ვახტანგ ცინცაძე: პირველ კვარტალში საქართველოს ბიზნეს სექტორის აქტივობა, მათ შორის, ბრუნვა, გამოშვება და დასაქმებულთა რაოდენობა რეკორდულად მაღალი იყო
„ეკონომიკური ზრდის ძირითადი წარმმართველი ბიზნეს სექტორის აქტივობაა. 2025 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკურმა ზრდამ 9.3 პროცენტი შეადგინა, რაც, ძირითადად, ბიზნეს სექტორის მაღალმა აქტივობამ განაპირობა. დღეს გამოქვეყნებულმა სტატისტიკურმა მაჩვენებლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პირველ კვარტალში ბიზნეს სექტორის აქტივობა, მათ შორის, ბრუნვა, გამოშვება და დასაქმებულთა რაოდენობა, რეკორდულად მაღალი იყო“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ „საქსტატის“ მიერ ბიზნეს სექტორის სტატისტიკის კომენტირებისას.
2025 წლის პირველ კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14.5%-ით გაიზარდა და პირველი კვარტლის რეკორდული მაჩვენებელი 56.0 მლრდ ლარი შეადგინა. რაც შეეხება ბიზნეს სექტორის გამოშვებას, ის 20.7 მლრდ ლარს გაუტოლდა, რაც 15.6%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს და პირველი კვარტლის ჭრილში რეკორდულ ოდენობას წარმოადგენს.
როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, პირველ კვარტალში გამოშვების ზრდა იყო საკმაოდ დივერსიფიცირებული და გაიზარდა როგორც მსხვილი საწარმოების, ისე მცირე და საშუალო საწარმოების გამოშვება. მისი თქმით, საანგარიშო პერიოდში დასაქმებულთა რაოდენობა დაახლოებით 21 ათასით გაიზარდა და პირველი კვარტლის რეკორდულ მაჩვენებელს - 771 ათასს გაუტოლდა.
„დღეს გამოქვეყნდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მიმოხილვა, რომლის ფარგლებშიც სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.2 პროცენტამდე გაზარდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ პოზიტიურ განწყობებსა და მოლოდინებს, რაც საქართველოს ეკონომიკაში 2025 წელსაა მოსალოდნელი“, - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.
როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, საქართველოს მთავრობა განაგრძობს სტრუქტურული ეკონომიკური რეფორმების განხორციელებას, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურულ გაჯანსაღებას და საქართველოს ეკონომიკის პროდუქტიულობის ზრდას.
„ყოველივე, საბოლოო ჯამში, აისახება, ერთი მხრივ, მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებში, მეორე მხრივ კი აღნიშნული პირდაპირ გადაითარგმნება დამატებით სამუშაო ადგილებში, სიღარიბის შემცირებასა და იმ ძირითადი მიზნების მიღწევაში, რაც საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია“, - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.
1765658233
მსოფლიოსირიის ქალაქ პალმირაში „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმის შედეგად აშშ-ის არმიის ორი ჯარისკაცი და ერთი თარჯიმანი დაიღუპა
პენტაგონის ცნობით, სირიის ქალაქ პალმირაში „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმის შედეგად აშშ-ის არმიის ორი ჯარისკაცი და ერთი თარჯიმანი დაიღუპა. პენტაგონის პრესსპიკერის, შონ პარნელის თქმით, თავდასხმისას ასე...
1765656502
მსოფლიოვოლოდიმირ ზელენსკი - უახლოეს დღეებში ამერიკულ მხარესთან და ევროპელ მეგობრებთან შეხვედრებისთვის ვემზადებით, ჩვენ ვმუშაობთ უკრაინისთვის ღირსეული მშვიდობისთვის
უახლოეს დღეებში ამერიკულ მხარესთან და ევროპელ მეგობრებთან შეხვედრებისთვის ვემზადებით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „ბერლინში ბევრი რამ მოხდება. რუსტემ უმეროვი და...
1765655106
საზოგადოებათინათინ რუხაძე: ყველას ვულოცავ საბავშვო ევროვიზია 2025-ის ჩატარებას, ყველაფერი ღირსეულად და ლამაზად ჩატარდა, წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას და ბევრ მსგავს დიდ ევროპული დონის პროექტს
ყველას ვულოცავ საბავშვო ევროვიზია 2025-ის ჩატარებას, კულტურა არის ჩვენი ევროპული ინტეგრაცია და ვამბობთ, რომ დღეს საქართველო უმაღლესი ხარისხის პროდუქტს დებს, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თინათინ რ...
1765654226
საზოგადოებაგიორგი ფხაკაძე: ყველაზე დიდი ფული არის არაბულ ქვეყნებში და ყველა ევროპული ქვეყანა, საკუთარ დედასაც გაყიდის, ოღონდ არაბული ინვესტიცია შევიდეს. ინვესტიცია ნიშნავს სამუშაო ადგილებს-არა სოციალურ დახმარებას, იმუშავებ, გექნება ხელფასი
ბრიტანეთი და არა მარტო ბრიტანეთი, საფრანგეთიც, ძალიან არის დამოკიდებული ახლა არაბულ ფულზე, როგორც თავის დროზე იყო იაპონურ ფულზე, რადგან ფული იყო მაშინ იქ და თავის დროზე იაპონური კომპანიები ძალიან დიდ...
1765652359
ახალი ამბებისაბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა
საფრანგეთი საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული გახდა. ქვეყანას კონკურსზე ლუ დელუზი წარმოადგენდა. საფრანგეთმა ჟიურისგან 152 ხმა მიიღო, ხოლო ონლაინ ხმებით – 96 ქულა. საქართველო კონკურსზე მესამე ადგი...





























