ზურაბ აბაშიძე „ნაცმოძრაობის“ რეჟიმზე: ჩვენ რომ დილით გავდიოდით სახლიდან არ ვიყავით დარწმუნებული, რომ საღამოს დავბრუნდებოდით ოჯახებში

დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2009 წლის 15 ივნისის მშვიდობიანი აქციის დარბევისას ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტები განიხილება, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს, ზურაბ აბაშიძეს უსმენენ.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის კითხვაზე, თუ რა გახდა მოტივაცია ახალგაზრდებისთვის, რომ ისინი გამოხატავდნენ მზაობას საჯარო-სამართლებრივ პროცესში შესულიყვნენ ხელისუფლებასთან ვიდრე ე.წ ზონდერების ანგარიშსწორების მსხვერპლნი ყოფილიყვნენ, ზურაბ აბაშიძემ უპასუხა, რომ, სწორედ ეს იყო მოტივი, რამდენადაც ის ხალხი, ვინც იმჟამად აქციებში მონაწილეობდა, სახლიდან გასვლისას არ იყო დარწმუნებული, იმაში დაბრუნდებოდა თუ არა შინ უვნებელი.

„ჩვენ ვიცავდით თავს და აქვე უნდა აღვნიშნოთ, ჩვენ რომ დილით გავდიოდით სახლიდან და ვიღებდით ამ აქციებში მონაწილეობას სხვადასხვა ფორმით, არ ვიყავით დარწმუნებული, რომ საღამოს დავბრუნდებოდით ჩვენს ოჯახებში.

ცოცხლები, ან შეიძლება ძალიან დაზარალებულები, იმიტომ რომ აქციების პერიოდში მაქსიმალურად ხდებოდა რუსთაველის ქვედა ქუჩებზე დახვედრები არაფორმალური დაჯგუფებების მხრიდან, შესაძლოა პოლიციელებიც იყვნენ, მაგრამ მათი იდენტიფიცირება ვერ ხდებოდა, იმიტომ რომ იყვნენ ნიღბებში და არ ეცვათ პოლიციელის უნიფორმა.

დაუცველობის შეგრძნება იყო, დახვედრები, ადამიანების გატაცება და შემდეგ მათთან სასტიკი ფიზიკური გასწორება. სწორედ, ეს იყო მოტივი, ბატონო ირაკლი მართალს ბრძანებთ“- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1750081171

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადებებზე: როგორი ამორალურებიც არიან თავიანთი ცხოვრების სტილით, ასეთ ამორალურ განცხადებებს აკეთებენ

„როგორი ამორალურებიც არიან თავიანთი ცხოვრების სტილით, ასეთ ამორალურ განცხადებებს აკეთებენ“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.   როგო...

ირაკლი კირცხალია

1750079773

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 16 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7288 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7296 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...

ზოგადი

1750078383

სპორტი

ტატო გრიგალაშვილმა პირველი შეხვედრა მოიგო და მერვედფინალშია

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ძიუდოს 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც ტატო გრიგალაშვილმა გამოსვლა წარმატებით დაიწყო. მსოფლიოს სამ გზის ჩემპიონმა 1/32 ფინალში თურქეთის სახელით მოასპარეზ...

ტატო გრიგალაშვილი

1750076823

ახალი ამბები

გია ვოლსკი: როდესაც „ნაცმოძრაობა“ ლაპარაკობს წარსულზე, როცა სულ ახლახან აქვთ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულები, ეს დაცინვაა, ეს არის საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური დემარში

„ვფიქრობ, რომ განგებაა გადადგმული ეს ნაბიჯი სწორედაც იმიტომ, რომ გაღიზიანება გამოიწვიოს და პრაქტიკულად, ხაზი გადაუსვას იმ მძიმე ისტორიებს, რომელიც, თუნდაც, კომისიის სხდომებზე აქვს მოსმენილი“, - ასე გა...

გია ვოლსკი

1750075400

ახალი ამბები

მერაბ ჭიქაშვილი 2009 წლის 15 ივნისს მის ცემაზე: „ძირს ვგდივარ, ხელები უკან შეკრული მაქვს ბორკილებით... ჩამორბის ახალგაზრდა ბიჭი ნიღაბს იხსნის, მაფურთხებს სახეში და მეუბნება, რომ მიცანი, ბიჭო? გაოცებული ვარ, კიდევ ერთხელ მაფურთხებს

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2009 წლის 15 ივნისის მშვიდობიანი აქციის დარბევისას ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტები განიხილება, ყოფილმა პოლიტპატიმარმა მერაბ ჭიქაშვილმა ის...

მერაბ ჭიქაშვილი