბებიკაცს, რომელმაც ავსტრალიაში სინაგოგის დაწვა სცადა, ბრალი წაუყენეს
ავსტრალიაში სინაგოგაზე თავდამსხმელ კაცს ბრალდება წაუყენეს. თავდასხმა მელბურნის სინაგოგაზე პარასკევს განხორციელდა, როდესაც შენობაში 20-მდე ადამიანი იმყოფებოდა. 34 წლის კაცმა სინაგოგის კარს აალებადი ნივ...
1751798258
ახალი ამბებიშსს-მ ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები – 3 კილოგრამამდე „კოკაინი”, 13 000-მდე „ექსტაზის” აბი და ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული კიდევ ერთი საპოლიციო ღონისძიების შედეგად, გვიან ღამით, აჭარის რეგიონში, ქალაქ ბათუმში, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული სა...