ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე, წყვილიდან ერთ-ერთი კრეტაზე უცნობ ადამიანთან ერთად იმყოფებოდა - შემზარავი ამბის ახალი დეტალები

ბერძნულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გლიკა ნერაში მომხდარი ტრაგედიამდე ერთი თვით ადრე, წყვილიდან ერთ-ერთი (გარკვეული მიზეზების გამო, არ სახელდება კონკრეტულად რომელი ) კუნძულ კრეტაზე, საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან ერთად გაემგზავრა.

საქმეში მესამე პირის ფიგურირების შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია ANT1-ს საინფორმაციო გადაცემაში საუბრისას, საბერძნეთის პოლიციის ბრიგადის გადამდგარმა გენერალმა , ათანასის კატერინიპულომ გაავრცელა.

მისი განცხადებით, მას დაუკავშირდა კუნძულ კრეტაზე მცხოვრები პიროვნება, რომელმაც მიაწოდა ინფორმაცია, რომ  წყვილიდან ერთ-ერთი - ბაბი ან კაროლაინი,  საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან ერთად, მასთან სახლის დასაქირავებლად  მივიდა. 

,,რაღაც მიზეზით, კუნძულზე ერთ-ერთი იმ დროს გაემგზავრა, როდესაც, პანდემიის გამო, რეგიონალური გადაადგილება სრულიად აკრძალული იყო,  დაახლოებით 10 -12 აპრილს. ინფორმაციის მომწოდებელმა ასე აღნიშნა, რომ პირი, რომელიც კუნძულზე იმყოფებოდა, ძალიან განერვიულებული იყო და სახლი აღარ უქირავებია“- თქვა კატერინოპილომ და დასძინა, რომ სახლის მეპატრონემ ბაბი ან კაროლაინი მაშინ ამოიცნო, როდესაც მკვლელობის ამბავი მედიის საშუალებით გავრცელდა.

კატერინოპულოს შეფასებით, ის ფაქტი, რომ წყვილიდან ერთი ამხელა გზაზე,( ათენიდან კრეტაზე) საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან ერთად გაემგზავრა, ცხადყოფს, რომ მათ ურთიერთობაში სერიოზული პრობლემები ჰქონდათ.

„პოლიციამ აუცილებლად უნდა გამოიძიოს ეს ამბავი, რადგან არ ვიცით სად მიგვიყვანს ის" - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ  საბერნმეთში, კერძოდ გლიკა ნერაში, 32 პილოტმა საკუთარი 20 წლის მეუღლე 11 თვის შვილის თვალწინ გაგუდა, რის შემდეგაც, დანაშაულის დაფარვის მიზნით, პოლიციაში დარეკა და განაცხადა, რომ მის ოჯახს მძარცველთა სამ კაციანი ჯგუფი დაესხა თავს. 

დამნაშავემ ბრალი მაშინ აღიარა, როდესაც პოლიციამ მის წინააღმდეგ უტყუარი სამხილები მოიპოვა.

ნახეთ აგრეთვე 👇

ცხოვრება დავინგრიე - ბერძენი პილოტი, ცოლის მკვლელობის გამო, ბოდიშს იხდის 

ბოდიშის მოხდის შემდეგ ცოლის მკვლელი ციხეში გადაიყვანეს 

„დედა იხუტებდა იმ ხელებს, რომელმაც მის შვილს სუნთქვა შეუწყვიტა“ - რა განცხადება გააკეთა კაროლაინის ოჯახის ადვოკატმა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1749842582

ახალი ამბები

საქართველოს საგარეო უწყება: ღრმად ვართ შეშფოთებულნი ახლო აღმოსავლეთში მზარდი დაძაბულობით, რაც საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას

ღრმად ვართ შეშფოთებულნი ახლო აღმოსავლეთში მზარდი დაძაბულობით, რაც საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. „ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნავთ დი...

საქართველოს საგარეო უწყება

1749842428

მსოფლიო

ისრაელის ოფიციალური პირი: ირანი აუტანლად მძიმე ფასს გადაიხდის სამოქალაქო ტერიტორიების მიმართულებით განხორციელებული თავდასხმებისთვის

ირანის მიერ ისრაელის მიმართულებით განხორციელებული მასიური სარაკეტო თავდასხმების ფონზე, რა დროსაც დაახლოებით 200 რაკეტა იყო გაშვებული, Channel 12-ის ცნობით, ისრაელის ოფიციალური პირი ირანს ესკალაციით და...

ისრაელის ოფიციალური პირი

1749840493

მსოფლიო

ისრაელის თავდაცვითი ძალები: მთელი ისრაელი ცეცხლქვეშაა

მთელი ისრაელი ცეცხლქვეშაა - ნათქვამია ისრაელის თავდაცვითი ძალების განცხადებაში. ირანის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 100 რაკეტა გაუშვეს. ამ დროისთვის, ისრაელის თავდაცვის სისტემები აქტი...

ისრაელიისრაელი

1749839466

მსოფლიო

მედია: ირანის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 100 რაკეტა გაუშვეს - აფეთქებები ისმის თელ-ავივსა და იერუსალიმში

ისრაელის სამხედრო წყაროს ინფორმაციით, ირანის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 100 რაკეტა გაუშვეს. ამ დროისთვის, ისრაელის თავდაცვის სისტემები აქტიურად მუშაობენ შემომავალი რაკეტების გადასაჭ...

 ისრაელი ისრაელი

1749837185

მსოფლიო

ნეთანიაჰუ: ჩვენ ყველამ უნდა ვივარაუდოთ, რომ კონტრშეტევა იქნება

ჩვენ ყველამ უნდა ვივარაუდოთ, რომ კონტრშეტევა იქნება - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ. „საფასურთან დაკავშირებით, მე ვთქვი, რომ საფასური იქნება და ჩვენ ვცდილობთ მის შემცირებას...

ნეთანიაჰუ