"ეს არის დასაწყისი - არ მამოძრავებს შურისძიება, ვითხოვ სამართლიანობის აღდგენას" - მალხაზ მაჩალიკაშვილი გოგაშვილის დაკავებაზე
ზაზა კუპრავა სოციალურ ქსელში თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ (ვახა) მაჩალიკაშვილის განცხადებას ავრცელებს, სუსის ყოფილ მაღალჩინოსან სოსო გოგაშვილის დაკავებაზე:
"ახლა ვესაუბრე მალხაზ მაჩალიკაშვილს.
მთხოვა, რომ მისი სახელით გავავრცელო განცხადება, რადგან მას ფბ დაბლოკილი აქვს.
1. მას მიაჩნია, რომ ეს არის დასაწყისი. რომელსაც ექნება გაგრძელება და თემირლანის საქმე აუცილებლად მივა ბოლომდე.
2. გოგაშვილმა მთავარი სასჯელი უნდა მოიხადოს სწორედ თემირლანის საქმეზე და არა რაიმე შეთითხნილი მსუბუქი ან ნაკლებად მძიმე დანაშაულის ბრალდებით.
მისი განწყობა არის შესაბამისი.
არ ამოძრავებს შურისძიება, ის ითხოვს სამართლიანობის აღდგენას.
Malkhaz Machalikashvili Vaakh Terloev",- აღნიშნულია ზაზა კუპრავას პოსტში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი სპეცოპერაციის შედეგად საკუთარ სახლში გვიან ღამით აიყვანეს.
ცნობისთვის, სოსო გოგაშვილმა გუშინ დაწერა, რომ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები ჰქონდა, რომელიც "შესაბამის ორგანიზაციას" გადასცა. რამდენიმე დღის წინ კი გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელიც მთავარი არხის ჟურნალისტების ფარული მიყურადებით იყო მოპოვებული. აღნიშნულ აუდიოჩანაწერში საუბარი იყო სოსო გოგაშვილზეც.
სოსო გოგაშვილმა ქართული ოცნება 2020 წლის ოქტომბერში დატოვა. ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ 2015-2018 წლებში მუშაობდა. 2014 წელს შსს-ს გენინსპექციის უფროსი იყო. გოგაშვილი ხელმძღვანელობდა პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას, რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლეს.
ასევე დაგაინტერესებთ:
1765658233
მსოფლიოსირიის ქალაქ პალმირაში „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმის შედეგად აშშ-ის არმიის ორი ჯარისკაცი და ერთი თარჯიმანი დაიღუპა
პენტაგონის ცნობით, სირიის ქალაქ პალმირაში „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმის შედეგად აშშ-ის არმიის ორი ჯარისკაცი და ერთი თარჯიმანი დაიღუპა. პენტაგონის პრესსპიკერის, შონ პარნელის თქმით, თავდასხმისას ასე...
1765656502
მსოფლიოვოლოდიმირ ზელენსკი - უახლოეს დღეებში ამერიკულ მხარესთან და ევროპელ მეგობრებთან შეხვედრებისთვის ვემზადებით, ჩვენ ვმუშაობთ უკრაინისთვის ღირსეული მშვიდობისთვის
უახლოეს დღეებში ამერიკულ მხარესთან და ევროპელ მეგობრებთან შეხვედრებისთვის ვემზადებით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „ბერლინში ბევრი რამ მოხდება. რუსტემ უმეროვი და...
1765655106
საზოგადოებათინათინ რუხაძე: ყველას ვულოცავ საბავშვო ევროვიზია 2025-ის ჩატარებას, ყველაფერი ღირსეულად და ლამაზად ჩატარდა, წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას და ბევრ მსგავს დიდ ევროპული დონის პროექტს
ყველას ვულოცავ საბავშვო ევროვიზია 2025-ის ჩატარებას, კულტურა არის ჩვენი ევროპული ინტეგრაცია და ვამბობთ, რომ დღეს საქართველო უმაღლესი ხარისხის პროდუქტს დებს, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თინათინ რ...
1765654226
საზოგადოებაგიორგი ფხაკაძე: ყველაზე დიდი ფული არის არაბულ ქვეყნებში და ყველა ევროპული ქვეყანა, საკუთარ დედასაც გაყიდის, ოღონდ არაბული ინვესტიცია შევიდეს. ინვესტიცია ნიშნავს სამუშაო ადგილებს-არა სოციალურ დახმარებას, იმუშავებ, გექნება ხელფასი
ბრიტანეთი და არა მარტო ბრიტანეთი, საფრანგეთიც, ძალიან არის დამოკიდებული ახლა არაბულ ფულზე, როგორც თავის დროზე იყო იაპონურ ფულზე, რადგან ფული იყო მაშინ იქ და თავის დროზე იაპონური კომპანიები ძალიან დიდ...
1765652359
ახალი ამბებისაბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა
საფრანგეთი საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული გახდა. ქვეყანას კონკურსზე ლუ დელუზი წარმოადგენდა. საფრანგეთმა ჟიურისგან 152 ხმა მიიღო, ხოლო ონლაინ ხმებით – 96 ქულა. საქართველო კონკურსზე მესამე ადგი...





























