აჭარის პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი იძულებისა და ძალადობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი იძულების, ძალადობისა და დოკუმენტის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: 2006 წელს დაბადებული ი.ბ., 2004 წელს დაბადებული ს.პ. და წარსულში ნასამართლევი 2002 წელს დაბადებული ქ.გ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ბათუმში, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს 2007 წელს დაბადებულ ა.ა. -ს ჯგუფურად, მოტყუებით, მისი ნების საწინააღმდეგოდ ჩამოართვეს მობილური ტელეფონი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. დაკავებულები დაზარალებულს, ცემითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ერთ-ერთ ბანკში მათ სასარგებლოდ ანგარიშის გახსნას აიძულებდნენ, ამასთან, უზღუდავდნენ საცხოვრებლის დამოუკიდებლად დატოვების შესაძლებლობას.
სამართალდამცველებმა, შესაძლო დანაშაულის თაობაზე ინფორმაციის მიღებისთანავე, შესაბამისი კომპლექსური ღონისძიებები ჩაატარეს და სამივე პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 126-ე და 363-ე მუხლებით მიმდინარეობს.
1769496387
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 5 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორისა და გლდანი - ნაძალადევის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზა...
1769494248
ახალი ამბებისურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქუთაისში ცხოველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველთა სასაკლაოებზე სახელმწიფო კონტროლს უწყვეტად ახორციელებს. სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ქუთაისში, შავგულიძის ქუჩაზე ა...
1769492241
ახალი ამბებირატი იონათამიშვილი: საზოგადოება ხედავს, რომ საქართველოს ხელისუფლება ინტენსიურად მუშაობს იმისთვის, რომ ფასებმა დაიწიოს
საზოგადოება ხედავს, რომ საქართველოს ხელისუფლება ინტენსიურად მუშაობს იმისთვის, რომ ფასებმა დაიწიოს და გახდეს ხელმისაწვდომი ჩვენი მოსახლეობისთვის, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა რატი იონათამიშვი...
1769490738
ახალი ამბებისაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, წირვა ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინება. წმინდა ნინო წარმოშობით კაბადოკიის ქალაქ კოლასედან იყო....
1769490256
მსოფლიოდონალდ ტრამპი: ირანის მახლობლად დიდი არმადა გვყავს, უფრო დიდი, ვიდრე ვენესუელასთან
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, თეირანი ვაშინგტონთან გარიგებით არის დაინტერესებული. ტრამპმა Axios-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანთან დაკავშირებული სიტუაცია „ცვალებადია“ და აღნიშნა, რ...































