ხვალ საბერძნეთში ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს და ხარებას ზეიმობენ
25 მარტი განსაკუთრებული თარიღია ბერძნულ კალენდარში, რადგან ის აერთიანებს ერთდროულად ორ დიდ დღესასწაულს - ხარებას და დამოუკიდებლობის დღეს.
ამ ორ დღესასწაულს - დამოუკიდებლობის დღეს და ხარებას - ერთმანეთთან უფრო მჭიდრო კავშირი აქვს, ვიდრე ეს ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. სიმბოლურია, რომ ეს თარიღი ბერძნებისთვის ერთ-ერთ მთავარ ეროვნულ დღესასწაულად იქცა.
1821 წელს, 25 მარტს, საბერძნეთის ქალაქ პატრას მიტროპოლიტმა გერმანოსმა, ოსმალეთის უღლის წინააღმდეგ ეროვნული აჯანყების ბერძნული დროშა აკურთხა.
მას შემდეგ, საბერძნეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადებამდე, 11 წლიანი სისხლიანი ბრძოლა მიმდინარეობდა.
1838 წლის 15 მარტს, საბერძნეთის მეფე ოტონის (Όθων) გადაწყვეტილებით, 25 მარტი საბერძნეთის ეროვნული დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის დაწყების დღედ გამოცხადდა.
საბერძნეთის დამოუკიდებლობის დროშა, რომელიც მიტროპოლიტ გერმანოსმა აკურთხა, იყო თეთრი ქსოვილი, შუაში ლურჯი ჯვრით. ის მალე, საბერძნეთის ოფიციალური დროშად მიიღეს და დღემდე გამოიყენება საბერძნეთის საზღვაო ძალების მიერ.
რაც შეეხება ქვეყნის დანარჩენ სტრუქტურებს, რამდენიმე ათეული წლის წინ ისინი გადავიდნენ ბერძნული დროშის ჩვენთვის კარგად ცნობილ ვერსიაზე, რომელსაც ცხრა ცისფერი და თეთრი ზოლები დაჰყვება, მარცხენა ზედა კუთხეში კი თეთრი ჯვარია გამოსახული.

დღესდღეობით, ხარების და დამოუკიდებლობის დღე საბერძნეთში ძალიან ფართოდ აღინიშნება. მთელი ქვეყნის მასშტაბით აღლუმები იმართება, რომელშიც ყველა სკოლის მოსწავლეები იღებენ მონაწილეობას. სკოლის მოსწავლეები დგამენ ასევე სპექტაკლებს ბერძნულ-თურქულ თემაზე და ასრულებენ პატრიოტულ სიმღერებს.

ამ დღეს ბერძნები ტრადიციულად ვირთევზას და "სკორდალიას" ამზადებენ (ნივრის და კარტოფილის პიურე).

ასევე საინტერესოა
🔷საბერძნეთში, ხორცის, ბოსტნეულის და პურის ფასი სავარაუდოდ კიდევ უფრო გაიზრდება
🔷საბერძნეთში, ძიძის ვაკანსიაზე გასაუბრებაზე მისული 18 წლის გოგო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა
1793624012
ახალი ამბებისადგურის მოედანზე, გადასასვლელ ხიდზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
სადგურის მოედანზე ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლი გადასასვლელ ხიდზე, ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა. ხანძრის გამ...
1793623405
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: სააკაშვილი არის შემქმნელი იმ რეჟიმის, სადაც ყოველდღიურობას წარმოადგენდა ადამიანთა წამება, ახალგაზრდების ქუჩაში ხოცვა და ბიზნესის ტოტალური რეკეტი
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის შეფასებით, სააკაშვილის მმართველობა დაკავშირებული იყო სისტემურ ძალადობასთან, ადამიანთა წამებასთან, ტელევიზიების მიტაცებასა და...
1793622877
საზოგადოებაკახა კალაძე: ჩვენთვის მთავარი არ არის, ნაგავსაყრელი რუკაზე რომელ კონკრეტულ წერილში იქნება - ჩვენთვის მთავარია, ადამიანებს აღარ უწევდეთ იმ პრობლემებთან ცხოვრება, რომლებიც დღეს აწუხებთ
ლილოს ნაგავსაყრელის მოწესრიგების, არსებული პრობლემების მოგვარებისა და გარემოს გაუმჯობესების მიზნით, მიმდინარეობს ორი მნიშვნელოვანი შესყიდვის პროცედურა, რომლებიც ითვალისწინებს გაზშემკრები სისტემის მოწყ...
1793620541
ახალი ამბები🎥 სადგურის მოედანზე ხანძარია
სადგურის მოედანზე ხანძარია. საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ ცეცხლი გადასასვლელ ხიდზე, ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა. ადგილზე მეხანძრე-მაშველები იმყოფებიან და მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება...
1793620384
საზოგადოება„საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად გეკა გელაძე დაინიშნა
სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად გეკა გელაძე დაინიშნა. სამეთვალყურეო საბჭო კორპორაციის წესდების თანახმად 3 წევრისგან შედგება. ის ახორციელებს კონტროლს კორპორა...


























