მადლობა უცნობო ქართველო, რომ არ გატყდი! - ბერძენი ჟურნალისტი

ქართველ კაცს რომ ქეროლაინის მკვლელობა ეღიარებინა, "ყველაფერი თავის ადგილზე იქნებოდა", - ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელ Facebook-ში ცნობილი  ბერძენი ჟურნალისტი ელენა აკრიტა საბერძნეთში მომხდარ სასტიკ მკვლელობას.

ჟურნალისტი მადლობას უხდის უცნობ ქართველს, რომ იგი არ გატყდა.

ამასთან აკრიტა შინაგან საქმეთა მინისტრს აკრიტიკებს.

“ქართველ კაცს რომ ქეროლაინის მკვლელობა ეღიარებინა, "ყველაფერი თავის ადგილზე იქნებოდა". ხარალამბოს ანაგნოსტოპულოსი ასე გააგრძელებდა ცხოვრებას, იქნებოდა უბედური მეუღლე და კარგი შვილი. მიხალის ხრისოხოიდისი (მინისტრი) კიდევ ერთხელ დაამარცხებდა კრიმინალს და საზოგადოება მშვიდად იქნებოდა, რომ ერთი კიდევ “ცუდი უცხოელი” ციხეში ჩაჯდა. მადლობა, მადლობა უცნობო ქართველო, რომ არ გატყდი!”, – წერს ჟურნალისტი.

ცნობისთვის, გიორგი ხარძეიშვილი, რომელსაც საბერძნეთის პოლიცია ახალგაზრდა ქალის მკვლელობას ედავებოდა, ადგილობრივი პოლიციის მხრიდან ძალადობის შესახებ ჰყვება.

20 წლის ქეროლაინის მკვლელობისთვის მისი 32 წლის მეუღლე დააკავეს. მანამდე დანაშაული სწორედ საქართველოს მოქალაქეს ჰბრალდებოდა, რომელიც საბერძნეთის დატოვებას და ბულგარეთში გადასვლას ცდილობდა.

 

ამავე თემაზე: 

ბერძნები სოციალურ ქსელში საქართველოს მოქალაქეს დანაშაულის გახსნისთვის მადლობა გადაუხდეს

ვიყავი დაბმული, მცემდნენ და მთხოვდნენ, მეღიარებინა, როგორ მოვკალი - კაროლაინის საქმეზე დაკავებული ქართველი

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1749844815

მსოფლიო

CNN: ისრაელის მინისტრთა კაბინეტი ამჟამად ატარებს სხდომას, რათა განიხილოს ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის საპასუხო ზომები

ისრაელის მინისტრთა კაბინეტი ამჟამად ატარებს სხდომას, რათა განიხილოს ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის საპასუხო ზომები. ამის შესახებ CNN-ს ისრაელელმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა....

 ისრაელის მინისტრთა კაბინეტი

1749844729

მსოფლიო

ნეთანიაჰუ ირანელ ხალხს: რეჟიმმა არ იცის, რა დაატყდა თავს, ან რა დაატყდება - ის არასდროს ყოფილა ასეთი სუსტი

ირანელი ხალხისადმი მიმართავდა, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მოუწოდა მშვიდობიან მოსახლეობას, „ადგნენ და გააგონონ თავიანთი ხმა“ და განაცხადა, რომ ისრაელის ბრძოლა არა მათ წინააღმდეგ, ა...

ბენიამინ ნეთანიაჰუ

1749843533

მსოფლიო

ისრაელის თავდაცვის მინისტრი: უზრუნველვყოფთ, რომ აიათოლას რეჟიმმა ძალიან მძიმე ფასი გადაიხადოს თავისი საზარელი ქმედებებისთვის

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ირანმა „წითელი ხაზები გადაკვეთა მას შემდეგ, რაც გაბედა რაკეტების გაშვება ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის თავშეყრის ადგილების მიმართულებით“. „...

ისრაელის თავდაცვის მინისტრი:

1749842582

ახალი ამბები

საქართველოს საგარეო უწყება: ღრმად ვართ შეშფოთებულნი ახლო აღმოსავლეთში მზარდი დაძაბულობით, რაც საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას

ღრმად ვართ შეშფოთებულნი ახლო აღმოსავლეთში მზარდი დაძაბულობით, რაც საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. „ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნავთ დი...

საქართველოს საგარეო უწყება

1749842428

მსოფლიო

ისრაელის ოფიციალური პირი: ირანი აუტანლად მძიმე ფასს გადაიხდის სამოქალაქო ტერიტორიების მიმართულებით განხორციელებული თავდასხმებისთვის

ირანის მიერ ისრაელის მიმართულებით განხორციელებული მასიური სარაკეტო თავდასხმების ფონზე, რა დროსაც დაახლოებით 200 რაკეტა იყო გაშვებული, Channel 12-ის ცნობით, ისრაელის ოფიციალური პირი ირანს ესკალაციით და...

ისრაელის ოფიციალური პირი