15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი - ძალიან წყნარი და ბრძენი დღეა
მთვარის მე-12 დღე 15.12-ის 15:17 საათიდან 16.12-ის 15:42 საათამდე მოქმედებს.
სიმბოლური შესატყვისები: ლომის მე-13 და 24-ე გრადუსები.
სიმბოლო: გული, თასი.
მოქმედება: ლოცვა.
სახელწოდება: გული, თასი (გრაალის თასი).
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა: ცუდია ვაჭრობისათვის, გასამდიდრებლად, აზარტული თამაშებისთვის. საშუალოა სიყვარულისა და ქორწინებისთვის. ძალიან წყნარი და ბრძენი დღეა. კარგია ბაღში მუშაობა. ეს არის ასტრალური, ვიზუალური სახეების პერიოდი. წყალზე ყურადღების დაკონკრეტების, აზრების განსაწმენდად. ეს დღეა როდესაც სიბრძნე იმარჯვებს გონებასა და გრძნობებზე. სასარგებლოა შემოწირულობებიდან ნაწილის გასაჩუქრება, მოწყალების გაცემა, განსაკუთრებით თუ მას გთხოვენ. ვინც არ იქნება ამ დღეს მოწყალე, შესაძლოა თვითონ მოაკლდეს შეწყალება.
მისტიკური ზეგავლენა: თანაგრძნობისა და შეწყალების, საჩუქრების და მოწყალების დღეა. არ შეიძლება ჩხუბი, გაბრაზება. განმარტოების დღეა. სიმშვიდის, გარშემომყოფთა სიყვარულის დღეა. სასურველია სითხეებთან მუშაობა, ბევრი წყლის სმა, არ შეიძლება ტირილი.
ლოცვებისა და განმარტოების, საკუთარ თავში ჩაღრმავების, შემწყნარებლობის, ალტრუიზმის დღეა, მაგრამ არ შეიძლება მოშვება და ტირილი. გაბრაზება უკუნაჩვენებია.
სოციალური ზეგავლენა: კეთილი, მშვიდობიანი, შეწყალებისა და თანაგრძნობის კოსმოსური სიყვარულის გააქტიურების დღეა.
ერთის მხრივ შეიცავს ადამიანის სიყვარულს ღმერთის მიმართ, მეორე მხრივ კი ღმერთის სიყვარულს თავისი ქმნილების მიმართ. ეს ერთ-ერთი დღეთაგანია, როდესაც ლოცვები სრულდება. კარგია მე-12 დღეს აღსარების თქმა. თუ ვინმეს ეჩხუბეთ, ძნელი იქნება მერე მასთან შერიგება.
სამედიცინო თვალსაზრისით: დაავადებები ხშირად სასიკვდილოა. წყლის ბალანსის დარღვევის გამო უკეთესია წვენებით მკრუნალობა. ამ დღეს რეკომენდებულია ნაკლები უხეში საკვები. მიიღეთ ბევრი წყალი. რეკომენდებულია წვენები (გარდა ვაშლისა). გულის, ფილტვების, ზედა სასუნთქი გზების გაწმენდის დღეა. სასარგებლოა ამოსახველებელი წამლების მიღება. სრულიად უკუნაჩვენებია დატვირთვა გულზე.
მეთორმეტე დღეს ცუდი ნიშანია გატეხილი ჭურჭელი და დაღვრილი სითხე ჴ ტანჯვისა და მარტოობის ნიშანია.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები: მოწყალე და კეთილები არიან.
ზეგავლენა ჩასახვაზე: ამ დღეს ჩასახული ტანჯვის ფიალას ბოლომდე შესვამს. იქნება ძალიან უბედური, ანდა ცოდვებისგან განიწმინდება ტანჯვის გზით. ექნება ძლიერი ინტუიცია, მკურნალობის ნიჭი. ზოგიერთი ბიჭი შესაძლოა მღვდელი გახდეს.
მედიტაცია: წყალი.
მთვარე იმყოფება ,,კუროს'' ზოდიაქოში 14.12-ის 12:09 საათიდან 17.12-ის 0:42 საათამდე
აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში ქალწულის და თხის რქის ნიშნით დაბადებულებისთვის. ზომიერი წარმატება ექნებათ კირჩხიბის და თევზების ზოდიაქოს.
საქმეში წარმატება, მაგრამ შესაძლო სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ სასწორის და მშვილდოსნის ნიშნებს.
კუროს და მორიელის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
ვერძის ზოდიაქოს ნიშნისთვის აღნიშნული დროის მონაკვეთი ზომიერად დადებითია. გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება ტყუპების ზოდიაქოს ნიშანს. კრიტიკულია ეს პერიოდი ლომის და მერწყულის ნიშნებისთვის.
დღის პროგნოზი: 15 დეკემბერი არაერთგვაროვანი დღე იქნება, დღის პირველი ნახევარი, განსაკუთრებით, დილის 9-13 საათამდე, ფარდობითად პრობლემურია, დღის შემდგომი მონაკვეთი დადებითი იქნება.
ასტროლოგი: ბესო ბეციაშვილი
წყარო: astrokonsultant
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
📌 რა გელოდებათ 13-დან 19 დეკემბრამდე შუალედში ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს
📌 ასტროლოგი ხათუნა ნოელი გვირჩევს, როგორ შევხვდეთ მერწყულის ეპოქას
📌 იტალიელი ასტროლოგის, პაოლო ფოქსის 2022 წლის პროგნოზი
1792350256
საზოგადოებარომის პაპი ფილტვზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა
რომის პაპმა ლეო XIV-მ ფილტვზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ პირველი ღონისძიება გამართა. ამის შესახებ Vatican News-ი იუწყება. 18 ოქტომბერს, ოპერაციის შემდეგ პირველ საჯარო გამოჩენისას პაპმა ლეო XIV-მ მონა...
1792348393
ახალი ამბებიკახეთის პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „გამოძიებ...
1792346955
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ქალბატონი კალასი ორი წელია ეხვეწება მარკო რუბიოს შეხვედრის ჩანიშვნაზე, ეს ხომ ჩვენი მოგონილი არ არის და საჯარო ინფორმაციაა?! ერთწუთიან შეხვედრას ვერ ნიშნავს
ევროპელ ხალხს რა პასუხს სცემენ, როდესაც ყველამ იცის, რომ ნატოში ამინდს ქმნის ამერიკის შეერთებული შტატები?! მმართველი ელიტა რეალობას ხომ აცდენილია ამ შემთხვევაში?! - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“...
1792346436
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ბრიუსელს მოუწევს ადრე, თუ გვიან შეგუება იმ ფაქტთან, რომ „ქართულ ოცნებას“ ვერანაირად ჩაანაცვლებენ აგენტურით, დასხდებიან და ჩვენთან დაიწყებენ საუბარს
ბრიუსელს მოუწევს ადრე, თუ გვიან შეგუება იმ ფაქტთან, რომ „ქართულ ოცნებას“ ვერანაირად ჩაანაცვლებენ აგენტურით, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „იმ...
1792345297
საზოგადოებავარლამ ლიპარტელიანი: მხოლოდ თავიანთ სახეს წარმოაჩენენ ის ადამიანები, რომლებიც ესხმიან თავს განსაკუთრებით წარმატებულ სპორტსმენებს, ასევე იმ ძლიერ, საყრდენ ინსტიტუტებს, რაზედაც ჩვენი ქვეყანა დგას
ვფიქრობ, დრომ კარგად გამოაჩინა, რომ ეს ყველაფერი საპირისპიროდ მუშაობს. ვერანაირ ზიანს ვერ მოუტანენ ვერცერთ ადამიანს და ვერც ჩვენს ქვეყანას, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ „ქართული ოცნების” ახალგაზრდულ...


























