„ყველაზე იღბლიანი მაინც თქვენ ხართ ამ პერიოდში, მაგრამ სირთულეები კვირის პირველ ნახევარში მაინც იქნება“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან
ქვეყნის მთავარი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი, რომელიც საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს და გვიზიარებს რჩევებს კვირის, თვის, წლის თუ დღის ასტროლოგიურ მოვლენებზე, ამჯერად ასტროლოგი „იუთუბის“ საკუთარ არხზე 9-15 სექტემბრის შუალედში მიმდინარე ასტროლოგიური პროგნოზს გვიზიარებს.
მისი განმარტებით, მიმდინარე კვირის პირველი ნახევარი შედარებით მძიმე იქნება და ზოგიერთ პროექტს შეექმნება სირთულეები. ამასთან მისი თქმით, ჯანმრთელობა ყურადსაღები საკითხია. 13 სექტემბრიდან დედამიწა დადებით ენერგოველში გადადის და მდგომარეობა სტაბილურდება.
ვერძი
კვირა უკვე 12 რიცხვიდან მშვიდია, სტაბილურია და რაღაც შეცვალოთ მეთოდოლოგიაში. კვირის პირველი ნახევარი შესაძლოა რთული იყოს და უამრავი ვალდებულება გექნებათ. ჯანმრთელობას მიაქციეთ ყურადღება. 10-14 სექტემბერი კარგია, არ ვარგა 12 სექტემბერი.
კურო
პერიოდი მთლიანად კარგია, ენერგოტონუსი იმატებს. კვირის პირველ ნახევარში ემოციური არასტაბილურობა იმატებს 12 რიცხვამდე. შემდგომ უკვე პოზიტიური მდგომარეობაა, იღბალი თქვენკენ შემოტრიალდება და შესაძლოა ბონუსი მიიღოთ. კარგია 13 სექტემბერი და არ ვარგა 11 და 15 რიცხვები.
ტყუპები
12-მდე პერიოდი რთულია, არ გადაწყვიტოთ მემკვიდრეობით საკითხები. ჯიუტობის ალბათობა იმატებს, ფინანსური სირთულეები შესაძლოა წარმოიქმნას, 12 -დან კი მდგომარეობა გაცილებით უკეთესია. კარგია 10-14 სექტემბერი, არ ვარგა 12 რიცხვი.
კირჩხიბი
კვირის პირველ ნახევარში შედარებით ყურადღებით იყავით, სიფრთხილე გმართებთ მგზავრობა-მოგზაურობის დროს. მდგომარეობა 12-დან უმჯობესდება, ენერგოტონუსი მთელი კვირა მდგრადია, მიუხედავად ამისა, კვირის პირველ ნახევარში „ფეიკების“ ალბათობა მაღალია და მოითხოვს ეს პერიოდი მეტ სიფრთხილეს. კარგია 13 სექტემბერი და არ ვარგა 11-15 რიცხვები.
ლომი
კვირის პირველი ნახევარი გაუგებრობა იჩენს თავს, ნათესავებთან ნაკლებად ობიექტური იქნებით. ფულის უყაირათოდ ხარჯვის ტენდენცია მაღალია. ენერგოტონუსი კვირის მეორე ნახევრიდან მოიმატებს. კარგია, 11-15 სექტემბერი, არ ვარგა 13 სექტემბერი.
ქალწული
ყველაზე იღბლიანი მაინც თქვენ ხართ ამ პერიოდში. მაგრამ სირთულეები კვირის პირველ ნახევარში მაინც იქნება ბევრი და შესაძლოა, გაუგებრობებმა იჩინონ თავი. 12-დან კი პერიოდი გაცილებით კარგია, კარიერული წინსვლის კუთხითაც. ამავდროულად შესაძლოა სოციალურ პროექტებში ჩაერთოთ. ამავდროულად კარგია 9-12 სექტემბრის რიცხვები, არ ვარგა 11 და 15 სექტემბერი.
სასწორი
რთული პერიოდია თქვენთვის, ენერგოტონუსი დაბალია. 12 სექტემბრიდან სასიკეთო ცვლილებები თვალშისაცემი იქნება, ეს პერიოდი უკეთესია სულიერი განვითარებისთვის, დავების გადასაწყვეტად, მოგზაურობ-მგზავრების კუთხით. ამასთან ეს პერიოდი ითხოვს ყურადღებას, რადგან გაღიზიანება ჯერ კიდევ მაღალია. 10-14 სექტემბერი კარგია, არ ვარგა 12 სექტემბერი. შემდეგი კვირა გაცილებით უკეთესი იქნება ყველა მხრიდან.
მორიელი
ენერგოტონუსი მაღალია, ინტუიცია მაღალ დონეზეა, ჯანმრთელობა მდგრადია. პირველი ნახევარი კვირის საფრთხილოა, კვირის მეორე ნახევარი გაცილებით უკეთესია. ნიჭი თქვენი ახლებურად გამოვლინდება და არასტანდარტული გადაწყვეტილებებიც შეიძლება მიიღოთ. ყველაზე კარგია 9-13 რიცხვის დღეები და არ ვარგა 11-15 დღეები.
მშვილდოსანი
ენერგოტონუსი დაბალია, შესაძლოა კონფლიქტი წარმოიქმნას პარტნიორულ თანამშრომლობასთან დაკავშირებით. ამასთან კვირის პირველ ნახევარში ვერ იგრძნობთ იმ მხარდაჭერას ახლობლებისგან, რომელსაც ითხოვთ. კარგია 11-15 სექტემბრის დღე და არ ვარგა 9-13 რიცხვები.
თხის რქა
ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია, 12 რიცხვიდან მეტი შესაძლებლობა გექნებათ, რომ გამოავლინოთ საკუთარი შესაძლებლობები, მოერიდეთ მოგზაურობა-მგზავრობას და ფრთხილად იყავით საბუთებთან. კარგია 12 რიცხვი და არ ვარგა 10-14 სექტემბრის დღეები.
მერწყული
კვირის მეორე ნახევარი 12 რიცხვიდან ენერგოტონუსი გაცილებით გაძლიერდება. შეიძლება წინადადებები მიიღოთ, იღბალი მოიმატებს, მოგებების შესაძლებლობა მოიმატებს. ფინანსურმა პრობლემებმა შესაძლოა იჩინონ თავი. ჯანმრთელობა არამდგრადია, პარტნიორული გაუგებრობების ალბათობაც მაღალია. კარგია 11-15 დღეები და არ ვარგა 9-13 სექტემბრის დღეები.
თევზები
კვირის მეორე ნახევარი გაცილებით უკეთესია, მშვიდი ხდებით, საოჯახო სასიამოვნო ტენდენციები წარმოჩნდება. შემოქმედებითი ნიჭი და უნარი შესაძლოა კარგად წარმოაჩინოთ. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა ქედმაღლური თვისებები გამოავლინოთ ურთიერთობებში. კვირის მეორე ნახევარი გაცილებით უკეთესია. კარგია 12 სექტემბრის დღე და არ ვარგა 10 და 14 რიცხვი.
1736868915
მსოფლიოსერგეი ლავროვი - რუსეთი მზადაა განიხილოს უსაფრთხოების გარანტიები იმ ქვეყნისთვის, რომელსაც ახლა უკრაინა ჰქვია
„რუსეთი მზადაა განიხილოს უსაფრთხოების გარანტიები იმ ქვეყნისთვის, რომელსაც ახლა უკრაინა ჰქვია, მაგრამ შეთანხმებების მიღწევაში მთავარი ევრაზიული კონტექსტი გახდება,“ - აღნიშნულის შესახებ რუსეთის საგარეო...
1736868035
მსოფლიოვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი ბრიგადები დღეისთვის არ არიან საკმარისად აღჭურვილი, უნდა აღვჭურვოთ შესაბამისი სამხედრო ტექნიკით, უპირველეს ყოვლისა, ეს უნდა უზრუნველყონ პარტნიორებმა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ პირველ რიგში საჭიროა უკრაინის არმიის შეიარაღებითა და ტექნიკით უზრუნველყოფა. ამის შესახებ ზელენსკიმ გერმანიის თავდაცვის მინისტრ ბორის პისტორიუსთან შ...
1736865240
მსოფლიოჯეიკ სალივანი აცხადებს, რომ უკრაინის არმიაში ცოცხალი ძალის დეფიციტი მწვავე პრობლემად რჩება და უკრაინას მისი გადაჭრა მოუწევს
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი აცხადებს, რომ ცოცხალი ძალის დეფიციტი უკრაინის არმიაში მწვავე პრობლემად რჩება და ეს არის ის საკითხი, რომლის გადაჭრაც უკრაინას...
1736861303
ახალი ამბებივალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 14 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8448 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8292 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კ...
1736860109
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიასთან შეხვედრაზე: განვიხილავთ, რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო და რა ტიპის ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟია
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიასთან მმართველი გუნდის შეხვედრისას საქართველოში მიმდინარე პროცესები გ...