"კოშმარული ღამე კრეტაზე" - ძლიერი ხანძრის გამო ექვსი დასახლებული პუნქტი ევაკუირებულია

ბერძნული მედიის ცნობით, სტიქია მძვინვარებს კრეტაზე - ხანძრის გამო ექვსი დასახლებული პუნქტი ევაკუირებულია.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ამ დრომდე ხანძარი ჯერჯერობით ლოკალიზებული არ არის, რომელიც პარასკევს შუადღისას გაჩნდა რეთიმნოში.
ხანძრის შედეგად, განადგურებულია ათასობით ჰექტარი ტყე, ზეთისხილის ბაღები, ასევე ცხვრის ფარა და ფუტკრის სკები.
სტიქიის ადგილის სიახლოვეს მყოფი ექვსი დასახლების მცხოვრებლები იძულებულები გახდნენ დაეტოვებინათ საცხოვრებელი ადგილები.
კრეტას სახანძრო სამსახურის რეგიონალური მეთაურის განცხადებით, შაბათს დილით მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესებულია, თუმცა ხანძრის ქრობის სამუშაოებს ძლიერი სიცხე და ქარი უშლის ხელს.
"სახლებს და ადამიანებს საფრთხე არ ემუქრება, ხანძრის ქრობის სამუშაოებში მონაწილეობს 100 მეხანძრე 30 მანქანა, და ასევე ხუთი ვერტმფრენი", - განაცხადა კრეტას სახანძრო სამსახურის რეგიონალური მეთაურმა.
"სიტუაციის კრიტიკულობის გამო, გუშინ, აგია გალინის დასავლეთით მდებარე დასახლებები მელამპესის, სახტურიონის, კრია ვრისისა და აგიოს გეორგიოსის ევაკუაციის შესახებ ბრძანება გაიცა.
მანამდე შუადღისას მოხდა სოფელ ორნეს ნაწილობრივი ევაკუაცია, საიდანაც 13 ადამიანი, ძირითადად, მოხუცები იქნა ევაკუირებული.
აგიოს ვასილიუს მუნიციპალიტეტში სპილიო-აგია გალინის გზა, რომელიც გუშინ ხანძრის გამო ჩაკეტილი იყო, დღეს გაიხსნა", - წერს ბერძნული მედია.
ასევე დაგაინტერესებთ:
* სპეცოპერაცია სოსო გოგაშვილის სახლში - სამართალდამცველებმა სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავეს
1752782862
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი ევროკავშირის წერილზე: ევროკავშირმა დაარღვია საერთაშორისო სამართალი და დაარღვია საქართველოსთან დადებული საერთაშორისო ხელშეკრულება, რაც სირცხვილია
ამ წერილიდან გავიგეთ ორი რამ: გავიგეთ რომ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტისთვის ვიზის აუცილებლობის შემოღება იყო 2010 წლის ხელშეკრულების დარღვევა ევროკავშირის მხრიდან და ფაქტია, რომ ევროკავშირმა...
1752782134
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: წარმოგიდგენიათ მაკა ბოჭორიშვილი რომ ჩავიდეს ესტონეთში და ოპოზიციის აქციაში მიიღოს მონაწილეობა?! იტყვიან, რომ ევროპული ღირებულებები ამას ეწინააღმდეგება. თვითონ რომ ამას აკეთებენ, ეს რატომაც ჩვეულებრივი მომენტია
წარმოგიდგენიათ მაკა ბოჭორიშვილი რომ ჩავიდეს ესტონეთში და იქაური ოპოზიციის აქციაში მიიღოს მონაწილეობა?! იტყვიან, რომ ევროპული ღირებულებები ამას ეწინააღმდეგება. თვითონ რომ ამას აკეთებენ, ეს რატომაც ჩვეუ...
1752782104
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ბრიუსელის წერილი შეეხება უვიზო მიმოსვლის ანგარიშებს, რომელიც ყოველ წელს დგება დეკემბერში. აგვისტო წერილში არ არის ნახსენები, ზეპირად არის ნათქვამი, მაგრამ ფაქტია, რომ აწყობილია საარჩევნო კალენდარზე
ბრიუსელის წერილი შეეხება უვიზო მიმოსვლის ანგარიშებს, რომელიც ყოველ წელს დგება და ეს ხდება წესით დეკემბერში. ეს აგვისტო წერილში არ არის ნახსენები და ზეპირად არის ნათქვამი, მაგრამ ფაქტია, რომ ეს აწყობილ...
1752782050
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: რობერ შუმანი ალბათ საფლავში ტრიალებს, როდესაც ხედავს რა ემართება ევროკავშირს ბრიუსელის დღევანდელი პოლიტიკური ელიტის ხელში. სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ ბრიუსელის სვლას საბჭოთა კავშირისკენ
სრულად ეწერება იმ პოლიტიკაში, რომელსაც ახალი ადმინისტრაცია აწარმოებს. ჩვენ სახელმწიფო მდივნისგან მოვისმინეთ კიდევაც განმარტება, რომ განსხვავებით წინა ადმინისტრაციისგან, ისინი აღიარებენ, რომ ყველა ქვეყ...
1752779680
მსოფლიოThe Wall Street Journal: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი შეზღუდვებს აწესებს სხვა ქვეყნების არჩევნებთან დაკავშირებით საჯარო შეფასებებზე
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აწესებს შეზღუდვებს უცხოურ არჩევნებთან დაკავშირებით საჯარო შეფასებებზე, რითიც ის უარს ამბობს წლების განმავლობაში გამოყენებულ პრაქტიკაზე, რომელიც დემოკრატიული სტანდარტების...