ვიყავი დაბმული, მცემდნენ და მთხოვდნენ, მეღიარებინა, როგორ მოვკალი - კაროლაინის საქმეზე დაკავებული ქართველი

საბერძნეთში კაროლაინის გახმაურებული მკვლელობის საქმეზე დაკავებულმა საქართველოს მოქალაქემ, გიორგი ხარძეიშვილმა განაცხადა, რომ სამართალდამცველები მას დანაშაულის აღიარებას აიძულებდნენ - მის ინტერვიუს "ქრონიკა" ავრცელებს.

მისივე თქმით, იგი დაბმული ჰყავდათ და სისტემატურად სცემდნენ. 

„ოთხი დღის განმავლობაში ვყავდი დაბმული და მირტყამდნენ, რომ მეღიარებინა, როდესაც საერთოდ არ ვიცოდი, თუ რა ხდებოდა. ჩამიყვანეს კარცერში, ვინც იღლებოდა, ენაცვლებოდნენ ერთმანეთს. არაფერს მეკითხებოდნენ, პირდაპირ მოდიოდნენ, მცემდნენ და მთხოვდნენ, მეღიარებინა, როგორ მოვკალი. არც ქურდობის ფაქტებთან მაქვს შეხება. ჩემი დნმ-ი ამოვიდა ერთ-ერთ ინსტრუმენტზე. მე მანქანა მომპარეს, რომელშიც ეს ინსტრუმენტი მქონდა და ეს ინსტრუმენტიც აქვთ ნანახი“, - აცხადებს გიორგი ხარძეიშვილი.

20 წლის კაროლაინის მკვლელობისთვის მისი 32 წლის მეუღლე დააკავეს. მანამდე დანაშაული სწორედ საქართველოს მოქალაქეს ჰბრალდებოდა, რომელიც საბერძნეთის დატოვებას და ბულგარეთში გადასვლას ცდილობდა. 

ამავე თემაზე:

🔴 საბერძნეთში 20 წლის ქალის მკვლელობის საქმეზე, რომელსაც ქართველს აბრალებდნენ, მოკლულის ქმარი დააკავეს

🔴 „მდგომარეობიდან გამოვედი და გავგუდე“ - 20 წლის ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის შოკის მომგვრელი აღიარება

🔴 განზრახ მკვლელობა და ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობა- 32 წლის პილოტს სამუდამო პატიმრობა ემუქრება

 

 

წყარო 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1749918447

ახალი ამბები

ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ 2019 წელს ჩორჩანასთან პოლიციის საგუშაგოს გახსნის შესახებ არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და არც მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ინფორმირებული არ იყვნენ

 შინაგან საქმეთა მინისტრი ყოფილი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ ჩორჩანასთან პოლიციის საგუშაგოს გახსნის შესახებ არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და არც მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ინფორმირებული არ...

ვახტანგ გომელაური

1749915866

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ჩვენ დავპირდით საზოგადოებას, რომ ფსევდოლიბერალური ფაშიზმი საქართველოში დასრულდებოდა და ის ზიზღის კამპანია, რასაც გარედან დაფინანსებული ფულით ეწევიან „ენჯეოს“ თანამშრომლები, რა თქმა უნდა, უნდა დასრულდეს

 ჩვენ დავპირდით საზოგადოებას, რომ ფსევდოლიბერალური ფაშიზმი საქართველოში დასრულდებოდა და ის ზიზღის კამპანია, რასაც გარედან დაფინანსებული ფულით ეწევიან „ენჯეოს“ თანამშრომლები, რა თქმა უნდა, უნდა დასრულდ...

ლევან მაჭავარიანი

1749914278

ახალი ამბები

ბიძინა გიორგობიანი: ჩვენ ყველა საშუალებით უნდა ვეცადოთ, რომ გეოპოლიტიკურ კატაკლიზმებში არ ვიყოთ ჩართული და ჩარეული, რომელიმე მასში მონაწილე მხარის სასარგებლოდ

 ჩვენ ყველა საშუალებით უნდა ვეცადოთ, რომ გეოპოლიტიკურ კატაკლიზმებში არ ვიყოთ ჩართული და ჩარეული, რომელიმე მასში მონაწილე მხარის სასარგებლოდ. სწორედ ამას ვამბობთ ჩვენ, ჩვენი პლატფორმა, - განაცხადა „დღი...

ბიძინა გიორგობიანი

1749912610

ახალი ამბები

პროკურატურა სოფელ ჩორჩანასთან პოლიციის საგუშაგოს გახსნასთან დაკავშირებულ გამოძიებაზე განცხადებას ავრცელებს

 „საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქ...

შემთხვევები

1749910145

ახალი ამბები

ავარია გონიოში - დაღუპულია 3 ადამიანი

 გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა და 2 დაშავდა. ინფორმაციას „აჭარის მაუწყებელი“ ავრცელებს. დაშავებულები კლინიკა „ბიემსიში“ არიან გადაყვანილები, ხოლო გარდაცვლილთა ცხ...

პოლიცია