ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთათვისაც 2025 წლის იანვარი განსაკუთრებით წარმატებული და იღბლიანი იქნება
2025 წელს ასტროლოგები ტრანსფორმაციისა და გარდაქმნის წელს უწოდებენ. თითოეულ ადამიანს ექნება შანსი, განახორციელოს ის გეგმები და მიზნები, რომლებზეც დიდი ხანია, ფიქრობს, მაგრამ აქამდე მოტივაცია ვერ იპოვა. წლის მთავარი სიმბოლო - მწვანე ხის გველი შრომისმოყვარე, მიზანდასახულ ადამიანებს მხარს განსაკუთრებით დაუჭერს. მომდევნო წლის იანვარი კი ზოდიაქოს ამ 3 ნიშნისთვის განსაკუთრებით წარმატებული და იღბლიანი იქნება:
ლომი
2025 წლის იანვარში ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს კარიერასა და პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები ელოდებათ. შესაძლოა, ის შეთავაზება მიიღოთ, რაც წინსვლასა და წარმატებაში დაგეხმარებათ, საინტერესო პროექტებში ჩაერთოთ, საკუთარ ბიზნესში მიაღწიოთ წარმატებას. თუ უკვე ურთიერთობაში ხართ, თქვენი კავშირი ბევრად საინტერესო და ჰარმონიული გახდება. თუ მარტოხელა ხართ - შესაძლოა, შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის. ზოგადად, ამ თვის განმავლობაში ძალიან მოტივირებული იქნებით, რაც მოგცემთ შესაძლებლობას, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების არ შეგეშინდეთ და სიახლეები დაგეგმოთ.
სასწორი
სასწორები 2025 წლის იანვარში პირადი ურთიერთობების დასტაბილურებას მოახერხებენ და კონფლიქტების გადაჭრას შეძლებენ. იანვარი პროფესიული ზრდის ძალიან დიდ შანსს გაძლევთ. შესაძლოა, შემოსავლის მიღების დამატებითი გზები ნახოთ, უკვე არსებულ სამსახურში დაწინაურდეთ ან ისეთი თანამშრომლობის შესახებ მიიღოთ ინფორმაცია, რომელზედაც დიდი ხანია, ფიქრობთ. თვე არაერთი ბედნიერი და ხელსაყრელი დღით გაგახარებთ, რაც მოტივაციას აგიმაღლებთ და სამომავლო წარმატებებისკენაც გიბიძგებთ.
თევზები
თვითგამოხატვისა და ორიგინალური იდეების გაზიარების თვე - ასე ახასიათებენ ასტროლოგები თევზებისთვის იანვრის თვეს. მოემზადეთ უჩვეულო თავგადასავლებისთვის. ამ თვის განმავლობაში შესაძლოა, საკუთარ თავში ისეთი თვისებები აღმოაჩინოთ, რომლის შესახებაც თავადაც არ იცოდით. ეს დაგეხმარებათ, საბოლოოდ გადადგათ ნაბიჯები ყველა იმ საქმისკენ, რომელთა განხორციელებაზეც ოცნებობთ, მაგრამ აქამდე რაღაც გაბრკოლებდათ. იღბალი თქვენ მხარესაა და წარმატების მიღწევის დიდი შანსი გაქვთ.
1768823138
ახალი ამბებიგია ვოლსკი: კაია კალასის განცხადებები არის იმის მანიშნებელი, თუ რა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა ევროკავშირი, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შემხედველი
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ხავიერ ლოპესი აცხადებს, რომ კაია კალასი თანამდებობისთვის შეუფერებელია. ლოპესი აზიარებს კალასის განცხადებას, სადაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჩინეთ-რუსეთის კარ...
1768820785
ახალი ამბებილევან მახაშვილი: ევროკავშირი იმყოფება ძალიან მძიმე გეოპოლიტიკურ პროცესებში, დასანანია, რომ სწორედ ახლა, ამ კრიტიკულ მომენტში, ევროკავშირის საგარეო სერვისის ხელმძღვანელი არის კაია კალასი
„ევროკავშირი იმყოფება ძალიან მძიმე გეოპოლიტიკურ პროცესებში. დასანანია, რომ სწორედ ახლა, ამ კრიტიკულ მომენტში, ევროკავშირის საგარეო სერვისის ხელმძღვანელი არის კაია კალასი“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგ...
1768818702
ახალი ამბებიპრემიერი: გულწრფელად ვუსამძიმრებ ესპანეთში მომხდარი ტრაგიკული სარკინიგზო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს. ამ რთულ დროს ჩვენი ფიქრები დაშავებულებთან და ესპანელ ხალხთანაა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ესპანეთში დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს. შესაბამის პოსტს პრემიერი X-ზე აქვეყნებს. „გულწრფელად ვუსამძიმრებ ესპანეთში მომხდარი ტრაგიკული სარკინიგზო შემთხვევი...
1768818539
ახალი ამბებიგლდანის რაიონის გამგებელი: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გლდანის რაიონის გამგეობის თანამშრომლები, „თბილსერვის ჯგუფი“, 24-საათიან რეჟიმზე ვართ გადასული
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გლდანის რაიონის გამგეობის თანამშრომლები, „თბილსერვის ჯგუფი“, 24-საათიან რეჟიმზე ვართ გადასული, - აცხადებს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე. გამგებელმა „ქრონ...
1768818384
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: ჯაფარიძის პარტია და „ნაცმოძრაობა“ ოპოზიციად დიდი ხანია არ მოიხსენიება, ესენი არიან ძალები, რომლებიც უცხოეთიდან დაკვეთებს ასრულებენ, ე.წ. გაერთიანებების თვითონაც აღარ სჯერათ
„თანახმა ვარ, სალომე ზურაბიშვილი „ნაცმოძრაობის“ და მისი ფილიალების გამაერთიანებელი იყოს. ჯაფარიძის პარტია და „ნაცმოძრაობა“, დიდი ხანია, ოპოზიციად არ მოიხსენიება. ესენი არიან ძალები, რომლებიც პირდაპირ...




























