როგორ ხდება პასპორტის განახლება, თუ პირი საზღვარგარეთ იმყოფება?
როგორ ხდება პასპორტის განახლება, თუ პირი საზღვარგარეთ იმყოფება?
საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის განმეორებით აღება, შეუძლია საზღვარგარეთ, ნებისმიერ ქვეყანაში მყოფ პირს. ბიომეტრიული პასპორტი შეიძლება განმეორებით აიღოს საქართველოს მოქალაქემ, რომელსაც ერთხელ მაინც აუღია შესაბამისი ბიომეტრიული დოკუმენტი და ბიომეტრიული პასპორტის, განმეორებითი გაცემის რეგისტრაციისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამინისტროს ბაზაში უკვე არსებული ბიომეტრიული ინფორმაცია, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნება ხელმეორედ, კანონით დადგენილი წესით.
საზღვარგარეთ მყოფ პირს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდის, ონლაინ სერვისის საშუალებით შეუძლია აიღოს ბიომეტრიული პასპორტი, თუ მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი ვადაგასულია, დაზიანებულია, დაკარგულია, ან დოკუმენტში ინფორმაცია შეცდომით არის დატანილი.
პროცედურა შემდეგია: „შევდივართ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე - my.gov.ge და ვირჩევთ ფანჯარას - ბიომეტრიული პასპორტის განმეორებითი გაცემა; შემდეგ ვხსნით + "ახალი განაცხადი" და ვავსებთ განაცხადს პერსონალური ინფორმაციით." განაცხადის რეგისტრაციაზე დათანხმების შემდეგ, ვიდეო ზარით, სკაიპის მეშვეობით, გიკავშირდებათ იუსტიციის სამინისტროს ოპერატორი და მიჰყვებით მის მითითებებს.
გარდა ონლაინ მომსახურებისა, ბიომეტრიული პასპორტის მისაღებად ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ, საქართველოს საკონსულოს მომსახურების სერვისით, თუმცა, ამ შემთხვევაში აუცილებელია, საკონსულოში ვიზიტზე ჩაწერა და განაცხადის გასაკეთებლად საკონსულოში პირადად წარდგენა.
სხვა დეტალური ინფორმაციისთვის, იხილეთ იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდი, ან მიმართეთ საკონსულოს.

ფიქრია წვერავა
იტალია, რომი
1773751916
ახალი ამბებიჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ხვალ, 18 მარტს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, ქალაქ რუსთავში, ნიკოლაძის ქუჩა N3-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს. ინფორმაციას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი...
1773750896
საზოგადოებათამარ მემანიშვილი: აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ საბაკალავრო და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები შეუზღუდავი რაოდენობით აირჩიონ
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თამარ მემანიშვილმა, „იმედის დღის“ ეთერში 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების წესში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი გან...
1773750477
ახალი ამბებიკლინიკის დირექტორი პატრიარქზე: მდგომარეობა კვლავ მძიმედ რჩება, მაჩვენებლები საკმაოდ საყურადღებოა
„კავკასიის მედიცინის ცენტრის“ დირექტორის სოფიო ასპანიძის განცხადებით, პატრიარქის მდგომარეობა კვლავ მძიმედ რჩება. როგორც მან განმარტა, შეკრებილია კონსილიუმი, რომელშიც ქვეყნის წამყვანი რეანიმატოლოგები შ...
1773749424
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრებს - როდესაც მნიშვნელოვანი საკითხებია გადასაწყვეტი რატომ დგებით უცხოელების მხარეს და არა თქვენი ქვეყნის მხარეს?
„როდესაც მნიშვნელოვანი საკითხებია გადასაწყვეტი რატომ დგებით უცხოელების მხარეს და არა თქვენი ქვეყნის მხარეს?“,- ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ფრაქცია „საქართველოსთვის“ თავმჯდომ...
1773748656
საზოგადოებასაქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ალი ქაან ორბაისთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ალი ქაან ორბაისთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მიხეილ ყაველაშვილმა...



























