თენგიზ შარმანაშვილი ხაზარაძის განცხადებაზე: ეს არ იყო, ქართულ სახელმწიფოს რომ უჩიოდა და მილიარდ დოლარზე გაცილებით მეტს ართმევდა? ეს ზრუნავდა სახელმწიფოზე ოდესმე? - ნუ გვამადლი იმას, რომ კანონით დადგენილი გადასახადები გადაიხადე

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი „ლელო ძლიერი საქართველოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება, გერმანიის ელჩის მიერ ხაზარაძის მეუღლის საკუთრებაში არსებული სახლის ქირავნობასთან დაკავშირებით, რომ საკითხი მოგვარებულია სამართლებრივად დარეგისტრირებულია ხელშეკრულება და გადასახადიც ბიუჯეტში გადახდილია.

შარმანაშვილი მიმართავს ხაზარაძეს, რომ სწორედ ის იყო, ვინც სახელმწიფოს უჩივლა და მას ფულს ართმევდა, ამიტომ ნუ ამადლის ქვეყანას იმას, რომ კანონით დადგენილი გადასახადი გადაიხადა.

„ეს მართლა გავიდა ყველა ჩარჩოდან. ეს არ იყო, ქართულ სახელმწიფოს რომ უჩიოდა და მილიარდ დოლარზე გაცილებით მეტს ართმევდა საქართველოს? წააგო პარიზის არბიტრაჟი? წააგო. გადახადა დაკისრებული თანხა? გადაიხადა. და ეს ზრუნავდა სახელმწიფოზე ოდესმე? უაზრო ნარატივი, რამდენი შეიტანესო ბიუჯეტში. მილიონები არა, რაც საშემოსავლო იყო, იმდენი. მერე? რას გვამადლი გადასახადების გადახდას, როდესაც ხელისუფლებასთან გარიგებით შავბნელ სქემებში მონაწილეობდი? სასამართლოს განაჩენით თაღლითური სქემების გამოყენება არ დაუდასტურდა? დაუდასტურდა. ეს არ იტყუებოდა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის შეფერხება ხელისუფლების ბრალიაო? მერე რა თქვა ორმა საერთაშორისო არბიტრაჟმა? ტყუისო, ეს თქვა. ჰოდა, ნუ გვამადლი იმას, რომ კანონით დადგენილი გადასახადები გადაიხადე რაღაც დოზით. სხვა რას აკეთებდი, ეს საერთაშორისო არბიტრაჟმა და ქართულმა სასამართლომაც დაადგინა. ჯერ ეს არის საკმარისი. სვავი მაინც არ ვყოფილვარ არასდროს”,- წერს შარმანაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1754317317

ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დასკვნა მიიღო

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელმა პა...

 საგამოძიებო კომისია

1754317191

ახალი ამბები

ჯანდაცვის სამინისტრო: ჩანაცვლებითი მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში ჩასართავად რეგისტრაცია დაიწყო

ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში ჩასართავად რეგისტრაცია დაიწყო - ბენეფიციარებმა პროცედურა 4 აგვისტოდან 11 აგვისტოს ჩათვლით უნდა გაიარონ. ჯანდაცვის მინისტრის მიხ...

ჯანდაცვის სამინისტრო

1754315474

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო საზოგადოებას მაღალი ტემპერატურის შესახებ აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო საზოგადოებას მაღალი ტემპერატურის შესახებ აფრთხილებს. „9 აგვისტომდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი ტემპერატურა, აღმოსავლეთში - ზოგან 38, 40 გრადუსამდე. მოსალოდნელი მაღა...

იტალია

1754313656

საზოგადოება

„მთავარი არხის“ ოფისში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

„მთავარი არხის“ ოფისში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. პროცესი, სავარაუდოდ, უკავშირდება ტელეკომპანიის დირექტორის გიორგი ქურდაძის მოთხოვნით დაწყებულ გამოძიებას. გამოძიება რამდენიმე მუხლით მიმდინა...

მთავარი

1754313212

ახალი ამბები

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 4 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7029 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7050 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...

ლარის კურსი