ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითმა“ ჩამოანგრია ევროკავშირი აგენტ-პოლიტიკოსთა ხელით, შემდეგ გამოკითხვა ჩაატარა, ხალხის უკმაყოფილება გაზომა და თავადვე, საკუთარ დანგრეულზე გვიყვება, თუ როგორი ცუდია ეს ყველაფერი
„პირველ რიგში, ამ წერილის ავტორმაც და მკითხველებმაც კიდევ ერთხელ უნდა დავუდასტუროთ ერთმანეთს მარტივი ჭეშმარიტება, რომ ევროკავშირში, „დიპ სთეითის“, იგივე არაფორმალური ოლიგარქიული ოჯახების მიერ ტოტალურად გაკონტროლებული მედიისა და კვლევითი ორგანიზაციების პირობებში შემთხვევით არაფერი ხდება. არც ახალ და არც Ipsos - ის ბოლო კვლევაში შემთხვევითი არც ერთი გრაფა და არც ერთი რიცხვი არ არის. ყველა გამოქვეყნებული მონაცემის უკან „დიფ სთეითის“ ინტერესი დგას“, - წერს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მორიგ წერილში.
მისი განცხადებით, ბოლო პერიოდში, ოლიგარქიული მმართველობა მის მონურ მორჩილებაში მყოფი ევროპული პოლიტიკური კლასის დისკრედიტაციას აქტიურად ეწევა და ყველა შესაძლო მეთოდით ცდილობს დაამტკიცოს ევროპული პოლიტიკის უუნარობა, მათ შორის - საზოგადოებრივი აზრის კვლევებითაც.
„ფაქტია, რომ ოლიგარქიული მმართველობა ბოლო პერიოდში აქტიურად ეწევა მისივე მონურ მორჩილებაში მყოფი ევროპული პოლიტიკური კლასის დისკრედიტაციას. „დიფ სთეითი“ ევრობიუროკრატიის და ზოგადად, ევროპაში პოლიტიკის უუნარობის დამტკიცებას ყველა შესაძლო მეთოდით ცდილობს, იქნება ეს კვლევები, აშშ-ს ლიდერების მხრიდან დამამცირებელი განცხადებები, უშუალოდ ევროპელი პოლიტიკოსების არააადეკვატური, შეუსაბამო და დამაზიანებელი ნაბიჯები თუ კრიზისების წინა პლანზე წამოწევა ცალკეულ ქვეყნებში...“, - აღნიშნავს შათირიშვილი.
მისივე თქმით, სახეზეა პარადოქსალური მოცემულობა, როდესაც ოლიგარქიული მმართველობის დავალებით აგენტურული ბიუროკრატია სრულად ანგრევდა ევროკავშირს, დღეს საკუთარ დანგრეულზე, კვლევის შედეგების საფუძველზე გვიყვება, თუ როგორი ცუდია ეს ყველაფერი.
„შესაბამისად, გვაქვს ერთი შეხედვით პარადოქსალური მოცემულობა - როდესაც წლების მანძილზე სწორედ არაფორმალური ოლიგარქიული ოჯახების დავალებით, აგენტურული პოლიტიკური ბიუროკრატია სრულად ანგრევდა ევროკავშირს, მისი სტაბილურობისა და უსაფრთხოების არქიტექტურას, დღეს ტოტალურად გაკონტროლებული მედიით და მათი შეკვეთით დაწერილი კვლევებით გვეუბნებიან, რომ თურმე ხალხი უკმაყოფილოა, თურმე პოლიტიკურმა კლასმა ვერ გაამართლა და არსებული სისტემა ვერ უზრუნველყოფს საზოგადოებრივი საჭიროებების უზრუნველყოფას. კიდევ უფრო რომ გავამარტივოთ - „დიფ სთეითმა“ ჩამოანგრია ევროკავშირი აგენტ-პოლიტიკოსთა ხელით, შემდეგ გამოკითხვა ჩაატარა, ხალხის უკმაყოფილება გაზომა და თავადვე, საკუთარ დანგრეულზე გვიყვება, თუ როგორი ცუდია ეს ყველაფერი,“ - წერს ზაზა შათირიშვილი.
1769496387
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 5 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორისა და გლდანი - ნაძალადევის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზა...
1769495979
ახალი ამბებიაჭარის პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი იძულებისა და ძალადობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი იძულების, ძალადობისა და დოკუმენტის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების ბრალდებით...
1769494248
ახალი ამბებისურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქუთაისში ცხოველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველთა სასაკლაოებზე სახელმწიფო კონტროლს უწყვეტად ახორციელებს. სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ქუთაისში, შავგულიძის ქუჩაზე ა...
1769492241
ახალი ამბებირატი იონათამიშვილი: საზოგადოება ხედავს, რომ საქართველოს ხელისუფლება ინტენსიურად მუშაობს იმისთვის, რომ ფასებმა დაიწიოს
საზოგადოება ხედავს, რომ საქართველოს ხელისუფლება ინტენსიურად მუშაობს იმისთვის, რომ ფასებმა დაიწიოს და გახდეს ხელმისაწვდომი ჩვენი მოსახლეობისთვის, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა რატი იონათამიშვი...
1769490738
ახალი ამბებისაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, წირვა ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინება. წმინდა ნინო წარმოშობით კაბადოკიის ქალაქ კოლასედან იყო....































