საბერძნეთში, ხორცის, ბოსტნეულის და პურის ფასი სავარაუდოდ კიდევ უფრო გაიზრდება

აუცილებელ და ყველაზე მოხმარებად პროდუქტებზე ფასების ზრდის გამო, სააღდგომო სუფრის მომზადება საბერძნეთის მოსახლეობას, კიდევ უფრო ძვირი დაუჯდება. 

უკრაინის ომის შედეგად გამოწვეული კრიზისის გამო, ხორცის, ბოსტნეულის,  ტკბილეულის და პურპროდუქტების ფასები სავარაუდოდ, კიდევ უფრო მოიმატებს. 

როგორც ცნობილია, ფრინველისა და ღორის ხორცის ფასმა 10-20% -ით მოიმატა. გაიზარდა ცხვრის ხორცის ფასიც, თუ იანვარში ერთი კილოგრამი დაახლოებით, 8 ევრო ღირდა, ახლა  მისმა ფასმა 10  ევროს გადააჭარბა. 

ამავდროულად 15%-ით გაიზარდა ცომეულისა და საკონდიტრო ნაწარმის ფასიც.   

თვალსაჩინოებისთვის გადახედეთ, ტელეკომპანია MEGA- ს რეპორტაჟის მიხედვით, პურის ფასებს საბერძნეთის ტერიტორიებზე.

ოლიმპია - 2,60 € (გასულ შაბათს 1,80 ევრო ღირდა)

მილა - 2,50 ევრო

სერეს - 2,40 ევრო (იყო - 1,80 )

პირგოს ილიას - 2,40 ევრო

ნავპაქტოს - 2.40 ევრო ( ღირდა 2 ევრო)

ამფილოხია - 2.40 ევრო

პატრა - 2 ევრო  

გაზრდილი ფასები პირველადი მოხმარების პროდუქტზე :

სპაგეტის ფასი -  0,94-დან 1,04 ევრომდე გაიზარდა, ბერძნული ყავის (96გრ) 1,60-დან - 1,68 ევრომდე, მზესუმზირის ზეთი (1 ლიტრი)  3,58-დან 3,76 ევრომდე ღირს. დაჭრილი ტოსტის ყველის ფასმა  2,72-დან - 2,78 ევრომდე მოიმატა. ექვსი კვერცხი 2.09-დან  - 2.29 ევრომდე  ღირს. ერთი კილოგრამი ქათამის ხორცის ღირებულება 3,23-დან 3,43 ევრომდე გახდა. 500 მლ. ჭურჭლის სარეცხი სითხის ფასი  -  1,30-დან 1,46 ევრომდე გაიზარდა. 

 

 

ასევე საინტერესოა

🔷საბერძნეთში, ძიძის ვაკანსიაზე გასაუბრებაზე მისული 18 წლის გოგო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა

🔷საბერძნეთში, 15 აპრილიდან 60 წელს გადაცილებულ არავაქცინირებულთათვის 100 ევროს ოდენობის ჯარიმა უქმდება

🔷საბერძნეთში, ციხის საკანში გარდაცვლილი იპოვეს 33 წლის კაცი, რომელმაც პარტნიორი ქალის, 7 წლის შვილი მოკლა და მის სხეულს 5 წელი აივანზე მალავდა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793625582

ახალი ამბები

№8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორად ნოდარ ქინქლაძე დაინიშნა

სპეციალური პენიტენციური სამსახური დღეს განხორციელებული საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „კერძოდ, №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა დაკავებული თანამდებობიდან გა...

პენიტენციური სამსახური

1793625126

მსოფლიო

კიევში დენის გათიშვის გამო ელექტროტრანსპორტი გაჩერდა

კიევში ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხებების გამო ნაწილობრივ გაჩერდა ელექტროტრანსპორტი. ამის შესახებ „რბკ უკრაინა“ იუწყება. „ელექტროენერგიის არარსებობის გამო ტრამვაის ბროშაგოვის ხაზი არ ფუნქციონირებს...

კიევში დენის გათიშვა

1793625095

საზოგადოება

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 2 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5973 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5992 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...

ლარის კურსი, ვალუტა

1793624012

ახალი ამბები

სადგურის მოედანზე, გადასასვლელ ხიდზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

სადგურის მოედანზე ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლი გადასასვლელ ხიდზე, ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა. ხანძრის გამ...

სადგურის მოედან

1793623405

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: სააკაშვილი არის შემქმნელი იმ რეჟიმის, სადაც ყოველდღიურობას წარმოადგენდა ადამიანთა წამება, ახალგაზრდების ქუჩაში ხოცვა და ბიზნესის ტოტალური რეკეტი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის შეფასებით, სააკაშვილის მმართველობა დაკავშირებული იყო სისტემურ ძალადობასთან, ადამიანთა წამებასთან, ტელევიზიების მიტაცებასა და...

ლევან მაჭავარიანი