სასწაული, რომელმაც ევიაში სოფელი ხანძრისგან იხსნა (ვიდეო)
ბერძნულ მედიაში და სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, კუნძულ ევიის სოფელი პროკოპი დიდი ხანძრისგან ნამდვილმა სასწაულმა გადაარჩინა.
ერთ-ერთი ბერძენი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ 7 აგვისტოს, გამთენიისას, მაშინ როდესაც მთელმა სოფელმა სასწრაფო ევაკუაციის ბრძანება მიიღო, მოსახლეობამ არ მიატოვა სოფელი. გაქცევის ნაცვლად, ისინი ეკლესიაში წავიდნენ, რომელშიც წმინდა იოანე რუსის, წმინდა ნაწილებია დაბრძანებული და ლიტანიობა აღავლინეს, შედეგად კი, როგორც თავად აღნიშნავს, მოსახლეობა სასწაულის მხილველი გახდა. გამთენიისას, როდესაც ირგვლივ ხანძარი მძვინვარებდა, მხოლოდ ამ სოფლის თავზე გაწვიმდა და მიახლოებული ხანძარი ჩააქრო.
"რამდენად ცოცხალია რწმენა !!! რასაც რწმენით ითხოვთ, აუცილებლად მოგეცემათ"- წერს facebook- ის მოხმარებული.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ბერძნულ ტელევიზიასთან ისაუბრა ამავე ეკლესიის მღვდელმა, რომელმაც 7 აგვისტოს მოსახლეობასთან ერთად აღავლინა ლიტანიობა.
როგორც მან ჟურნალისტთან საუბრის დროს აღნიშნა, ხანძარი ძალიან ახლოს იყო სოფელთან, პოლიცია მოსახლეობას დაუყოვნებლივ ტერიტორიის დატოვებას სთხოვდა, როდესაც ნამდვილი სასწაული მოხდა და სრულიად მოულოდნელად, სოფელ პროკოპის თავზე, დიდი ღრუბელი გადაეფარა და წვიმა დაიწყო, რომელმაც მოსახლეობა ცეცხლისგან იხსნა.
1794152313
საზოგადოებასაქართველოს საელჩო პოლონეთის რესპუბლიკაში: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ქალაქ კრაკოვში მომხდარი ტრაგიკული ინციდენტის გამო - ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. დაშავებულებს ვუსურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას
საქართველოს საელჩო პოლონეთის რესპუბლიკაში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქალაქ კრაკოვში მომხდარი ტრაგიკული ინციდენტის გამო. დიპლომატიური სამსახური სამძიმრის წერილს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. „ვუსამძიმრებთ...
1794151114
საზოგადოებადავით მათიკაშვილი: ილია ჭავჭავაძის ფენომენი, ყველა პატრიოტი ქართველისთვის ეროვნული თვითშეგნების მასაზრდოებელი განსაკუთრებული ფუძე და ღერძია
ყვარელში სახალხო დღესასწაული „ილიაობა“ აღინიშნება - წელს ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 189 წელი შესრულდა. საიუბილეო ღონისძიებები ილია ჭავჭავაძის მუზეუმის ეზოში იმართება, სადაც პრემიერ-მინისტრი, აღმასრულ...
1794148500
საზოგადოებაგენადი არველაძე: საქართველოსთვის CARTIF-ი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, რადგან ხელს შეუწყობს ქვეყნის, როგორც რეგიონული სატრანზიტო და სავაჭრო ჰაბის პოზიციის გაძლიერებას
საქართველო, როგორც საერთაშორისო ვაჭრობასა და ეკონომიკურ თანამშრომლობაში აქტიურად ჩართული ქვეყანა, დაინტერესებულია პროგნოზირებადი სავაჭრო ურთიერთობებისა და გამჭვირვალე პროცედურების არსებობით, - განაცხა...
1794145684
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი - „მამული, ენა, სარწმუნოება“, რაც არა მხოლოდ ჩვენი ეროვნული ცნობიერების საფუძველია, არამედ - მოქმედების გეგმა, რომელიც დღესაც აქტუალურია
„ჩვენი წარსული მდიდარია თვალსაჩინო საერო თუ სასულიერო მოღვაწეებით, თუმცა ილია ჭავჭავაძე იყო ერთადერთი, რომელსაც ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე, დამსახურებულად და დიდი სიყვარულით უწოდა „ერის მამა“, - ამ...
1794142945
მსოფლიორეჯეფ თაიფ ერდოღანი აზერბაიჯანს ოფიციალური ვიზიტით ეწვია
თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი 8 ნოემბერს აზერბაიჯანს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ფუზულის საერთაშორისო აეროპორტში თურქეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, სადაც საპატიო ყა...


























