"20 აპრილს მზის დაბნელებაა, რაც ცხოვრების ახლიდან დაწყების შესაძლებლობას გვაძლევს" - რას წერს ასტროლოგი დავით ნიბლაძე

ასტროლოგი დავით ნიბლაძე, სოციალურ ქსელში მზის დაბნელებაზე წერს:
"20 აპრილიდან დაბნელებების დერეფანი ვერძში მზის სრული დაბნელებით გაიხსნება და 5 მაისს მორიელში მთვარის დაბნელებით დასრულდება.
🔸 წინ საკმაოდ ინტენსიური, ცვლილებების ენერგიით გაჟღენთილი პერიოდი გველოდება. დაბნელებები ისედაც საკმაო ძალით აპროვოცირებს ცვლილებებს, თუმცა ახლა ეს ეფექტი გაცილებით მძაფრი იქნება. მზის სრული დაბნელების წერტილიდან (ვერძის ბოლო გრადუსიდან) ზუსტი კვადრატი გვაქვს პლუტონთან, პლანეტასთან, რომელიც დესტრუქციასა და ტრანსფორმაციას უკავშირდება.
ვერძი არ არის ის ნიშანი, რომელიც სიმშვიდისა და ჰარმონიის შენარჩუნებისთვის დათმობაზე წავა. მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პირადი მიზნები, თავისუფლება, ინდივიდუალიზმი და პირადი გამარჯვებებია.
კარგ შემთხვევაში, ბრწყინვალე შანსი გვაქვს⤵
✅ დავუბრუნდეთ საკუთარ თავს, გავაცნობიეროთ ყველა ის ფაქტორი და გარემოება, რომელიც გვაიძულებს მოვერგოთ, დავთმოთ და დავნებდეთ იქ, სადაც მეტი პრინციპულობა გვჭირდება;
✅ გადავავლოთ თვალი წარსულს, დღევანდელ რეალობას და გავერკვეთ იმაში, ცხოვრების ასე გაგრძელების შემთხვევაში (თუ არაფერს შევცვლით), მივაღწევთ თუ არა იმას, რაც პირადად ჩვენთვის იქნება ბედნიერების მომტანი;
✅ დავგეგმოთ მოქმედებები - დეტალურად, ნაბიჯ-ნაბიჯ, სად გვჭირდება მეტი ენერგიის ჩადება, გავერკვეთ სად ვხარჯავთ დროს ფუჭად და შევიმუშავოთ სტრატეგია, რომელიც გაცილებით დიდი დოზით იქნება პირად მიზნებზე ორიენტირებული.
დაბნელების შეერთება იუპიტერთან ერთი მხრივ გაზრდის დაბნელების ენერგიის მასშტაბებს (მიზნები და სურვილებიც გრანდიოზული იქნება) და მეორე მხრივ, პლუტონთან კვადრატის გამო, წინაღობებთან შეჯახება შეიძლება არაერთი აგრესიული დაპირისპირების წინაპირობა გახდეს. ასეთი ასპექტების დროს კრიტიკულად მნიშვნელოვანია ზომიერების დაცვა და პროცესების მშვიდად, ცნობიერად გავლა. დაბნელების მეორე დღიდან მერკური უკუსვლით რეჟიმზე გადადის, ვერძის მმართველი პლანეტა მარსი კი კირჩხიბშია. რა ხდება ასეთ დროს? საკმაოდ რთულია ცივი გონებით, საღი ლოგიკით მოქმედება. ნუ ავყვებით ემოციებს. ამ დროს იმპულსურად მიღებული გადაწყვეტილება შესაძლოა, ძალიან ძვირადაც დაგვიჯდეს. მეტი დრო დავუთმოთ თვითრეფლექსიას, ანალიზს, ფიზიკურ ვარჯიშს, მედიტაციას. ეს პერიოდი დიდად არც სიახლეებისთვისაა რეკომენდებული და არც ურთიერთობების დასაწყებად. ცალსახად ჯობია, ეს დრო საკუთარ თავს დავუთმოთ, წავშალოთ ძველი პროგრამები და მოვემზადოთ სიახლეებისთვის. უშუალოდ მოქმედებაზე მაისის მეორე ნახევრიდან შეგვიძლია გადავიდეთ.
🔸 პლანეტების ასეთი კომბინაცია ცვლილებების საჭიროებასაც ქმნის და ამავე დროს, ცვლილებების შიშსაც აძლიერებს.
აქვე გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც ცვლილების შიშთან გამკლავებაში დაგვეხმარება⤵
✅ გავიაზროთ, გავაცნობიეროთ, რომ ცვლილებები ცხოვრების მუდმივი და ბუნებრივი თანმდევი ნაწილია;
✅ მივაგნოთ შიშის წყაროს: იმის გარკვევა, საიდან მოდის ცვლილების შიში მასთან გამკლავებაშიც დაგვეხმარება. უცხოს შიში? უარყოფის ან შეცდომების შიში? მიზეზის მიგნების შემდეგ გაცილებით მარტივი იქნება მასზე გამარჯვებისთვის სტრატეგიის შემუშავება;
✅ მეტად ვფოკუსირდეთ ცვლილებების სასარგებლო მხარეებზე: ცვლილებებს ბევრი დადებითი მოაქვს, როგორიცაა განვითარების, ახლის სწავლის, პერსონალური ზრდის შესაძლებლობები. დადებით მხარეებზე ორიენტირება დაგვეხმარება ცვლილებები დავინახოთ არა როგორც საფრთხე, არამედ როგორც შესაძლებლობა;
✅ გადავდგათ პატარა ნაბიჯები: როდესაც ყველაფრის ერთიანად შეცვლას ვცდილობთ, ეს პროცესი, რა თქმა უნდა, რთულად გვეჩვენება. დავშალოთ და ისე ვიბატონოთ - პატარა, მართვად და გამკლავებად ნაბიჯებად;
✅ მივაგნოთ დახმარების წყაროებს: ეს შეიძლება იყოს პროფესიონალი თერაპევტი, ქოუჩი, მეგობრები, ოჯახის წევრები, თუნდაც შესაბამისი ლიტერატურა, რომელიც გაგვამხნევებს და გაგვაძლიერებს;
✅ მედიტაცია და სუნთქვითი ვარჯიშები სიმშვიდის შენარჩუნებასა და ფოკუსირებაში დაგვეხმარება. ამ გზით მარტივად შევინარჩუნებთ "აქ, ახლა" მდგომარეობას და სტრესსაც დიდი ძალისხმევის გარეშე გავუმკლავდებით;
✅ აღვნიშნოთ პროგრესი. ეს ნაწილი ხშირად გვავიწყდება. თუნდაც პატარა მიღწევა და წინ გადადგმული ნაბიჯი იმსახურებს აღიარებასა და აღნიშვნას. ამ გზით წინ მიზნებისკენ სიარულის მოტივაციასაც მარტივად შევინარჩუნებთ.
👉 აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ თემები, რომელიც ახლა გააქტიურება ჩვენს ცხოვრებაში, აქტუალობას დაახლოებით 2 წლის განმავლობაში შეინარჩუნებს. სულ მალე კვანძები და შესაბამისად დაბნელებები დაემშვიდობება კურო-მორიელს და ვერძი-სასწორის ღერძზე გადაინაცვლებს.
✨ საერთო ჯამში, ეს დაბნელება საკმაოდ ძლიერი ენერგიის მატარებელია, რომლის სწორად და ნაყოფიერად გამოყენებისთვის მშვიდი ხასიათი, დაკვირვება, ინიციატივა, ცვლილებების მიმართ ღიაობა და გამბედაობა გვჭირდება.
ამ დაბნელების ენერგიას მეტ-ნაკლებად ყველა ვიგრძნობთ, თუმცა თუ პირად რუკაში ვერძის, სასწორის, კირჩხიბისა და თხის რქას ბოლო გრადუსებზე ან კუროს, მორიელის, ლომისა და მერწყულის დასაწყისში "ცხელი წერტილები" გაქვთ, დაბნელების გავლენა გაცილებით საგრძნობი იქნება.
✨ მშვიდობას და სასიამოვნო ცვლილებებს გისურვებთ!" - წერს ასტროლოგი დავით ნიბლაძე.
1746776178
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ესტონეთის მიერ დაწესებული სანქციები არის უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯი, მაგრამ ჩვენ ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, ეს არის ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილება
ესტონეთის მიერ დაწესებული სანქციები არის უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართ...
1746775749
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ფაშიზმი იყო უდიდესი ბოროტება და ფაშიზმის დამარცხება არის ძალიან მნიშვნელოვანი - კიდევ ერთხელ ყველა ვეტერანს მინდა მივულოცო დღევანდელი დღე
ფაშიზმი იყო უდიდესი ბოროტება და ფაშიზმის დამარცხება არის ძალიან მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში განუც...
1746773929
ახალი ამბებილევან იოსელიანი საქართველოს მოსახლეობას ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავს ულოცავს
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოს მოსახლეობას ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავს ულოცავს. „საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ულოცავს საქართველოს მოსახლეობას ფაშიზმზე გა...
1746771490
ახალი ამბებიმთავრობის განკარგულებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებმა ერთჯერადად 2000 ლარი, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრებმა 1000 ლარი მიიღეს
მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებმა ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების სახით - 2000 ლარი, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა...
1746770507
მსოფლიოტრამპმა უკრაინასა და რუსეთს 30-დღიანი უპირობო ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა: „თუ შეთანხმება არ იქნება დაცული, აშშ და მისი პარტნიორები დამატებით სანქციებს დააწესებენ“
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინასა და რუსეთს 30-დღიანი „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისკენ“ მოუწოდა. „რუსეთთან და უკრაინასთან მოლაპარაკებები გრძელდება. აშშ მხარეებს, იდეალურ შემთხვევაში, 30-დღიან უ...