ბოლო ორი წლის მანძილზე თითქმის ნახევარი საქართველო ემიგრაციაში წავიდა… მეორე ნახევარი გზაშია და უკან არც არავინ აპირებს დაბრუნებას - მამა პეტრე
მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი პეტრე კვარაცხელია სოციალურ ქსელში წერს:
"ბოლო ორი წლის მანძილზე თითქმის ნახევარი საქართველო ემიგრაციაში წავიდა… მეორე ნახევარი გზაშია და უკან არც არავინ აპირებს დაბრუნებას.
ერთს ვკითხე, უკანონოდ, უსაბუთოდ საზღვრის გადაკვეთა საშიში არ არის მეთქი?! კი, შეიძლება ციხე და დეპორტი არ ამცდეს, მაგრამ მშიერი ოჯახის ყურება უფრო მძიმე და მტკივნეული არისო…
ამას ისინი ვერ გაიგებენ, ვინც დასაქმებულია, ხელფასს იღებს და თავის გატანა ადვილად შეუძლია…
ემიგრაციაში ყოფნა ჯვარცმის ტოლია… წყდები სამშობლოს, შვილებს, ყველაფერს, რაც შენთვის ძვირფასია…
დღეს ყველა წასვლაზე ფიქრობს…
წამსვლელთა რიგებს, ძალიან ვწუხვარ, მაგრამ სასულიერო პირებიც შეუერთდნენ…
ბევრი ვიცი, ვინც მოხუცს უვლის, სახლს ალაგებს, ეზოს გვის… აქიდან არც ერთია სამარცხვინო, სამარცხვინო ის არის, მღვდელი რომ იძულებული ხდება, გვერდზე გადადოს მისი მთავარი დანიშნულება და კრედიტების, ვალების, სესხების გამო უცხოეთში გადაიხვეწოს…
ერთი სასულიერო პირი მივიდა ეპისკოპოსთან, პურის ფული არ გვაქვსო, მღვდელს უნდა უჭირდესო-იყო პასუხი…
ჰოდა, ასე ორმაგად გირთულდება ცხოვრება!",-წერს, მამა პეტრე.
ასევე წაიკითხე:
🔵დაიღუპა ორი ადამიანი - ტრაილერი და მსუბუქი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
1794592850
საზოგადოებანიკოლოზ სამხარაძე: დასრულდა ვიზიტი ჰანგჯოუში, გვქონდა შესაძლებლობა, გვენახა ინოვაციური მიღწევები, რომლებიც სხვადასხვა კომპანიას აქვს ჩინეთში და ეს ნამდვილად შთამბეჭდავი მიღწევებია
დასრულდა ჩვენი ვიზიტი ჰანგჯოუში. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, გვენახა ინოვაციური მიღწევები, რომლებიც სხვადასხვა კომპანიას აქვს ჩინეთში და ეს ნამდვილად შთამბეჭდავი მიღწევებია, – ამის შესახებ საქართველოს...
1794590530
სპორტისაბა ლაზიშვილი RAF-ის ტურნირზე იურაია ფეიბერს დაუპირისპირდება
Real American Freestyle-მა (RAF) ოფიციალურად დაადასტურა, რომ ქართველი მოჭიდავე საბა ლაზიშვილი 14 ნოემბერს აბუ-დაბიში გასამართ ტურნირზე UFC-ის ყოფილ ვარსკვლავს, იურაია ფეიბერს დაუპირისპირდება. ორგანიზა...
1794588914
საზოგადოებაპატრიარქი: ვევედროთ წმინდა 100 000 ქართველ მოწამეს, გვასწავლონ, ვიყოთ ერთგული მოწმენი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი - ჩვენი ქვეყნის წარსული ადასტურებს, რომ მხოლოდ ამ გზით სიარულმა გადაარჩინა ჩვენი ერი
ძვირფასო ძმებო და დებო, ვევედროთ წმინდა 100 ათას ქართველ მოწამეს, რომ გვასწავლონ, ვიყოთ ერთგული მოწმენი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ 100 ათ...
1794586790
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადებისთვის მხოლოდ დღევანდელ განხილვაზე მისი ლიდერების მიერ დაფიქსირებული პოზიციებიც საკმარისია
„ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადებისთვის მხოლოდ დღევანდელ განხილვაზე მისი ლიდერების მიერ დაფიქსირებული პოზიციებიც საკმარისია“, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშ...
1794584581
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით მეტეხის ხიდზე პარაკლისს დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით მეტეხის ხიდზე პარაკლისს დაესწრო, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკ...


























