საბერძნეთში, 40 წლამდე ქართველი ქალი დააკავეს - რას ედავება გამოძიება?

საქართველოს მოქალაქე ათენის უშიშროებამ ორგანიზებული დანაშაულის ბრალდებით დააკავა. 40 წლის ქალი წლების განმავლობაში ოჯახებში დამხმარედ მუშაობდა. გამოძიების მასალებით ირკვევა, რომ ის დამსაქმებელთა სახლების გასაღებს იპარავდა, აკეთებდა ასლებს და გაძარცვის მიზნით თანამზრახველებს გადასცემდა.

ქართველი ქალის დაკავების ფაქტი უკვე მოექცა ბერძნული მედიის ყურადღების ცენტრში. სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელ მისამართზე ჩატარებული ჩხრეკისას ამოიღეს ნაძარცვი ძვირფასეულობა, ანტიკვარული ნივთები, მოოქროვილი ხატები, ხმლები, ცეცხლსასროლი იარაღები, 173 ვაზნა, 43 სხვადასხვა სახლის გასაღები და საბუთები.

“კურიერმა” გაარკვია, რომ საბერძნეთის უშიშროების მიერ დაკავებული ქართველი, წარმოშობით კახეთის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტიდანაა. ახლობლები ადასტურებენ, რომ ქალი წლებია საბერძნეთში მუშაობს, თუმცა დანაშაულებრივ ქსელთან მის კავშირს კატეგორიულად გამორიცხავენ.

გამოძიება ახლა დანაშაულის სხვა ფიგურანტების გამოვლენაზე მუშაობს. პრესა წერს, რომ დიდი ალბათობით, ბრალდებულთა წრე გაიზრდება, ისევე როგორც დაზარალებულთა რაოდენობა.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵რა გელოდებათ დღეს? - 30 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

🔵საქართველოში მაქსიმალური ტემპერატურა +37 იქნება - 30 აგვისტოს ამინდის პროგნოზი ქვეყნის მასშტაბით

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792345297

საზოგადოება

ვარლამ ლიპარტელიანი: მხოლოდ თავიანთ სახეს წარმოაჩენენ ის ადამიანები, რომლებიც ესხმიან თავს განსაკუთრებით წარმატებულ სპორტსმენებს, ასევე იმ ძლიერ, საყრდენ ინსტიტუტებს, რაზედაც ჩვენი ქვეყანა დგას

ვფიქრობ, დრომ კარგად გამოაჩინა, რომ ეს ყველაფერი საპირისპიროდ მუშაობს. ვერანაირ ზიანს ვერ მოუტანენ ვერცერთ ადამიანს და ვერც ჩვენს ქვეყანას, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ „ქართული ოცნების” ახალგაზრდულ...

ვარლამ ლიპარტელიანი

1792344078

საზოგადოება

მიხეილ სარჯველაძე: ჩვენ ეკონომიკური განვითარება გვჭირდება იმისათვის, რომ ეს ყველაფერი ემსახურებოდეს მოქალაქეს და არა პირიქით, მთავარ პრიორიტეტად რჩება სოციალური მხარდაჭერის პროგრამები

ჩვენ ეკონომიკური განვითარება გვჭირდება იმისათვის, რომ ეს ყველაფერი ემსახურებოდეს მოქალაქეს და არა პირიქით, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და...

 მიხეილ სარჯველაძე

1792342231

საზოგადოება

მიხეილ სარჯველაძე: 2012 წლამდე მთლიანად დევნილთა სამინისტროს ბიუჯეტი სულ 25 მილიონი იყო, ახლა მარტო განსახლების პროგრამაზე წელიწადში 250 მილიონი იხარჯება

2012 წლამდე მთლიანად დევნილთა სამინისტროს ბიუჯეტი 25 მილიონი იყო სულ, მთელი წლის განმავლობაში. ახლა მარტო განსახლების პროგრამაზე, რომელიც მოიცავს ბინების მშენებლობას, სოფლად სახლის პროგრამას და ა.შ.,...

მიხეილ სარჯველაძე

1792340375

მსოფლიო

კანადაში, სამხედრო ბაზაზე ხანძარს, სულ მცირე, შვიდი ადამიანი ემსხვერპლა

კანადაში, ალბერტის პროვინციაში, სამხედრო ბაზაზე ხანძარს, სულ მცირე, შვიდი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას „სქაი ნიუსი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. კანადის თავდაცვის მინისტრის თ...

კანადაში ხანძარი

1792338545

საზოგადოება

„ფეხბურთის ოქროს კვირეულის“ ფარგლებში, კახა კალაძე საქართველოში იტალიის ელჩს და ფრანჩესკო ტოტის შეხვდა

იტალიის სერია A-ს ჩემპიონატის თასი თბილისშია. Golden Week of Football-ის ფარგლებში, იტალიის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც იტალიის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში მასიმილიანო დ’ანტუონო დ...

კახა კალაძე