12 ემიგრანტი სიცივისაგან დაიღუპა თურქეთ-საბერძნეთის საზღვართან
თურქეთ-საბერძნეთის საზღვართან ახლოს სიცივისაგან გარდაცვლილი 12 ემიგრანტი იპოვეს.
მომხდარში თურქეთი და საბერძნეთის ხელისუფლება ერთმანეთს ადანაშაულებენ.
საბერძნეთის იმიგრაციისა და თავშესაფრის მინისტრი ნოტის მიტარაკისი უარყოფს ანკარას ბრალდებას, რომ საბერძნეთი პასუხისმგებელია თორმეტი მიგრანტის სიკვდილზე, რომლებიც თურქეთ-საბერძნეთის საზღვართან ახლოს, ფეხსაცმლის გარეშე სიცივისგან გაყინულები ნახეს.
მისი განცხადებით, თურქეთში, იფსალას საზღვართან ახლოს 12 ემიგრანტის გარდაცვალება, უმძიმესი ტრაგედიაა და აქვე ცრუ პროპაგანდას უწოდებს თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, სულეიმან სოილუმის განცხადებას, რომელიც მომხდარზე პასუხისმგებლობას საბერძნეთს აკისრებს.
თურქული მხარის ინფორმაციით, სიცივისაგან გარდაცვლილი 12 ემიგრანტი არის იმ 22 კაციანი ჯგუფის წევრები რომლებიც, საბერძნეთიდან ბერძენმა მესაზღვრეებმა უკან ფეხშიშველი გააბრუნეს, რადგან ჩამოართვეს მათ ტანსაცმელი და ფეხსაცმელებიც.
ბერძნული მხარე თავის მხრივ უარყოფს ბრალდებას და აცხადებს, რომ კონკრეტულ ემიგრანტებს საზღვარი არასოდეს გადაუკვეთიათ.
მათი განცხადებით, უსაფუძვლო ბრალდებების ნაცვლად, თურქეთმა უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულებები და უნდა იზრუნოს, რომ მაქსიმალურად თავიდან იქნეს არიდებული მსგავსი საშიში მოგზაურობები.
ასევე საინტერესოა
🔴საბერძნეთში, 19 წლის ბიჭის მკვლელობისთვის 23 წლის ალბანელი დააკავეს
🔴ათენის უნივერსიტეტი უკვე მეხუთედ მსოფლიოს 100 საუკეთესო უნივერსიტეტის სიაში მოხვდა
🔴პოლიცია არასრულწლოვნის გაუპატიურებაში ბრალდებული მღვდლის ვინაობას ასაჯაროებს
1791749091
ახალი ამბებიზაზა გვიმრაძე „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დროს ციხეებში არსებულ მდგომარეობაზე: პატიმრები მიჰყავდათ, რომ დაესაჯათ, მორგში მიცვალებულზე ზემოდან აწვენდნენ, აბამდნენ და აჩერებდნენ რამდენიმე ხანი
„ისეთი პატიმრები მიჰყავდათ, რომ დაესაჯათ და მორგში პატიმარს მიცვალებულზე ზემოდან აწვენდნენ, აბამდნენ და აჩერებდნენ რამდენიმე ხანი“, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ყოფილმა პოლიტპატიმარმა ზაზა გ...
1791747453
ახალი ამბებიყოფილი პოლიტპატიმარი „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდის ციხეზე: არ მეგულება ადამიანი, რომელსაც რაღაც ერთი საშინელება მაინც არ აქვს ნანახი. მე პირადად ნანახი მაქვს ერთი ადამიანის მკვლელობა, ერთი ადამიანის დაინვალიდება და უამრავი კატაფალკა
„კაცი არ იყო, რომელიც იქ შესული იყო და ნაცემი ან რაღაცნაირად დამცირებული არ იყო, არ მეგულება ადამიანი, რომელსაც რაღაც ერთი საშინელება მაინც არ აქვს ნანახი. მე პირადად ნანახი მაქვს ერთი ადამიანის მკვლე...
1791745559
მსოფლიოთურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 11 ადამიანი ემსხვერპლა - არიან დაშავებულები
„თურქეთის დასავლეთით, მანისას პროვინციაში, ავტომაგისტრალზე, ტურისტული ავტობუსი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 27 დაშავდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი...
1791741431
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი 4 ოქტომბრის დამხობის მცდელობაზე: ყველას ეჩქარებოდა საქართველოში ისეთი ხელისუფლების მოყვანა, რომელიც ამ გლობალური ომის პირობებში საქართველოს რუსეთთან კონფრონტაციის ახალ, ცხელ კერას გააჩენდა
„ეს იყო ერთი დიდი სცენარს ერთი ეპიზოდი. ეს არ არის ლოკალურად განსახილველი“, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქა...
1791739720
ახალი ამბებიავარია კახეთის გზატკეცილზე - დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის არასრულწლოვნები
კახეთის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის არასრულწლოვნები. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკაში გადაიყვანეს. არსებულ...




























