საბერძნეთში, 9 წლის ბავშვი დედამ თავშესაფარში ჩააბარა -"უნდა გადამეწყვიტა მოკვდებოდა ჩემს გვერდით თუ გადარჩებოდა ჩემგან შორს"
„ერთ დღესაც ჩემ თავს ვუთხარი, რომ ჩემი შვილი არ მოკვდებოდა. დილით ავდექი ვაკოცე მას და განცხადების გასაკეთებლად წავედი " ბავშვის რჩენა არ შემიძლია. ის ასე მოკვდება. არ გვაქვს შუქი, წყალი და საჭმელი" ეს ძალიან მტკივნეული იყო, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. მე დედა ვარ. უნდა მიმეღო გადაწყვეტილება, ჩემს გვერდით მოკვდებოდა იმ პირობებში რაშიც ვცხოვრობდით თუ გადარჩებოდა ჩემგან შორს."
დედა იძულებული გახდა 9 წლის შვილი ბავშვთა სახლში დაეტოვებინა, რადგან არ ჰქონდა საკვები, დავალიანების გამო კი შუქი და წყალი გამორთული ჰქონდათ.
ეს მძიმე ისტორია საბერძნეთში, ქალაქ ვოლოში მოხდა.
9 წლის ბავშვს, რომელიც სპეციალურ სკოლაში სწავლობდა აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, რის გამოც ის ყოველ 20 დღეში ერთხელ სისხლის გადასხმას საჭიროებს, დედასთან ცხოვრების პერიოდში მას უწევდა ეცხოვრა საკვების, შუქის და წყლის გარეშე.
მას შემდეგ რაც 9 წლის გოგონა ბავშვთა თავშესაფარში გადაიყვანეს 15 დღის მანძილზე გაუჩერებლად ტიროდა და მხოლოდ მაშინ დაწყნარდა როცა დედა ნახა. დედა შვილს 20 დღეში ერთხელ ნახულობს, როდესაც მას სისხლის გადასხმაზე მიყვება.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 45 წლის ქალი პრონიაში ჩავიდა სადაც განცხადება გააკეთა "გიტოვებთ ჩემ შვილს სანამ ფეხზე დადგომას შევძლებ. მე არ შემიძლია მისი რჩენა". პატარა გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პროკურატურის გადაწყვეტილებით ის ბავშვთა სახლში გადაიყვანეს.
" როგორ უნდა ეცხოვრა ჩემს შვილს ელემენტარული პირობების, შუქის, წყლის და საჭმლის გარეშე . 3 წლის წინ მამამისი გარდაიცვალა, მას შემდეგ სულ ჩემთან ეძინა. უნდა ამეხსნა მისთვის, რომ მისივე კეთილდღეობისთვის ვტოვებდი და რომ მალე ისევ ერთად ვიქნებოდით. მას შემდეგ ნახევარი წელი გავიდა ბავშვი კი ისევ თავშესაფარშია.
მამაჩემს შეეძლო ჩვენი დახმარება, მაგრამ არ ისურვა. მან არ მიიღო ჩემი ქმარი და მას შემდეგ ჩვენი ურთიერთობა გაფუჭდა. მას ახლა ახალი ცხოვრება აქვს სადაც ჩვენი ადგილი არ არის. მიუხედავად იმისა რომ ყოფილი მეუღლისგან საკმაოდ დიდი მემკვიდრეობა მიიღო. ყველგან სადაც არ უნდა გამეხედა პრობლემები მხვდებოდა.
ერთ დღესაც ჩემ თავს ვუთხარი, რომ ჩემი შვილი არ მოკვდებოდა. დილით ავდექი ვაკოცე მას და განცხადების გასაკეთებლად წავედი " ბავშვის რჩენა არ შემიძლია. ის ასე მოკვდება. არ გვაქვს შუქი, წყალი და საჭმელი" ეს ძალიან მტკივნეული იყო, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. მე დედა ვარ. უნდა მიმეღო გადაწყვეტილება, ჩემს გვერდით მოკვდებოდა იმ პირობებში რაშიც ვცხოვრობდით თუ გადარჩებოდა ჩემგან შორს."
45 წლის დედა ამჟამად თესალიის, ერთ-ერთ სოფელში ნათესავთან ცხოვრობს.
"შემიძლია ვიმუშაო მკერავად სახლში და ამავდროულად ვიზრუნო ჩემ შვილზე. ნებისმიერი სამუშაოს შესრულება შემიძლია. ჩვენ უნდა ვიცხოვროთ და ერთადერთი რასაც ვითხოვ არის სამუშაო"- ამბობს 9 წლის გოგონას დედა.
როგორც ცნობილი გახდა 45 წლის ქალის შუქი დავალიანება 10.000 ევროს შეადგენს, წყლის კი - 2650.
როგორც გაირკვა, მას კომუნალური გადასახადები 2014 წლიდან არ გადაუხდია.
ასევე საინტერესოა
🔴საბერძნეთში, პაციენტის შვილი ექიმებს დანით და ბენზინით სავსე ბიდონით დაესხა თავს
1793544071
მსოფლიოიური უშაკოვი აცხადებს, რომ თუ ზელენსკის პუტინთან მოლაპარაკებები სურს, მოსკოვში ჩასვლა შეუძლია და თუ დარეკვა უნდა, პუტინი აუცილებლად უპასუხებს
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის იური უშაკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს არასდროს უთქვამს უარი მოლაპარაკებებზე და იმ შემთხვევაში თუკი უკრაინის პრეზიდენტი მას დაურეკავს, პუტინი აუცილ...
1793541081
სპორტიმოფარიკავე სანდრო ბაზაძემ ჩინეთში გამართულ „მასტერსზე“ ოქროს მედალი მოიპოვა
მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ ჩინეთში გამართულ „მასტერსზე“ ოქროს მედალი მოიპოვა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს. მან ფინალში მასპინძელი შიაო ლინი ანგარიშით 15 - 3 დაამარცხ...
1793538014
ახალი ამბებილევან მახაშვილი პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო განვითარებულ მოვლენებზე: ფაქტია, რომ ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს იმასთან დაკავშირებით, კანონის უზენაესობის ფარგლებში მიმდინარეობს ეს პროცესები თუ არა
„როდესაც ამ ტიპის მიდგომებს თესავენ სხვა სახელმწიფოებში, ადრე თუ გვიან საკუთარ ქვეყანაში მოიმკიან ხოლმე“, - განაცხადა ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა პოლონეთის საკონსტიტუციო სას...
1793533138
მსოფლიოლონდონში აშშ-ის საელჩოსთან გამართული საპროტესტო აქციის დროს 130-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
ლონდონის პოლიციის განცხადებით, დიდ ბრიტანეთში აკრძალული ორგანიზაციის, „პალესტინის მოქმედების“ მხარდასაჭერად საპროტესტო აქციაზე 139 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. მედიას...
1793528397
ახალი ამბებიცოტნე ანანიძე ბერა ივანიშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე: „ტვ პირველის“ დაუდასტურებელი ინფორმაციით, აეროპორტში მამამ შვილი გააცილა - შემდეგი სკანდალი ალბათ ის იქნება, რომ ოჯახის წევრებმა ერთმანეთს დაბადების დღე მიულოცეს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, „ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმად, ბერა ივანიშვილი საქართველოდან გაფრინდა, ხოლო, აეროპორტ...































