რომ ჩაიდინა დანაშაული, განა რისკები არ ჰქონდა გათვლილი? – ჰქონდა, მაგრამ, რაღაცების და ვიღაცების იმედი ჰქონდა - ირაკლი კობახიძე ნიკა გვარამიაზე

სხვათა შორის, გვარამიამაც რომ ჩაიდინა ის დანაშაული, განა რისკები არ ჰქონდა გათვლილი?! ჰქონდა, მაგრამ როცა იმ დანაშაულს ჩადიოდა, რაღაცების და ვიღაცების იმედი ჰქონდა. მათ შორის, თავისი სტატუსის, მაგრამ როცა ადამიანები დაინახავენ, რომ კანონი სათანადოდ სრულდება და პასუხისმგებლობისგან ვერც ერთი სტატუსი ვერ გაათავისუფლებს, მაშინ უკვე გადახედავენ საკუთარ განზრახვებს და მომავალში ასეთ დანაშაულებს აღარ ჩაიდენენ“ – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას განაცხადა.

„ამოგიღებთ 2012 წლიდან მოყოლებული უამრავ ასეთ განცხადებას, იმავე გვარების, იმავე სუბიექტების და ა.შ. თქვენ გახსოვთ, ახალი შეცვლილი იყო ხელისუფლება და როგორ პირდაპირ მიუთითებდნენ, რომ კანონი არ აღსრულებულიყო, თან, ბევრად მაღალ დონეზე, აქ არანაირი მაღალი დონე არ არის, პრინციპში. მახსოვს ბაროზოს განცხადება იყო, მაგალითად. იყო იგივე რიშის და მისი კოლეგა სენატორების, ევროპარლამენტარების და ა.შ. განცხადებები იმასთან დაკავშირებით, თურმე, ხელისუფლებას არც ერთი პოლიტიკოსისთვის ხელი არ უნდა მოეკიდა. 2012 და 2013 წელს ხდებოდა ეს ყველაფერი. ხელი არ მოკიდოთ არავისო, აცხადებდნენ. იმ ხელისუფლების მიერ უამრავი დანაშაული იყო ჩადენილი და პირდაპირ გვიკრძალავდნენ კანონის აღსრულებას, თუმცა ამას არ გავყევით მაშინ და არც დღეს არ გავყვებით. როდესაც დამნაშავეზე გეუბნებიან, რომ არ უნდა დაისაჯოს, ჩვენ ქვეყანა არ ვართ, სახელმწიფო არ ვართ, თუ რა?! ჩვენ არ ვიმსახურებთ სამართლის უზენაესობას, თუ მარტო განვითარებული ქვეყნების ფუფუნებაა სამართლისა და კანონის უზენაესობა?! კანონი ამ ქვეყანაში არ უნდა აღსრულდეს?! 2012 წელსაც ამას ითხოვდნენ, 2013 წელსაც, წელსაც ამას ითხოვენ და შუაშიც ასე იყო, მაგრამ კანონი სადაც არის აღსასრულებელი, ყველგან აღსრულდება, რადგან ეს არის სახელმწიფო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, სახელმწიფოში თუ იციან, რომ კანონი ვერ სრულდება, ბუნებრივია, ეს ძალიან მძიმე ტენდენციის სახეს იღებს.

„სხვათა შორის, გვარამიამაც რომ ჩაიდინა ის დანაშაული, განა რისკები არ ჰქონდა გათვლილი? ჰქონდა, მაგრამ როცა იმ დანაშაულს ჩადიოდა, რაღაცების და ვიღაცების იმედი ჰქონდა. მათ შორის, თავისი სტატუსის, მაგრამ როცა ადამიანები დაინახავენ, რომ კანონი სათანადოდ სრულდება და პასუხისმგებლობისგან ვერც ერთი სტატუსი ვერ გაათავისუფლებს, მაშინ უკვე გადახედავენ საკუთარ განზრახვებს და მომავალში ასეთ დანაშაულებს აღარ ჩაიდენენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე წაიკითხე:

🔵ნიკა გვარამია ჯერ „თავისუფალი“ და „კრიტიკული“ ჟურნალისტი კი არ იყო, იყო გენპროკურორი, რომელიც გამოდიოდა და „იმედის“ დახურვას და რეიდის ჩატარებას ამართლებდა - ნიკა გვარამია

🔵ფრონტის ხაზიდან უფრო მეტი კარგი ამბავია, ვიდრე ცუდი! - ბუკა პეტრიაშვილი

🔵ვინ რამდენი წელი ცოცხლობს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით? - ეს საინტერესოა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794592850

საზოგადოება

ნიკოლოზ სამხარაძე: დასრულდა ვიზიტი ჰანგჯოუში, გვქონდა შესაძლებლობა, გვენახა ინოვაციური მიღწევები, რომლებიც სხვადასხვა კომპანიას აქვს ჩინეთში და ეს ნამდვილად შთამბეჭდავი მიღწევებია

დასრულდა ჩვენი ვიზიტი ჰანგჯოუში. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, გვენახა ინოვაციური მიღწევები, რომლებიც სხვადასხვა კომპანიას აქვს ჩინეთში და ეს ნამდვილად შთამბეჭდავი მიღწევებია, – ამის შესახებ საქართველოს...

ნიკოლოზ სამხარაძე

1794590530

სპორტი

საბა ლაზიშვილი RAF-ის ტურნირზე იურაია ფეიბერს დაუპირისპირდება

Real American Freestyle-მა (RAF) ოფიციალურად დაადასტურა, რომ ქართველი მოჭიდავე საბა ლაზიშვილი 14 ნოემბერს აბუ-დაბიში გასამართ ტურნირზე UFC-ის ყოფილ ვარსკვლავს, იურაია ფეიბერს დაუპირისპირდება. ორგანიზა...

საბა ლაზიშვილ

1794588914

საზოგადოება

პატრიარქი: ვევედროთ წმინდა 100 000 ქართველ მოწამეს, გვასწავლონ, ვიყოთ ერთგული მოწმენი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი - ჩვენი ქვეყნის წარსული ადასტურებს, რომ მხოლოდ ამ გზით სიარულმა გადაარჩინა ჩვენი ერი

ძვირფასო ძმებო და დებო, ვევედროთ წმინდა 100 ათას ქართველ მოწამეს, რომ გვასწავლონ, ვიყოთ ერთგული მოწმენი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ 100 ათ...

პატრიარქი

1794586790

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადებისთვის მხოლოდ დღევანდელ განხილვაზე მისი ლიდერების მიერ დაფიქსირებული პოზიციებიც საკმარისია

„ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადებისთვის მხოლოდ დღევანდელ განხილვაზე მისი ლიდერების მიერ დაფიქსირებული პოზიციებიც საკმარისია“, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშ...

შალვა პაპუაშვილი

1794584581

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით მეტეხის ხიდზე პარაკლისს დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით მეტეხის ხიდზე პარაკლისს დაესწრო, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკ...

მიხეილ ყაველაშვილი