დღეიდან, 18 იანვრიდან კარმული პერიოდი იწყება, გაიგეთ, ჰოროსკოპის რომელ ნიშანზე იმოქმედებს ის! - რამაზ გიგაურის ასტროლოგიური პროგნოზი
ასტროლოგი რამაზ გიგაური კარმული ცვლილებების პერიოდზე ვრცელ განმარტებას ავრცელებს. რას გულისხმობს კარმული პერიოდი, ანუ რა ტენდენციებს დაუკავშირდება მთვარის კვანძების კუროსა და მორიელში გადასვლა?!
- მოქმედების პერიოდი...
2022 წლის 18 იანვარი - 2023 წლის 18 ივლისი
- რა ტენდენციაა?
2022 წლის 18 იანვარს მთვარის აღმავალი-ჩრდილოეთ კვანძი (რაჰუ) კუროს ზოდიაქოში გადაინაცვლებს. შესაბამისად მთვარის დაღმავალი-სამხრეთ კვანძი (კეტუ) - მორიელის ნიშანში გადავა. რაჰუ - ტყუპიდან კუროში გადავა, ხოლო კეტუ შესაბამისად - მშვილდოსნიდან მორიელში (კვანძები რეტროგრადულად, ანუ უკან მოძრაობენ და სწორედ ამიტომ ხდება ასე). ასტროლოგიური თვალსაზრისით მთვარის კვანძები ერთმანეთისგან ყოველთვის საპირისპირო პოზიციაში იმყოფებიან, სწორედ ამიტომ მთვარის კვანძები ერთდროულად შეიცვლიან პოზიციებს.
/ასტროლოგიაში მთვარის კვანძები კარმულ პროგრამაზე, პროგრესსა და რეგრესზე, ევოლუციურ და ინვოლუციურ გზაზე მიანიშნებს/.
- რა იყო?!
მთვარის კვანძების ტყუპ-მშვილდოსანში მოძრაობა მიანიშნებს იმ იდეებზე, კონცეფციებზე, მსოფლმხედველობაზე, რომელიც დაახლოებით ბოლო 1,5 წლის განმავლობაში ვითარდებოდა მსოფლიოში. ეს დაახლოებით 2020 წლის გაზაფხულიდან - ამ პერიოდამდე დაწყებული პროცესებია.
ბუნებრივია, პირველ რიგში რაც გაგვახსენდება, ეს არის კოვიდი, პანდემია და ამის ნიადაგზე შექმნილ-განვითარებული მსოფლმხედველობა. შეიძლება ითქვას, რომ ბოლო 1,5 წლის განმავლობაში რეალურად შეიცვალა მსოფლიო. შეიცვალა ადამიანების მსოფლმხედველობა და მათ მოუწიათ „ახლებურად აზროვნების“ დაწყება. ბევრი რამის შესწავლა და ბევრ სიახლესთან შეგუება.
მთვარის კვანძების ეს ციკლი დაუკავშირდა ინფორმაციას, ურთიერთობებს და ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ცვლილებებს.
- რა იქნება?!
2022 წლის 18 იანვრიდან დაიწყება დაახლოებით 1,5 წლიანი პერიოდი, რომელიც განსხვავებულ კარმულ პროგრამებს მოიტანს. ეს დაუკავშირდება მატერიალურ ფორმებს და უპირველესად, ფინანსურ სფეროს.
თუ ტყუპი-მშვილდოსნის ღერძი - ეს არის კომუნიკაცია და ინფორმაცია, კურო-მორიელის ღერძი - ეს არის მატერია და ფინანსები. აქედან გამომდინარე, მთელი მსოფლიოს მასშტაბით წინ წამოიწევს ფინანსური საკითხები. მოსალოდნელია მთელი რიგი ქვეყნები, ორგანიზაციები, კომპანიები სერიოზული ფინანსური გამოწვევების წინაშე დადგნენ. ეს არ იქნება მხოლოდ ფინანსები. ეს იქნება მთლიანობის, ფორმების შესაძლო ცვლილებები და ამ კუთხით გეოპოლიტიკური რყევები.
როდესაც მთვარის კვანძები კურო-მორიელში გადადიან - იშლება ძველი ფორმები და იქმნება ახალი. უნდა ითქვას, რომ ეს მხოლოდ ფინანსებს, ეკონომიკას არ ეხება, როგორც უკვე აღვნიშნეთ, გარკვეულწილად ეს უკავშირდება პოლიტიკასაც. აქედან გამომდინარე, უახლესი 1,5 წლიანი პერიოდი ბევრ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ფორმას საფრთხეს შეუქმნის და რომელი ფორმაც ამ პერიოდში შექმნილ გამოწვევებსა და კრიზისებს ვერ გაუძლებს, უბრალოდ ჩამოიშლება. ეს არის მოძველებული და დასუსტებული ფორმების ნგრევისა და ახლის, გაცილებით მტკიცე და ძლიერი ფორმების შენების პერიოდი.
მოხდება ბევრი ფასეულობის გადაფასება და გარდაქმნა.
არ არის გამორიცხული ამ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი ეკოლოგიური კატასტროფაც ვიხილოთ.
- წინა ინგრესია!
საინტერესო იქნება თუ მთვარის კვანძების კურო-მორიელში წინა ინგრესიას გადავხედავთ. ეს იყო 2003 წლის აპრილიდან - თითქმის 2004 წლის ბოლომდე.
2003-04 წლები მთელი მსოფლიოს და ასევე საქართველოს მასშტაბით ძალიან მნიშვნელოვანი იყო და აქ იგულისხმება როგორც პოლიტიკურ-ეკონომიკური, ისე ფინანსური და ეკოლოგიური საკითხებიც კი. თუ გადავხედავთ ამ პერიოდს, აღმოვაჩენთ, რომ როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში პოლიტიკურ-ეკონომიკური კუთხით დასრულდა ერთი ფორმა (წესრიგი) და განსხვავებული ფორმები შეიქმნა. სწორედ მსგავსი ტენდენციების ალბათობა იქნება მაღალი 2022 წლის 18 იანვრიდან - 2023 წლის 18 ივლისამდე.
- ვისთვის იქნება მნიშვნელოვანი?!
ზოდიაქოს ნიშნებიდან, ცხადია უპირველესად მნიშვნელოვანი იქნება კუროს და მორიელის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის. მათთვის იწყება კარმული პერიოდი და მათ ამ 1,5 წლიან პერიოდში ახალი რეალობის ფორმირება, „ძველის“ დასრულება და „ახლის“ დაწყება მოუწევთ.
* თუმცა ზემოთ აღნიშნული ტენდენციები მხოლოდ კუროებისა და მორიელების ცხოვრებაში არ განვითარდება. არა ნაკლებად მნიშვნელოვანი იქნება იმ ადამიანებისთვისაც, ვისაც პირად ჰოროსკოპში კუროს ან მორიელის ზოდიაქოში განთავსებული აქვთ ასცენდენტიც (ისინი დაიწყებენ ასევე ახალ ციკლს - დაასრულებენ ძველ კარმულ პროგრამებს და დაიწყებენ ახალ).
* შედარებით ნაკლებად, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი იქნება, ვისაც პირად ჰოროსკოპში კუროში ან მორიელში განთავსებული აქვთ მთვარე ან სტელიუმი (რამდენიმე პლანეტის შეერთება).
* მთვარის კვანძების ეს ციკლი კარმული ცვლილებების თვალსაზრისით ასევე მნიშვნელოვანი იქნება შემდეგ პერიოდებში დაბადებული ადამიანებისთვის:
5.03.1938 - 11.09.1939
3.08.1947 - 25.01.1949
5.10.1956 -16.06.1958
19.02.1966 - 19.08.1967
10.07.1975 - 7.01.1977
11.09.1984 - 9.05.1986
1.02.1994 - 31.07.1995
15.04.2003 - 26.12.2004
30.08.2012 - 8.02.2014
ასტროლოგი: რამაზ გიგაური
1789622859
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: მეტი დეტალი თუ არის, როგორც ირაკლი ღარიბაშვილი საუბრობს, იყო მესამე, მეოთხე, მეხუთე წერილი, რამე ნახეთ იმ წერილებში? ანუ, აბსურდთან გვაქვს საქმე
„არანაირ კავშირში არ არის, ჩვენს ქვეყანაში, ზოგადად, სულ რაღაც ხდება და აქედან გამომდინარე, ნებისმიერი მოვლენა შეიძლება დაუკავშირო პოლიტიკოსის პოლიტიკიდან წასვლას“, - ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნე...
1789620569
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 17 სექტემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
17 სექტემბერს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +28 და ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მ...
1789591788
საზოგადოებალევან მახაშვილი: ჩვენ გვინდა ევროპასთან თანამშრომლობა, ოღონდ ეს თანამშრომლობა არა ყველაფრის ფასად, აქ ამაზეა ლაპარაკი
ჩვენ გვინდა ევროპასთან თანამშრომლობა, ოღონდ ეს თანამშრომლობა არა ყველაფრის ფასად, აქ ამაზეა ლაპარაკი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევა...
1789590459
საზოგადოებალევან მახაშვილი მარტა კოსზე: მან წააგო გეოპოლიტიკური კონკურენაცია ამერიკასთან. ფაქტია, რომ გეოპოლიტიკური კონკურენციის კონტექსტში ერთსა და იმავე სიბრტყეზე აყენებს რუსეთს, ჩინეთს და აშშ-ს
„მან [მარტა კოსი] წააგო გეოპოლიტიკური კონკურენაცია ამერიკასთან“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა ევროკომისარ მარტა კოსის იმ განცხადები...
1789589791
საზოგადოებალევან მახაშვილი გვარამია-ჯაფარიძის ნორვეგიის ელჩთან ფარულ შეხვედრაზე: წარსულმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ თითოეული ასეთი შეხვედრა შემდგომი რადიკალიზაციის წყარო იყო
ყველაზე დასანანი და შეიძლება გასაკვირიც ის არის, რომ ნორვეგიის ელჩი სულ ახალი ჩამოსულია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა...




























