„თათუს აღარ დასჭირდა თავის შულტირება, ნიას დღეს აუწყვეს თავის ქალა, ორივე გონზეა“ - ახალი ინფორმაცია ავარიის დროს დაშავებულ დებზე
დები 15 წლის ნიაკოს და 8 წლის თათული ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად თბილისში, სამი კვირის წინ დაშავდნენ.
ოჯახს ფინანსური დახმარება ესაჭიროებოდა, რის გამოც საზოგადოება გაერთიანდა.
დაშავებული დები ჯერჯერობით ისევ რეანიმაციულ განყოფილებაში არიან, თუმცა ორივე მათგანი გონს მოვიდა.
სასიხარულო ინფორმაციას სოციალურ ქსელში სანდრო ელოშვილი ავრცელებს:
„ერთ დადასტურებულ გამარჯვებაზე მოგიყვებით ყველას, ვისაც გვჯეროდა და არ გვჯეროდა, ვინც საკუთარ შვილებს მოაკელით თუნდაც ერთი ლარი და ვინც გულში ისე ილოცეთ, საკუთარი შვილებისთვის რომ ილოცებდით...
თვე ნახევრის წინ ამ ორ მზის სხივს და ღიმილა გოგოს ავტომობილი შეეჯახა და მდგომარეობა საშინლად მძიმე იყო...
ერთი ბავშვი მ. იაშვილის კლინიკაში იყო, მეორე - New Hospitals-ში... სხვადასხვა სახის დაზიანებით და სხვადასხვა სახის ბრძოლით...
ჰოდა სახელებად რომ ვიცოდეთ რა და თუ ვინმე იცნობთ, უთხარით რომ ყველაზე ჩემპიონები არიან!
ვინც პირველები ოპერაციაზე შევიდნენ... ლევან ტარუაშვილი და ირაკლი თოიძე... რეანიმაციის უფროსები: დავით ციბაძე და მაკუნა თევზაძე... დაიწყეს, დაიწყეს და არ გაჩერდნენ!
სამწუხაროდ ყველას სახელი არ ვიცი... ექიმები, ექთნები, თანამშრომლები...
მერე ჩვენც გავიგეთ ეს ამბავი და სხვის ანგარიშებზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ 60 000 ლარზე მეტი შევაგროვეთ ერთ დღეში! მაგრამ ყველაზე დიდი ჩემპიონი, ჩემი ახალი მეგობარი, სოფიო ხარშილაძე მგონია, პატარების დედა... რომელმაც თქვა რომ ზუსტად ისე იქნებოდა, როგორც მას სურდა! როგორც შვილებზე შეყვარებულ დედას უნდოდა!
ჰოდა, სულ ორი წამით დავივიწყოთ ვინ საით მივდივართ და საით მიგვეჩქარება... ვის როგორ გვინდა და როგორ გამოგვდის... ვინ რა მოვიგეთ და ვინ რა წავაგეთ...
ყველამ, სულ ყველამ გავიმარჯვეთ! სიკეთემ გაიმარჯვა ბოროტებაზე... სინათლემ გაიმარჯვა სიბნელეზე...
სიყვარულმა სიძულვილზე და რაც მთავარია... სიცოცხლემ! სიცოცხლემ! სიცოცხლემ გაიმარჯვა სიკვდილზე!
ქრისტეს გზა როა... ღმერთის გზა როა... ჩვენში როა და ჩვენი ძალაა... აი, მაგ ძალამ გაიმარჯვა!
ნიაკოს და თათულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თათუს აღარ დასჭირდა თავის შულტირება, ნიას დღეს აუწყვეს თავის ქალა ორივე გონზეა და ემოციებს კი იხარე...
ცოტა ცრემლებს ღვრიან, მაგრამ თვე ნახევარი მეც რომ მეძინოს და მწვადი არ შევჭამო, მეც ვიტირებ...
ეს ხუმრობით, მაგრამ ახლა ნამდვილად გვაქვს საქმე გასაცინად... გასაღიმად... გასახარად!წინ რთული და გრძელი რეაბილიტაციის პროცესია, მაგრამ ისეთი მაგარი გოგოები არიან... ისეთი... ისეთი...დედამიწას გადადგამენ და თავის თავს კი არა ჩვენც კი მოგვხედავენ...დედამიწის ანგელოზებო... ასეთი ხუმრობები აღარ იყოს!სამყარო უნდა გააფერადოთ! “, - წერს სანდრო ელოშვილი.
1771094595
საზოგადოებაპრემიერი: ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში რაოდენობები გადაგვენაწილებინა შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, თუ აცხადებთ, რომ კონკრეტული მიმართულებით, საჭიროა არა 5-ის, არამედ 20-ის მიღება, მზად ვართ
ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში რაოდენობები გადაგვენაწილებინა სწორედ შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ საქართველოს პრემიერ-...
1771094391
საზოგადოებაპრემიერი: შრომის ბაზრის ანალიზს შეუძლია მსხვილი სფეროები მოიცვას და ვერ ჩაუღრმავდება თითოეულ სპეციალობას - თუ სადმე არის რაიმე ხარვეზი, მზად ვართ, ვიმსჯელოთ და ჩავასწოროთ ის შესაბამისი სამართლებრივი აქტი, რომელიც არის გამოცემული
თუ სადმე არის რაიმე ხარვეზი, მზად ვართ, რომ ვიმსჯელოთ და ჩავასწოროთ ის შესაბამისი სამართლებრივი აქტი, რომელიც არის გამოცემული, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „...
1771094339
საზოგადოებაპრემიერი: ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის პრინციპი, რა თქმა უნდა, არ არის გეოგრაფიული საკითხი, თბილისში სწავლობს სტუდენტების 85 %, ეს ხელს უშლის ჩვენი რეგიონების თანაბარ სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას
ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის პრინციპი, რა თქმა უნდა, არ არის გეოგრაფიული საკითხი, თბილისში სწავლობს სტუდენტების 85 %, რაც არის გამოწვევა ქვეყნისთვის, ეს ხელს უშლის ჩვენი რეგიონების თანაბარ სოციალურ-ე...
1771093739
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: საკადრო შიმშილია ჩვენს ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, რომ გამოშვების მაჩვენებელი დაბალი არ არის, აქედან ჩანს, რამდენად გარდამტეხი ცვლილებები სჭირდება ჩვენთან განათლების სისტემას
საკადრო შიმშილია ჩვენს ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, რომ გამოშვების მაჩვენებელი დაბალი არ არის, აქედან ჩანს, რამდენად გარდამტეხი ცვლილებები სჭირდება ჩვენთან განათლების სისტემას, - განაცხადა საქართველოს...
1771092259
საზოგადოებამარიამ ჭანტურია ევროპის ღია პირველობის ბრინჯაოს პრიზიორია
ლიუბლიანაში ევროპის ღია პირველობა მიმდინარეობს. ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა მარიამ ჭანტურიამ (-78 კგ). ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში მან ბელგიელი ვიკი ვერხერი დაამარცხა. მანამდე მან ესპანელ, მონ...


























