საბერძნეთში, 19 წლის ბიჭის მკვლელობისთვის 23 წლის ალბანელი დააკავეს
საბერძნეთის პოლიციამ 19 წლის ბიჭის მკვლელობაში მონაწილეობის ბრალდებით, 23 წლის ალბანელი კაცი დააკავა.
გუშინ თესალონიკში საფეხბურთო გუნდების გულშემატკივართა შორის დაპირისპირებას ახალგაზრდა ბიჭი შეეწირა.
გავრცელებული ინფორმაციით 19 წლის, გარდაცვლილი ახალგაზრდა, ორშაბათს გვიან ღამით 5 მეგობართან ერთად ქუჩაში სეირნობდა, როდესაც მათ 2 მანქანიდან გადმოსული ახალგაზრდა კაცების დაახლოებით 10 კაციანი ჯგუფი დაესხა თავს.
თვითმხილველების ინფორმაციით, თავდასხმას წინ უძღოდა, მანქანიდან გადმოსული თავდამსხმელების მიერ დასმული კითხვა, თუ რომელი გუნდის გულშემატკივრები იყვნენ.
ინციდენტის შედეგად სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო და გარდაიცვალა 19 წლის ახალგაზრდა და დაშავდა მისი ორი მეგობარი, რომლებიც სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გუშინ საბერძნეთის პოლიციამ, 19 წლის ალკის მკვლელობაში მონაწილეობის ბრალდებით ალბანეთის მოქალაქე დააკავა, რომლის სახეც შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ, სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერებში დაფიქსირდა. 23 წლის ალბანელი ამოიცნო გარდაცვლილის მეგობარმაც.
ვიდეოკადრებიდან ამოღებულ ჩანაწერებში ნათლად ჩანს, რომ ალბანელს საკმაოდ დიდი ზომის დანა ეჭირა ხელში.
როგორც ცნობილია პოლიციამ, მკვლელობაში მონაწილე კიდევ ორი პირის ვინაობა დაადგინა.
23 წლის კაცი, აღიარებს რომ შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, მაგრამ მის მიერ წაყენებულ ბრალდებას უარყოფს. თუმცა, სრულიად საპირისპიროს ამტკიცებს მისი წარსული. პოლიციის ინფორმაციით, აღნიშნული პიროვნება გამოირჩევა განსაკუთრებული აგრესიით და ის 2019 წელს ნასამართლევია, იგივე მიზეზით ჩადენილი ფიზიკური ანგარიშსწორების გამო. 
პოლიცია გამოძიებას აგრძელებს, მკვლელობის საქმეში მონაწილე სხვა პირების პასუხისმგებლობაში მისაცემად.
ამავე დროს, ყვავილებით, სანთლებით, საყვარელი გუნდის მაისურებით და შარფებით, გაავსეს, ნაცნობმა და უცნობმა ადამიანებმა, ის ადგილას სადაც ტრაგიკული შემთხვევა მოხდა და უსამართლოდ გამოასალმეს სიცოცხლეა 19 წლის ახალგაზრდა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ იმ გუნდის (ΑΡΗΣ) წარმომადგენლებიც, რომლის გულშემატკივრობასც შეეწირა 19 წლის ალკის. გუნდის წევრებმა პატივისცემის ნიშნად შემთხვევის ადგილზე დატოვეს, გუნდის მაისური გარდაცვლილის, სახელით და ასაკით.

ასევე საინტერესოა
🔴ათენის უნივერსიტეტი უკვე მეხუთედ მსოფლიოს 100 საუკეთესო უნივერსიტეტის სიაში მოხვდა
🔴პოლიცია არასრულწლოვნის გაუპატიურებაში ბრალდებული მღვდლის ვინაობას ასაჯაროებს
1791749091
ახალი ამბებიზაზა გვიმრაძე „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დროს ციხეებში არსებულ მდგომარეობაზე: პატიმრები მიჰყავდათ, რომ დაესაჯათ, მორგში მიცვალებულზე ზემოდან აწვენდნენ, აბამდნენ და აჩერებდნენ რამდენიმე ხანი
„ისეთი პატიმრები მიჰყავდათ, რომ დაესაჯათ და მორგში პატიმარს მიცვალებულზე ზემოდან აწვენდნენ, აბამდნენ და აჩერებდნენ რამდენიმე ხანი“, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ყოფილმა პოლიტპატიმარმა ზაზა გ...
1791747453
ახალი ამბებიყოფილი პოლიტპატიმარი „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდის ციხეზე: არ მეგულება ადამიანი, რომელსაც რაღაც ერთი საშინელება მაინც არ აქვს ნანახი. მე პირადად ნანახი მაქვს ერთი ადამიანის მკვლელობა, ერთი ადამიანის დაინვალიდება და უამრავი კატაფალკა
„კაცი არ იყო, რომელიც იქ შესული იყო და ნაცემი ან რაღაცნაირად დამცირებული არ იყო, არ მეგულება ადამიანი, რომელსაც რაღაც ერთი საშინელება მაინც არ აქვს ნანახი. მე პირადად ნანახი მაქვს ერთი ადამიანის მკვლე...
1791745559
მსოფლიოთურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 11 ადამიანი ემსხვერპლა - არიან დაშავებულები
„თურქეთის დასავლეთით, მანისას პროვინციაში, ავტომაგისტრალზე, ტურისტული ავტობუსი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 27 დაშავდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი...
1791741431
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი 4 ოქტომბრის დამხობის მცდელობაზე: ყველას ეჩქარებოდა საქართველოში ისეთი ხელისუფლების მოყვანა, რომელიც ამ გლობალური ომის პირობებში საქართველოს რუსეთთან კონფრონტაციის ახალ, ცხელ კერას გააჩენდა
„ეს იყო ერთი დიდი სცენარს ერთი ეპიზოდი. ეს არ არის ლოკალურად განსახილველი“, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქა...
1791739720
ახალი ამბებიავარია კახეთის გზატკეცილზე - დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის არასრულწლოვნები
კახეთის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის არასრულწლოვნები. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკაში გადაიყვანეს. არსებულ...




























