13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი - ცოდნის მიღების საიდუმლო წყაროებზე გასვლის დღეა
მთვარის მე-10 დღე 13.12-ის 14:54 საათიდან 14.12-ის 14:54 საათამდე მოქმედებს.
სიმბოლური შესატყვისები: კირჩხიბის მე-19 და 30-ე გრადუსები.
სიმბოლო: წყარო, შადრევანი. დაკავშირებულია უშრეტი ენერგიის წყაროსთან, რომელიც მუდმივად ავსებს ადამიანს. მიგვანიშნებს სულიერ დამოუკიდებლობაზე.
მოქმედება: გამარჯვება.
სახელწოდება: შადრევანი, სახლმშენებლობა, წყარო.
ეს დღე დაკავშირებულია საკუთარ ტრადიციებზე გასვლაზე. ადამიანის თვითჩაღრმავებასთან. კარმული მეხსიერების ჩართვასთან. ამ დღეს ხდება ცოდნის საიდუმლო წყაროებზე გასვლა. ზოგჯერ ადამიანი ამ დღეს იწყებს რაიმეს კეთებას გაუცნობიერებლად.
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა: ოჯახური დღეა. კარგია, თუ მას ახლობლებთან გაატარებთ. ადვილად მიდის საქმე სახლის აშენებისას ანდა რემონტის დროს. წარმატებული იქნება ვაჭრობა, ყიდვა. არ არის რეკომენდებული მოგზაურობა. საუკეთესო დღეა აბანოსათვის.
მისტიკური ზეგავლენა: სულიერი თავისუფლების დღეა, მაგრამ არა სიმარტოვის. ოჯახური ტრადიციებისა და ფესვების შესწავლის დღეა, რომელიც თვალსაჩინო შედეგს მოიტანს. რეკომენდებულია საკუთარი დანიშნულების ძიება, გვარის ისტორიაზე მუშაობის გზით. ხშირია აღმოჩენები, მიგნებები.
მთვარის მე-10 დღეს რეკომენდებულია მედიტაცია საკუთარსა და გვარის კარმაზე, რათა ამოვხსნათ საკუთარი წარსული და მომავალი, უკეთესად წარმოვიდგინოთ, როგორ უზრუნველვყოთ მომავალი იმ გზით, რომელიც ავირჩიეთ ცხოვრებაში. გენეალოგიის ხეზე მსჯელობა, წინაპართა პორტრეტებზე მედიტაცია. უნდა შევათანხმოთ ოჯახის, სახლის განმტკიცებას. კარგია ამ დღეს მშენებლობის დაწყება. მე-10 დღე დასვენების დღეა. იგი საუკეთესოა რუსული ორთქლის აბანოსათვის.
სოციალური ზეგავლენა: საკმაოდ სასიკეთო დღეა, განსაკუთრებით ახლობლებთან, კარგად ნაცნობ ხალხთან საქმიანობისათვის. კარგად მიდის წამოწყებანი. ძველი კავშირების გაწყვეტა არ არის რეკომენდებული. განსაკუთრებით საქმიანის.
სამედიცინო თვალსაზრისით: ყველა ავადმყოფს უმსუბუქდება მდგომარეობა, თვით უიმედოებსაც კი ჴ არ იშიმშილოთ.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები: ხდებიან პოპულარულები, უწევთ შორეული მოგზაურობები. ესახებათ ამოცანა იმუშაონ მისტიკაზე. ზოგჯერ ეს მოვლენა ისე გამოიყურება, როგორც ქვეცნობიერის დაძაბულობა. ამ დღეს დაბადებულები, თავის თავში ახალი ენერგიის წყაროს აღმოაჩენენ, ბევრი მათ მიმართავენ დახმარებისათვის, როგორც სიძლიერის წყაროს.
ისინი ვინც განვითარების დაბალ საფეხურზე დგანან, ანგარებიანები არიან, ზედაპირულები, ხშირად იტანჯებიან.
ზეგავლენა ჩასახვაზე: ბავშვი დაკავშირებული იქნება თქვენს გვართან, სახელმწიფოსა და სამშობლოს კარმასთან. მას გარანტირებული ექნება წინაპართა და სხვა სულებისაგან მხარდაჭერა. მოგზაური იქნება.
მედიტაცია: გენიოლოგიური ხე.
მთვარე იმყოფება ,,ვერძის'' ზოდიაქოში 12.12-ის 1:46 საათიდან 14.12-ის 12:09 საათამდე მოქმედებს,
აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში ლომის და მშვილდოსნის ნიშნით დაბადებულებისთვის. ზომიერი წარმატება ექნებათ ტყუპების და მერწყულის ზოდიაქოს.
საქმეში წარმატება, მაგრამ შესაძლო სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ ქალწულის და მორიელის ნიშნებს.
ვერძის და სასწორის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
თევზების ზოდიაქოს ნიშნისთვის აღნიშნული დროის მონაკვეთი ზომიერად დადებითია. გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება კუროს ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია ეს პერიოდი კირჩხიბის და თხის რქის ნიშნებისთვის.
დღის პროგნოზი: 13 დეკემბერი არაერთგვაროვანი დღე იქნება. მე-9 მთვარის დღის ნეგატიური ზემოქმედება გრძელდება 15 საათამდე, ხოლო დღის შემდგომი მონაკვეთი, მთვარის მე-10 დღის დადებითი ენერგის ზემოქმედებით, წარმატების მომტანი იქნება.
ასტროლოგი: ბესო ბეციაშვილი
წყარო: astrokonsultant
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
📌 რა გელოდებათ 13-დან 19 დეკემბრამდე შუალედში ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს
📌 ვანგა და ნოსტრადამუსმა კორონავირუსი იწინასწარმეტყველეს-როდის დასრულდება ვირუსი?
1792157386
ახალი ამბებინოდარ ბოკერია: ჩვენი კონსტიტუცია იცავს პარტიების თავისუფლებას, თუმცა მკაფიოდ ავლებს ზღვარს, რომლის გადაკვეთის შემთხვევაში სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს რეაგირება და პასუხი
თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს უმრავლესობის წევრი ნოდარ ბოკერია პარტია „ლელოს“ წარმომადგენელთა განცხადებებს გამოეხმაურა და სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულა ისინი. ნოდარ ბოკერიამ ოპოზიციის წა...
1792156009
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 16 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5982 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5987 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რო...
1792154901
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: სერიოზულად არავინ აღიქვამს ევროკავშირს, მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას ითხოვენ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით და არავინ სვამს ამ მაგიდასთან მაშინ, როდესაც ეკონომიკურად და მოსახლეობით მნიშვნელოვანი მოთამაშე უნდა იყოს
„სერიოზულად არავინ აღიქვამს ევროკავშირს. მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას ითხოვენ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით და არავინ სვამს ამ მაგიდასთან მაშინ, როდესაც ეკონომიკურად და მოსახლეობით მნიშვნელოვ...
1792153362
საზოგადოებაწყალდიდობა სტამბოლში - დაიღუპა 3 და დაკარგულად მიიჩნევა 5 ადამიანი
სტამბოლში მოსული რეკორდული ნალექის შედეგად გამოწვეულ ძლიერ წყალდიდობას, ოფიციალური მონაცემებით, 3 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. როგორც მედია წერს, 5 ადამიანი დაკარგულად მიი...
1792152002
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: სად არიან ხაზარაძე, გახარია, ვაშაძე, საით უნდა გაქცევა სააკაშვილს? – უცხოეთში, არ დავუშვებთ, საქართველოში ტარდებოდეს უცხო ხელისუფლებების დღის წესრიგი
„რა განწყობა უნდა ჰქონდეს ხალხს, რომელიც საკუთარ ქვეყანას, საკუთარ კონსტიტუციას ღალატობს, იციან რა, რომ სასამართლოზე მათ წინაშე იქნება ყველა პოლიტიკური ბრალი წარდგენილი, რომელიც კონსტიტუციის დარღვევას...




























