თესალონიკში ქართული საკვირაო სკოლის ღონისძიებას თესალონიკის მერი დაესწრო - სკოლის შესახებ სიუჟეტი ბერძნულ ტელეარხზე გავიდა
თესალონიკში ქართული საკვირაო სკოლის სასწავლო წლის დასრულების ღონისძიებას თესალონიკის მერი კონსტანტინე ზერვა დაესწრო.
საკვირაო სკოლის შესახებ ბერძნულმა ტელეარხმა სპეციალური სიუჟეტი მოამზადა.
17 მაისს თესალონიკის საკვირაო სკოლაში, დასკვნითი ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიებაზე სკოლის მოსწავლეებმა ქართული ლექსები, სიმღერები, ცეკვები და საქართველოს მეფეებზე მინი სპექტაკლი შეასრულეს.
ღონისძიებას, თესალონიკში საქართველოს გენერალურ კონსულ ნოდარ კომახიძესთან, ვიცე კონსულ ნათია წიკლაურთან და საკონსულოს თანამშრომლებთან ერთად თესალონიკის მერი, კონსტანტინე ზერვა და მერიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების დასრულების შემდეგ ბერძნულ ტელეარხზე თესალონიკის საკვირაო სკოლის შესახებ სიუჟეტი გავიდა, სადაც თესალონიკის მერმა, ქართული სკოლის წარმატებით ფუნქციონირებისათვის კმაყოფილება გამოხატა.
როგორც ცნობილია სკოლაში ამ ეტაპზე 65 მოსწავლე სწავლობს, სექტემბრიდან კი მათი რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.
ასევე საინტერესოა:
🔵20 ივნისს, აკროპოლისის მუზეუმში შესვლა მხოლოდ 5 ევროდ იქნება შესაძლებელი
1792414636
ახალი ამბებიკახა კალაძე საკონსტიტუციო სარჩელზე: ყველაფერი იქნება აბსოლუტურად ღია და საზოგადოება დაინახავს თუ რა პროცესები მიმდინარეობს, დანარჩენი სასამართლოს გადასაწყვეტია
„ჩვენ გვაქვს კონკრეტული არგუმენტები, რომლებსაც კიდევ ერთხელ წარვუდგენთ ფართო საზოგადოებას. ყველაფერი იქნება აბსოლუტურად ღია და საზოგადოება დაინახავს თუ რა პროცესები მიმდინარეობს, დანარჩენი სასამართლოს...
1792414377
ახალი ამბებიგიორგი გაბუნია: სად არიან ის ევროპარლამენტარები, რომლებიც თბილისში ჩამოდიოდნენ და ძალადობას მხარდაჭერას უცხადებდნენ?
ევროპაში მიმდინარე მასშტაბური არეულობებისა და ანტისამთავრობო აქციების ფონზე, მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ საუბრობს დასავლეთის მხრიდან ორმაგ სტანდარტზე. „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებით, როცა საფ...
1792413593
ახალი ამბებიკახა კალაძე საფრანგეთში მიმდინარე აქციებზე: დღეს იმ უბედურებას, რაც საქართველოში მოაწყვეს, საკუთარ ქვეყანაში ხედავენ
თბილისის მერი კახა კალაძე საფრანგეთში განვითარებულ მოვლენებსა და ევროპული სტრუქტურების მხრიდან ძალადობის შეფასებას ორმაგ სტანდარტად აფასებს. დედაქალაქის მერის განცხადებით, ის ძალადობრივი პროცესები, რო...
1792412313
ახალი ამბებიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 ოქტომბრიდან ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 ოქტომბრის ღამის საათებიდან აღმოსავლეთ, ხოლო 21 ოქტომბრიდან დასავლეთ საქართველოში, 22 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ქვეყნ...
1792410965
ახალი ამბებიგანსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 5 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინეს
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 5 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა....































