საბერძნეთში 19 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 39 წლის ქართველ კაცს, რომელმაც პარტნიორი ქალის მოკვლა სცადა და 8 წლის ბავშვის თვალწინ ყელში დანა ჩაარტყა
ბერძნული მედია წერს, რომ 19 წლით პატიმრობა მიესაჯეა 39 წლის ქართველ კაცს, რომელმაც პარტნიორი ქალის მოკვლა სცადა და 8 წლის ბავშვის თვალწინ მას ყელში დანა ჩაარტყა.
შემთხვევა 2021 წლის დეკემბრის ბოლოს მოხდა. ბერძნული მედია დანაშაულის დეტალებზე წერს, სტატიაში აღნიშნულია, რომ, კაცმა ადრე ქალის გაუპატიურებაც სცადა.
ბერძნული მედიის ინფორმაციით, პოლიციაში შეტყობინება 18 დეკემბერს დილით შევიდა. აბაზანაში ჩაკეტილი ქალი იტყობინებოდა, რომ ის სასიკვდილო საფრთხის წინაშე იყო და დახმარებას ითხოვდა. ქალმა პოლიციისთვის მხოლოდ ქუჩის დასახელება მოასწრო, რადგან თავდამსხმელმა კარი შეამტვრია და მას ტელეფონი წაართვა.
პოლიციის ეკიპაჟები ქალის მიერ დასახელებულ ქუჩაზე წავიდნენ, სახლის დადგენა კი იქიდან გამომავალი ხმაურით შეძლეს, სახლიდან ქალის ყვირილი და ბავშვის ტირილი ისმოდა. მოძალადემ კარის გაღებაზე პოლიციას უარი უთხრა, რის შემდეგაც სამართალდამცავები იძულებული გახდნენ კარი შეემტვრიათ. მოძალადე სახლში შესულ პოლიციასაც დაემუქრა და შეეცადა უკვე დაჭრილი ქალისთვის დანა კიდევ ერთხელ დაერტყა. პოლიციის მოწოდებაზე რომ იარაღი დაეგდო, მამაკაცმა დაზიანებები საკუთარ თავსაც მიაყენა.
პოლიციამ საბოლოოდ მამაკაცის დაკავება შეძლო. განიარაღებისას ერთ პოლიციელს ქურთუკი გაეხა, მეორე პოლიციელი კი დაზიანებას ჯავშანჟილეტმა გადაარჩინა.
ქალისთვის მიყენებული ჭრილობები მისი სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი არ აღმოჩნდა, ის სასწრაფო დახმარების მანქანით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ბერძნული მედიის ინფორმაციით, სასამართლომ ჩათვალა, რომ მამაკაცის დანაშაულში შემამსუბუქებელი გარემოებები არ არსებობდა და მას ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯა.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵რა გელოდება დღეს? - 7 ოქტომბრის ჰოროსკოპი, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
1794158769
ახალი ამბებიგოდერძის უღელტეხილი-ბეშუმის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გოდერძის უღელტეხილი-ბეშუმის საავტომობილ...
1794158210
საზოგადოებაირაკლი ქადაგიშვილი: ილიას გზა, ანდერძი, მოღვაწეობა - არ არის მხოლოდ ის, რასაც ჩვენ პატივი უნდა მივაგოთ, ეს არის ის დღევანდელობა და ხვალინდელი დღე, რომელზედაც ჩვენ განუხრელად უნდა ვიაროთ
ყვარელში სახალხო დღესასწაული „ილიაობა“ აღინიშნება - წელს ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 189 წელი შესრულდა. საიუბილეო ღონისძიებები ილია ჭავჭავაძის მუზეუმის ეზოში იმართება, სადაც პრემიერ-მინისტრი, აღმასრულ...
1794152313
საზოგადოებასაქართველოს საელჩო პოლონეთის რესპუბლიკაში: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ქალაქ კრაკოვში მომხდარი ტრაგიკული ინციდენტის გამო - ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. დაშავებულებს ვუსურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას
საქართველოს საელჩო პოლონეთის რესპუბლიკაში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქალაქ კრაკოვში მომხდარი ტრაგიკული ინციდენტის გამო. დიპლომატიური სამსახური სამძიმრის წერილს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. „ვუსამძიმრებთ...
1794151114
საზოგადოებადავით მათიკაშვილი: ილია ჭავჭავაძის ფენომენი, ყველა პატრიოტი ქართველისთვის ეროვნული თვითშეგნების მასაზრდოებელი განსაკუთრებული ფუძე და ღერძია
ყვარელში სახალხო დღესასწაული „ილიაობა“ აღინიშნება - წელს ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 189 წელი შესრულდა. საიუბილეო ღონისძიებები ილია ჭავჭავაძის მუზეუმის ეზოში იმართება, სადაც პრემიერ-მინისტრი, აღმასრულ...
1794148500
საზოგადოებაგენადი არველაძე: საქართველოსთვის CARTIF-ი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, რადგან ხელს შეუწყობს ქვეყნის, როგორც რეგიონული სატრანზიტო და სავაჭრო ჰაბის პოზიციის გაძლიერებას
საქართველო, როგორც საერთაშორისო ვაჭრობასა და ეკონომიკურ თანამშრომლობაში აქტიურად ჩართული ქვეყანა, დაინტერესებულია პროგნოზირებადი სავაჭრო ურთიერთობებისა და გამჭვირვალე პროცედურების არსებობით, - განაცხა...


























