საქართველოს ელჩი დავით დუნდუა საბერძნეთის პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერს შეხვდა

საქართველოს ელჩი საბერძნეთში, დავით დუნდია, საბერძნეთის პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერს და ევროპის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ნიკიტას კაკლამანისს შეხვდა - ამის შესახებ ინფორმაციას საბერძნეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
"2021 წლის 9 ივნისს საქართველოს ელჩი დავით დონდუა შეხვდა საბერძნეთის პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერს და ევროპის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ნიკიტას კაკლამანისს. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საბერძნეთის პარლამენტის პრეზიდენტის დიპლომატიური მრჩეველი, ელჩი კონსტანტინოს ეკონომიდისი.
შეხვედრაზე ორივე მხარემ ხაზი გაუსვა ჩვენს ორ ქვეყანასა და ხალხებს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან მეგობრულ ურთიერთობებს, რომლებიც დინამიკურად ვითარდება და სხვადასხვა სფეროში კიდევ უფრო მეტად ღრმავდება. აღინიშნა ამ კუთხით, როგორც ორივე ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობის, ისე საკანონმდებლო ორგანოების როლი.
საქართველოს ელჩმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს მიერ ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით გაწეულ საქმიანობაზე და უახლოეს გეგმებზე. იმედი გამოთქვა, რომ საბერძნეთი, ტრადიციულად ქმედითად დაუჭერს მხარს საქართველოს მისწრაფებას დაიმკვიდროს კუთვნილი ადგილი საერთო ევროპულ ოჯახში.ისაუბრეს, პანდემიური რეგულაციების შემსუბუქებასთან ერთად, საპარლამენტო დელეგაციების ვიზიტების თაობაზე", - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.
1749047237
სპორტიგიორგი ლორია - სანაკრებო კარიერა დავასრულე, მადლობა საქართველო
„დინამო არენაზე“ ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის გამართულ პრესკონფერენციაზე ეროვნული გუნდის მეკარე გიორგი ლორია იმყოფებოდა და სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა. „17 წელ...
1749045141
საზოგადოებაიტალიაში გზის გადაკეტვა და საზოგადოებრივი ქონების დაზიანება სისხლის სამართლის დანაშაული ხდება
იტალიის პარლამენტის ზედა პალატამ დაამტკიცა უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტი, რომელიც სხვა ზომებთან ერთად, გზების გადაკეტვისა და საზოგადოებრივი ქონების დაზიანების კრიმინალიზაციას ითვალისწინებს. სენატმ...
1749045037
ახალი ამბებივახტანგ ცინცაძე: პირველ კვარტალში საქართველოს ბიზნეს სექტორის აქტივობა, მათ შორის, ბრუნვა, გამოშვება და დასაქმებულთა რაოდენობა რეკორდულად მაღალი იყო
„ეკონომიკური ზრდის ძირითადი წარმმართველი ბიზნეს სექტორის აქტივობაა. 2025 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკურმა ზრდამ 9.3 პროცენტი შეადგინა, რაც, ძირითადად, ბიზნეს სექტორის მაღალმა აქტივობამ განაპირობა. დ...
1749044160
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: რეზოლუციებში რასაც გვიწერენ, ჩვენ ამას მიჩვეულები ვართ და ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ აბსურდს, რომელშიც ისინი იმყოფებიან
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ ანგარიშის პროექტს გამოეხმაურა. „რეზოლუციებში რასაც გვიწერენ, ჩვენ ამას მიჩვეულები ვართ და ეს...
1749043033
საზოგადოებასაარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაცია მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაცია ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით, მექსიკის ეროვნული საარჩევნო ინსტიტუტისა და ქალაქ მეხიკოს საარჩევნო ინსტიტუტის მიწვევ...