მიხეილ სარჯველაძე: ჩვენ ეკონომიკური განვითარება გვჭირდება იმისათვის, რომ ეს ყველაფერი ემსახურებოდეს მოქალაქეს და არა პირიქით, მთავარ პრიორიტეტად რჩება სოციალური მხარდაჭერის პროგრამები
ჩვენ ეკონომიკური განვითარება გვჭირდება იმისათვის, რომ ეს ყველაფერი ემსახურებოდეს მოქალაქეს და არა პირიქით, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.
მისი თქმით, არასდროს სახელმწიფოს, არცერთი დამატებითი რესურსის გაჩენისას, არ დავიწყებია ადამიანები, რომლებსაც ფინანსური მხარდაჭერა ესაჭიროებათ.
„ძალიან ბევრი, საკმაოდ კარგად განვითარებული ქვეყანა დღეს დიდი ინტერესით აკვირდება საქართველოს პრაქტიკასა და გამოცდილებას, რადგან მათთვის მართლაც გასაოცარია ის შთამბეჭდავი შედეგები, რომელიც აქვს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას. ეს ეკონომიკური ზრდა, თავის მხრივ, დამატებით იძლევა მეტი სოციალური პასუხისმგებლობის და ვალდებულების აღებას. სხვაგვარად ეს შეუძლებელი იქნებოდა.
არასდროს სახელმწიფოს, არცერთი დამატებითი რესურსის გაჩენისას, არ დავიწყებია ადამიანები, რომლებსაც ფინანსური მხარდაჭერა ესაჭიროებათ. რაც არ უნდა ფინანსურად მოგებიანი იყოს ამ რესურსების გამოყენება, მთავარ პრიორიტეტად რჩება სოციალური მხარდაჭერის პროგრამები. ეს არის დამოკიდებულების ცვლილება. ვიღაცისთვის 2012 წლამდე ეს იყო ტვირთი, ახლა ეს ხდება მთავარი ღირებულება. ჩვენ ეკონომიკური განვითარება გვჭირდება იმისათვის, რომ ეს ყველაფერი ემსახურებოდეს მოქალაქეს და არა პირიქით“, - აღნიშნა სარჯველაძემ.
1792337774
ახალი ამბებიმებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, სგპ „ვალესა“ და „თბილისის აეროპორტში“ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სგპ - „თბილისის აეროპორტისა“ და „ვალეს“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული საბაჟო...
1792336140
მსოფლიოBBC: დამწვარი მანქანები და ჩამსხვრეული ვიტრინები პარიზის ქუჩებში - საფრანგეთში საპროტესტო აქციები არეულობასა და ძარცვაში გადაიზარდა
საფრანგეთში გამართულ საპროტესტო აქციებზე, რომლებიც ძალადობაში გადაიზარდა, პოლიციამ დაახლოებით 1 800 ადამიანი დააკავა. დემონსტრანტები რამდენიმე დღეა, საწვავის ფასების ზრდას, ცხოვრების ხარჯების გაძვირებ...
1792334017
სპორტიდავით ქაჯაია 2026 წლის NASCAR-ის ევროპის სერიების „ჩელენჯერ თროფის“ გამარჯვებულია
ქართველმა მრბოლელმა დავით ქაჯაიამ 2026 წლის „NASCAR“-ის ევროპის სერიების ბელგიის ეტაპზე „ჩელენჯერ თროფის” პირველი ადგილი დაიკავა და სეზონის ჩემპიონი გახდა.
1792333748
მსოფლიოდონალდ ტრამპი: საფრანგეთი იწვის! სრულიად განსხვავებული სამყაროდან მოსულმა, გულში სიძულვილის მქონე ადამიანთა იმიგრაციამ ეს ოდესღაც დიდებული ქვეყანა დაანგრია, ჩაკეტეთ საზღვრები
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს მომხდარ არეულობას იმიგრაციას უკავშირებს და ქვეყანას მიგრაციული წესების გამკაცრებისკენ მოუწოდებს. „საფრანგეთი იწვის! სრული...
1792331838
საზოგადოებაპატრიარქმა შიო III-მ ბელგრადის წმინდა საბა სერბელის სახელობის სასულიერო სემინარიის პროფესორები და სტუდენტები დალოცა
უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპ...



























