“დაუკვირდით ამ დღეების მოვლენებს, რაც ახლა მოხდება, ეს თემები ძალზე მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ცხოვრების მომდევნო ექვსი თვის მანძილზე“ - ხათუნა ნოელი

"დაუკვირდით ამ დღეების მოვლენებს, რაც ახლა მოხდება, ეს თემები ძალზე მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ცხოვრების მომდევნო ექვსი თვის მანძილზე", - ხათუნა ნოელი ასტროლოგიური მოვლენის შესახებ გვესაუბრება, რომელიც ძალაში სულ რამდენიმე დღეში შევა. 

ფიქსირებული ვარსკვლავები - ალდებარანი და ანტარესი ცაზე  ერთმანეთის საპირისპიროდ მდებარეობენ, პირველი ტყუპების ნიშანშია, მეორე კი მშვილდოსანში. ისინი ქმნიან  ეგრეთ წოდებულ "კატასტროფების ღერძს".

სულ მალე, 4 სექტემბერს, მარსი შედის  თავისი ტრაექტორიის მარყუჟში; 6-9 სექტემბერს კი ზემოთ ხსენებულ  კატასტროფების ღერძზე გადაივლის და ალდებარანს შეუერთდება.  
სტატისტიკა ადასტურებს, რომ როდესაც რომელიმე პლანეტა აღწევს ამ „ღერძს“,  ძალზე ხშირად მასშტაბური კატასტროფები ხდება ხოლმე. ამასთან, არა აქვს მნიშვნელობა რომელი პლანეტა გამოედება ამ დაჭიმულ ძაფს.

მაგალითად, ჩერნობილის  აფეთქების დროს, ალდებარანს მერკური უერთდებოდა. მარსისა და ალდებარანის ბოლო შეერთებისას პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი დაიწვა... თუმცა, რასაკვირველია ბევრია ისეთი მაგალითებიც, როდესაც რომელიმე პლანეტით გააქტიურების მიუხედავად, კატასტროფების ღერძი მოვლენებს არ იწვევს.

დაუკვირდით ამ დღეების მოვლენებს, რაც ახლა მოხდება, ეს თემები ძალზე მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ცხოვრების მომდევნო ექვსი თვის მანძილზე. განსაკუთრებით ეს ეხებათ იმათ, ვისაც ტყუპების 8°ზე რაიმე გყავთ (აქ ხდება მარყუჟში შესვლა) და აგრეთვე მათ, ვისაც ამავე ზოდიაქოს 10°ზე (ვარსკვლავი ალდებარანის მდებარეობა) გყავთ პლანეტები ან სხვა მნიშვნელოვანი წერტილები.

მინდა  აქვე აუცილებლად შევეხო თვითონ  ალდებარანსაც. როდესაც ის რუკაში რაიმე პლანეტით არის გააქტიურებული, განსაკუთრებით კი მზესთან შეერთებით, იძლევა პატივს, გონიერებას, მჭევრმეტყველებას, სიმტკიცეს, პატიოსნებას, პოპულარობას, გამბედაობას, სისასტიკეს, მეამბოხეობას, პასუხისმგებელ თანამდებობას, საჯარო პატივისცემას და ძალაუფლებისა და სიმდიდრის მოპოვებას სხვების მეშვეობით, მაგრამ მისი სარგებელი იშვიათად გრძელდება დიდხანს  და ასევე არსებობს ძალადობისა და დაავადების საშიშროება. 

ჯერ კიდევ 5000 წლის წინ, როდესაც ბუნიობის წერტილს ემთხვეოდა,  ალდებარანი ცნობილი იყო როგორც სიძლიერისა და პატივის მომტანი. 
სპარსული ტრადიციით ის ერთ-ერთია ოთხი სამეფო ვარსკვლავიდან (ალდებარანი, ფომელგაუტი, რეგულუსი და ანტარესი), რომლებიც ზეციური კარიბჭეების მცველებად ითვლებოდნენ და ებარათ აღმოსავლეთი, დასავლეთი, სამხრეთი და ჩრდილოეთი. ქრისტიანული ასტროლოგია ამ ოთხ ვარსკვლავს ოთხ მთავარანგელოზს უკავშირებს. ამათგან მიქაელ მთავარანგელოზს ეკუთვნის ალდებარანი. 

ალდებარანი სამეფო ვარსკვლავია და თუ მას თქვენი მზე, ან რუკის სხვა მნიშვნელოვანი წერტილი უერთდება, ის წარმატებას იძლევა,  მაგრამ სანაცვლოდ ითხოვს იყო შენი ღირებულებების ერთგული. თუ  ბოლომდე გულწრფელი  არ ხარ შენს საქმეში, მაშინ დაკარგავ ყველაფერს, რაც მოუცია და აღზევების ნაცვლად  დედამიწაზე დაენარცხები.

არ დაგვავიწყდეს, რომ ბიბლიაშიც მიქაელ მთავარანგელოზი უფლის ზეციური მხედრიონის მხედართმთავარია. ანუ ის ისედაც მარსიანულ ხასიათს ატარებს. ამიტომ ის მოვლენები, რომელსაც  პლანეტა მარსისა და ალდებარანის შეერთების დროს ექნება ადგილი,  დიდი ალბათობით სამხედრო  ქმედების კიდევ უფრო გაფართოება/გააქტიურებას გამოიწვევს. ამავდროულად, ალდებარანი აუცილებლად  დასჯის იმას, ვინც უფლის ნების საწინააღმდეგოდ იქცევა.

საინტერესოა, რომ ბაიდენის რუკაში ალდებარანი სატურნთანაა შეერთებული. ვფიქრობ, მის ცხოვრებაში უახლოეს 6 თვეში ძალზე მნიშვნელოვანი პროცესები წარიმართება მისი საზოგადოებასთან ურთიერთობის  და იმიჯის თვალსაზრისით. შესაძლოა, დღის წესრიგში დადგეს პარტნიორობის თემაც, რადგან სატურნი მის რუკაში მეშვიდე სახლში ზის და ეს საკითხები აბარია.

ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლების რუკებში ალდებარანი აქტიური არაა. იგივე შემიძლია ვთქვა ზელენსკიზე და პუტინზე. აი, ნიკოლო ფაშინიანის მზე კი პირდაპირ ალდებარანს უერთდება. თუმცა, მისი მხოლოდ კოსმოგრამა ვიცით და რა თემებს გაააქტიურებს მის ცხოვრებაში მარსისა და ალდებარანის შეერთება, ძნელი სათქმელია. დავაკვირდეთ და ვნახავთ...

კატასტროფების  ღერძზე მარსი ხელახლა გაივლის  2023 წლის დეკემბერში, იმ ხანად ის  ვარსკვლავ ანტარესს შეუერთდება, რომელიც მთავარანგელოზ ურიელს განასახიერებს. თუმცა, ამაზე უკვე სხვა დროს გვექნება საუბარი....
ინდივიდუალური კონსულტაციისათვის მომმართეთ პირადში.

წყარო: "ასტროზონა"

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1744893619

ახალი ამბები

ვაკის პარკში შშმ პირებისთვის ახალი ლიფტი მოეწყო

ვაკის პარკში შშმ პირების უსაფრთხო გადაადგილებისთვის ადაპტირებული ლიფტი მოეწყო. შპს „თბილსერვის ჯგუფის“ პროექტის ფარგლებში, ძველი, ამორტიზებული კონსტრუქციის დემონტაჟის შემდეგ, ვერტიკალური დახურული პლატ...

ვაკის პარკში შშმ პირებისთვის ახალი ლიფტი მოეწყო

1744892294

ახალი ამბები

განათლების სამინისტრო: ამ ეტაპზე, ჩინური ენა 15 სკოლაში დამატებითი მომსახურების სახით ისწავლება, ვინაიდან მის შესწავლაზე მოთხოვნა მზარდია

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სკოლებში ჩინურის, როგორც მეორე ენის სწავლების შესახებ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში...

განათლების სამინისტრო

1744890887

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი: არასამთავრობო სექტორში გამჭვირვალობა გაღიზიანებას იწვევს

მმართველი გუნდის წევრის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, არასამთავრობო სექტორში გამჭვირვალობა გარკვეულ გაღიზიანებას იწვევს, რადგან დაფინანსებები ძირითადად არამართლზომიერი პოლიტიკური მიზნების მისაღწევა...

პარლამენტის დეპუტატი

1744888627

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ღმერთმა ორი სქესი შექმნა - ქალი და კაცი

„ღმერთმა ორი სქესი შექმნა - ქალი და კაცი“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში წინა სააღდგომო ლოცვასა და ვახშამზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. ტრამპმა კიდევ ერთხელ გაუსვა...

დონალდ ტრამპი

1744887693

ახალი ამბები

კახა კალაძე: თუ დოიაშვილს პოლიტიკაში მოსვლა უნდა, შეუძლია, მიიღოს ეს გადაწყვეტილება, პროტესტი არ ნიშნავს, რომ არ იმუშაო და არ გააკეთო შენი საქმე

„შეიძლება, ადამიანს განსხვავებული შეხედულება ჰქონდეს, ეს ჩემთვის იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ მტრები ვართ“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, სადაც ის გამოეხმაურა „ვასო აბაშიძ...

კახა კალაძე