გლიკა ნერაში მომხდარი დანაშაულის გახსნისთვის მადლობა ქართველ ეჭვმიტანილს ეკუთვნის- რას წერენ ბერძნები სოციალურ ქსელში საქართველოს მოქალაქეზე

სოციალურ ქსელში, გლიკა ნერაში მომხადარ სასტიკ დანაშაულში ეჭვმიტანილი  ქართველი ბიჭის მხარდამჭერი პოსტი გავრცელდა, სადაც ბერძენი საზოგადოების ნაწილი, ქართველი ეჭვმიტანილის საქციელს იწონებს. 

"თუ ვინმეს მადლობა უნდა გადავუხადოთ ამ საქმის გახსნისთვის, ეს ქართველი ეჭვმიტანილია, რომელიც პოლიციის მხრიდან მასზე განხორციელებული დიდი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის მიუხედავად, არ გატყდა და არ აღიარა დანაშაული, რომელშიც ბრალი არ მიუძღოდა,"- წერია გამოქვეყნებულ პოსტში, და აქვე პოსტის ავტორი აღნიშნავს, რომ  ზეწოლის შედეგად  "მას რომ  ეს დანაშაული საკუთარ თავზე აეღო, მედიაც და პოლიციაც კმაყოფილი იქნებოდა და საქმე ბოლომდე არ მივიდოდა"

შეგახსენებთ, რომ 11 მაისს , გლიკა ნერაში 20 წლის გოგო საკუთარმა ქმარმა მოკლა, რის შემდეგაც, ბრალის დაფარვის მიზნით, პოლიციაში განაცხადა, რომ მის ოჯახს 3 კაციანი მძარცველთა ჯგუფი დაესხა თავს, რომელთაც მოკლეს მისი მეუღლე, ოჯახის ძაღლი და წაიღეს სახლში არსებული ძვირფასეულობა და დიდი რაოდენობით თანხა. მისივე „ცრუ“ ჩვენების მიხედვით მძარცველები უცხო ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ.

აღნიშნული ჩვენების საფუძველზე, საბერძნეთის პოლიციამ, ყალბი პასპორტით საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობის დროს დააკავა საქართველოს მოქალაქე, რომელიც გლიკა ნერაში მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებით ეჭვმიტანილად ცნო, თუმცა, ოთხი დღის შემდეგ, საბერძნეთის პოლიციამ გამორიცხა საქართველოს მოქალაქის მონაწილეობა აღნიშნულ დანაშაულში.

გამოძიების შედეგად, მკვლელობიდან 37 დღის შემდეგ, პოლიციამ მოიპოვა  უტყუარი სამხილები, რომლის მიხედვითაც, 20 წლის გოგონა საკუთარმა ქმარმა მოკლა. ქმარმა დანაშაული აღიარა. 

  ნახეთ აგრეთვე 👇 

საბერძნეთში ქართული დიასპორა ადგილობრივი მედიისგან გლიკა ნერაში მომხდარი დანაშაულის გაშუქებისას ქართველების მიმართ დაშვებული შეცდომის გამოსწორებას ითხოვს 

„დედა იხუტებდა იმ ხელებს, რომელმაც მის შვილს სუნთქვა შეუწყვიტა“ - რა განცხადება გააკეთა კაროლაინის ოჯახის ადვოკატმა

ვიყავი დაბმული, მცემდნენ და მთხოვდნენ, მეღიარებინა, როგორ მოვკალი - კაროლაინის საქმეზე დაკავებული ქართველი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1749918447

ახალი ამბები

ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ 2019 წელს ჩორჩანასთან პოლიციის საგუშაგოს გახსნის შესახებ არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და არც მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ინფორმირებული არ იყვნენ

 შინაგან საქმეთა მინისტრი ყოფილი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ ჩორჩანასთან პოლიციის საგუშაგოს გახსნის შესახებ არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და არც მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ინფორმირებული არ...

ვახტანგ გომელაური

1749915866

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ჩვენ დავპირდით საზოგადოებას, რომ ფსევდოლიბერალური ფაშიზმი საქართველოში დასრულდებოდა და ის ზიზღის კამპანია, რასაც გარედან დაფინანსებული ფულით ეწევიან „ენჯეოს“ თანამშრომლები, რა თქმა უნდა, უნდა დასრულდეს

 ჩვენ დავპირდით საზოგადოებას, რომ ფსევდოლიბერალური ფაშიზმი საქართველოში დასრულდებოდა და ის ზიზღის კამპანია, რასაც გარედან დაფინანსებული ფულით ეწევიან „ენჯეოს“ თანამშრომლები, რა თქმა უნდა, უნდა დასრულდ...

ლევან მაჭავარიანი

1749914278

ახალი ამბები

ბიძინა გიორგობიანი: ჩვენ ყველა საშუალებით უნდა ვეცადოთ, რომ გეოპოლიტიკურ კატაკლიზმებში არ ვიყოთ ჩართული და ჩარეული, რომელიმე მასში მონაწილე მხარის სასარგებლოდ

 ჩვენ ყველა საშუალებით უნდა ვეცადოთ, რომ გეოპოლიტიკურ კატაკლიზმებში არ ვიყოთ ჩართული და ჩარეული, რომელიმე მასში მონაწილე მხარის სასარგებლოდ. სწორედ ამას ვამბობთ ჩვენ, ჩვენი პლატფორმა, - განაცხადა „დღი...

ბიძინა გიორგობიანი

1749912610

ახალი ამბები

პროკურატურა სოფელ ჩორჩანასთან პოლიციის საგუშაგოს გახსნასთან დაკავშირებულ გამოძიებაზე განცხადებას ავრცელებს

 „საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქ...

შემთხვევები

1749910145

ახალი ამბები

ავარია გონიოში - დაღუპულია 3 ადამიანი

 გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა და 2 დაშავდა. ინფორმაციას „აჭარის მაუწყებელი“ ავრცელებს. დაშავებულები კლინიკა „ბიემსიში“ არიან გადაყვანილები, ხოლო გარდაცვლილთა ცხ...

პოლიცია