„22 დეკემბერს მზებუდობაა, სამზადისი 20-21 -ში უნდა დაიწყოთ“ - რას გირჩევთ ასტროლოგი

22 დეკემბრის მზებუდობასთან დაკავშირებით, ასტროლოგი ქეთი ვაწაძე სოციალურ ქსელში ვრცელ ინფორმაციას ავრცელებს.
„22 დეკემბერს, 01:48 წუთზე, მზე გადადის თხის რქის ნიშანში, რაც ავტომატურად გულისხმობს, რომ დგება ზამთრის მზებუდობის მისტიკური პერიოდი.
ზამთრის მზებუდობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ პრაქტიკულად ყველა კულტურაში, თავისთავად, მას ჩვენთანაც დიდი ყურადღება ექცეოდა და ხალხში შემონახულია კიდეც ამ დღესთან დაკავშირებული რიტუალები.
ჩვენი წინაპრები მზეს მოიაზრებდნენ როგორც სიცოცხლის, ძლევამოსილების სიმბოლოს, ხოლო ზამთრის მზებუდობა აღიქმებოდა როგორც უკუნზე გამარჯვების და ახალი სიცოცხლის აღორძინების დღედ და ბევრ ქვეყანაში სწორედ ამ დღიდან იწყებოდა ახალი წელი.
მზებუდობის შესახვედრად მზადება, ბევრად ადრე იწყებოდა. და აი ის, საახალწლო სამზადისი, რომელშიც დიდი ადგილი უკავია სახლის საგანგებოდ, ძირფესვიანად დასუფთავებას, სწორედ აქედან იღებს სათავეს. ბუნებრივია, რომ სისუფთავეში ცხოვრება ეს ნორმაა და სხვა დროსაც ვალაგებთ, მაგრამ ეს წინასაახალწლო სამზადისი მაინც განსაკუთრებულია, რადგან უფრო რიტუალურ - მისტიკურ ხასიათს ატარებს, ვიდრე უბრალოდ დასუფთავება და სწორედ ასეთი განწყობით უნდა მივუდგეთ ჩვენც, როდესაც ვემზადებით ამ დღის, ანუ ცხოვრებაში ახალი სასიკეთო ციკლის დაწყებას, რათა სახლი, როგორც ჩვენი სამყოფელი, ჩვენი გაგრძელება, ჩვენი იმუნიტეტი, ადგილი, სადაც ყველაზე მეტ დროს ვატარებთ და ძალებს ვიღდგენთ გავათავისუფლოთ იმ ნეგატივისგან, რაც ბოლო ერთი წლის მანძილზე დაგვიგროვდა.
ანუ ამ რიტუალური დასუფთავებით ჩვენ უნდა გავანულოთ ნეგატიური გავლენები, პროგრამები, პრობლემები რაც გვაქვს, რაც ჩვენზე დამანგრევლად მოქმედებს, ხელს გვიშლის წინსვლაში, გვრთგუნავს და გვართმევს ენერგიას. თავიდან უნდა მოვიშოროთ ყველაფერი ზედმეტი, რაც სახლში გვაქვს, რაც დიდი ხანია უფუნქციოდ დევს, მით უფრო თუ გამოუსადეგარი ან გაბზარულია, არ მოაქვს ჩვენთვის დადებითი ემოცია - დაუნანებლად უნდა მოვისროლოთ სანაგვეზე, როგორ კარგ მოგონებებთანაც არ უნდა იყოს ის დაკავშირებული. წარსული უნდა დარჩეს წარსულში!
სასიკეთოა სახლის ენერგეტიკის ,,გამოჯანმრთელება,, საკმეველით, სურნელოვანი სანთლებით, და ცეხლის ენერგიით, ანუ სანთლების დანთებით, შეგიძლიათ დასუფთავების შემდეგ სათითაოდ დადოთ ყველა ოთახში ან ანთებული სანთელი და საკმეველი შემოატაროთ ოთახებს. თან ეს ყველაფერი ხალისით, პოზიტივით უნდა გავაკეთოთ. შეგიძლიათ ამ დროს იმღეროთ, ან კარგი, ჰარმონიული მუსიკის ფონზე იმუშაოთ.
კარგი იქნება თუ ეს დასუფთავება ერთი ადამიანის კისერზე არ გადავა და მთელი ოჯახი ჩაერთვება ამ სამზადისში - თითოეულ ოჯახის წევრს ხომ საკუთარი ენერგეტიკული სივრცე აქვს მოსაწესრიგებელი და ასაბრდღვიალებელი?:)
რადგან წელს 22 დეკემბერს გვაქვს მზებუდობა, სამზადისი 20-21 -ში უნდა დავიწყოთ.
არის მრავალი რეკომენდაცია სურვილების ასრულების - თუნდაც ის, რომ ჩამოვწეროთ ყველაფერი, რაც გვაწუხებს, ხელს გვიშლის, ჩვენს მავნე ჩვევად მიგვაჩნია, ურთიერთობები, რომლებმაც ამოწურეს უკვე თავისი ლიმიტი, შეცდომები, დაავადებები, პრობლემები და ეს ფურცელი 21 დეკემბერს, დღის მიწურულს დავწვათ, ასე ვთქვათ გავუშვათ ჩვენი ცხოვრებიდან, სამუდამოდ დავემშვიდობოთ, თუმცა მაინც უნდა ვიყოთ მადლიერები, რომ ეს ყველაფერი გარკვეულ წილად ჩვენი მასწავლებლები, გამოცდილების მისაღებად აუცილებელი გაკვეთილები იყო, მადლობა სამყაროს გაკვეთილებისთვის (აუცილებლად გააკეთეთ ანალიზი რაში დასჭირდა თქვენს სულს ამ გაკვეთილის გავლა, რა არასწორი ნაბიჯების გამო მოხდა ეს ყოველივე და რა ისწავლეთ). როდესაც დაწვავთ ამ ფურცელს, აუცილებლად სთხოვეთ სამყაროს, რომ გაუკეთოს ამ თქვენს ნეგატივს უტილიზაცია და სასიკეთო ენერგიად გარდაქმნას.
სხვა ფურცელზე, ჩამოწერეთ თქვენი მიზნები, სურვილები და აქციეთ ეს თქვენს სამომავლო გეგმად! შეგიძლიათ ოცნების დაფების გაკეთებაც. გაიაზრეთ რა გჭირდებათ თქვენი მიზნების მისაღწევად და რწმენით იმოქმედეთ! ხშირად მიუბრუნდით თქვენს ჩანაწერს და გააკეთეთ თქვენი მიზნების ვიზუალიზაცია, შეიქმენით შესაბამისი მოლოდინი და ასეც იქნება!
თუმცა, უმთავრესი ,,რიტუალი“ ჩემი აზრით არის ის, რომ აუცილებელია შევეცადოთ შევასრულოთ ჩვენი დაპირებები, შეძლებისგვარად დავაბრუნოთ ვალები, ნაწილი მაინც, ისევ და ისევ - ვაპატიოთ, მივუტევოთ და ჩვენც ვითხოვოთ პატიება, თუნდაც ჩვენთვის, გულში, დავლოცოთ, სიკეთე ვუსურვოთ სხვებს, რათა გავხსნათ ის ნეგატიური კარმული კვანძები, რაც გარშემომყოფებთან გვაკავშირებს.
მიტევება, წყენის დავიწყება ყველაზე მეტად ისევ ჩვენ გვჭირდება, არ აქვს მნიშვნელობა ის ადამიანი იმსახურებს თუ არა პატიებას, ჩვენ ვიმსახურებთ, რომ ამ ნეგატივით არ დავიმძიმოთ გული, ვინაიდან იცით ალბათ, რომ ნეგატივის, წყენის ,,თრევაზე“, ისევ ჩვენი უზარმაზარი ენერგია იხარჯება. გამოათავისუფლედ ეს ენერგია! მოიხმარეთ თქვენ და სასიკეთოდ! სასიხარულოდ! რატომ ახარჯავთ სხვებს?
და აუცილებლად შეურიგდით ოჯახის წევრებს, ნათესავებს, რადგან რეალურად, ეს ადამიანები არიან ჩვენი წარმატებაც, წინსვლაც და ,,მაგიური“ დაცვაც. მათზეა დამოკიდებული რამდენად ძლიერად ვიდგებით ფეხზე, რამდენად შევძლებთ უსიამოვნებებთან განმკლავებას, ვინაირად ჩვენი ოჯახის წევრები, ახლობლები და კეთილის მსურველები ქმნიან ჩვენთვის ენერგეტიკულ დამცავ ფარს.ეს მართლაც, რომ უმნიშვნელოვანესი, მისტიური, ყველაზე იმედიანი პერიოდია ჩემი აზრით. ყველაზე გრძელი ღამის შემდეგ იცი, რომ წინ სიკეთის, სინათლის მატების მზიანი დღეები იწყება, მზის ასტრონომიული დაბადების დღე. სამი დღეც და...25 დეკემბერს მზე თავის ახალ ციკლს დაიწყებს! ფეხბედნიერი ყოფილიყოს! სიკეთეს გისურვებთ!“ - წერს ქეთი ვაწაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 "იცით, რომ ბადრი ესებუა დაიჭირეს?" - რას წერს ჟურნალისტი
🔵 ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს აშშ-ში ჩავა და ჯო ბაიდენს შეხვდება
1754153751
ახალი ამბები30 აგვისტოს რაჭაში ველომარათონი გაიმართება
30 აგვისტოს რაჭაში ველომარათონი გაიმართება. ველოგარბენის სპორტული ნაწილი დაგეგმილია სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მიერ, რომელიც მხარდაჭერილია რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახე...
1754152417
საზოგადოებაპრემიერ-მინისტრი შაორის ბანაკში საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენელ ახალგაზრდებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენელ ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებიც საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით შაორის ახალგაზრდულ ბანაკშ...
1754149225
საზოგადოებაგიორგი გამსახურდია პროკურატურის განცხადებაზე, რომ ნინო დათაშვილის ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა, აცხადებს, რომ ყველაფერი დოკუმენტირებული და იურიდიულად გამყარებულია
გიორგი გამსახურდია თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის მიმართ თავდასხმის ფაქტზე, აქტივისტ ნინო დათაშვილის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურის განცხადებას ეხმიანება. გამსახურდია X-ზე...
1754146379
ახალი ამბებიგიორგი კალანდარიშვილი 4 ოქტომბრის არჩევნებზე: არ დავუშვებთ იმას, შესაბამისი ინსტიტუტებიც თავის მხრივ, რომ არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარებას რამენაირად ხელი შეეშალოს
არ დავუშვებთ იმას, შესაბამისი ინსტიტუტებიც თავის მხრივ, რომ არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარებას რამენაირად ხელი შეეშალოს, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ცენტრალური საარჩევნო კომისი...
1754144505
საზოგადოებათბილისში, ბაგების ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია
თბილისში, ბაგების ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცეცხლი ბალახსა და ხეებს ეკიდა. ადგილზე მობილიზებული იყო მეხანძრე-მაშველები.