ინტერვიუ იტალიელ მერთან, რომელსაც საქართველოს დროშა დღემდე სამუშაო მაგიდაზე უდევს - „კეთილი იყოს თქვენი ყოფნა ჩვენს ქალაქში“

იტალია, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის, ერთ-ერთი კეთილგანწყობილი ქვეყანა აღმოჩნდა, რომელიც ეკონომიკურ მიგრანტებს საშუალებას აძლევს დასძლიოს, მათ ქვეყანაში არსებული რთული პერიოდი, რისთვისაც, როგორც რიგითი ემიგრანტი და სტატიის ავტორი მადლობას ვუხდი იტალიას.

exclusivetv.ge-ს მკითხველს ქალაქ კასტელანა გროტეს მერთან, ფრანჩესკო დე რუოვოსთან ჩაწერილ ინტერვიუს ვთავაზობთ, რომელსაც მერი უყოყმანოდ დასთანხმდა. ჩვენსა და მერს შორის სატელეფონო კომუნიკაცია შედგა. მან, ჩემს შეტყობინებას დაუყოვნებლივ უპასუხა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საჯარო მოხელეების და პოლიტიკური ფიგურების ხალხთან კომუნიკაციის მზაობას. 

ქალაქის მერი, ყოველთვის გულწრფელ სურვილს გამოხატავს მჭიდრო კომუნიკაცია იქონიოს, მის ქალაქში მყოფ ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან. მან არაერთხელ მიიღო მონაწილეობა ქართულ-იტალიურ საღამოებში. გასულ წელს კი ფრანჩესკო დე რუვო, გენერალურ კონსულს ქალაქ ბარში, ვახტანგ ანდღულაძეს მასპინძლობდა. შეხვედრის ფორმატი კასტელანა გროტეში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლების აღიარება და მათდამი პატივისცემის ნიშნად გამოხატული აქცია გახლდათ, რომელიც სრულიად მერიის ინიციატივით მოეწყო. ქალაქში მცხოვრები ყველა ქართველი, ქალაქის ყველაზე მნიშვნელოვანი ტურისტული ობიექტის, კასტრული მღვიმის სანახავად მიიწვიეს.  

გენერალური კონსულის, ვახტანგ ანდღულაძის სტუმრობა, ფრანჩესკო დე რუვოსა და ქალაქის მერიის ადმინისტრაციასთან  (2021 წელი)

ბატონო ფრანჩესკო, ოთხი წელია რაც თქვენს პატარა და სტუმართმოყვარეობით გამორჩეულ ქალაქში ოჯახით, მეუღლესთან და მცირეწლოვან ქალიშვილთან ერთად ვცხოვრობ. უპირველესად მადლობას ვუხდი თითოეულ კასტელანელს, რომელმაც საშუალება მომცა ცხოვრება ხელახლა დამეწყო. ემიგრანტის სტატუსამდე, ქალაქის მერიის საზოგადოებასთან  და პრესასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გახლდით. მას შემდეგ, რაც ქალაქის მერმა არჩევნებში ვერ გაიმარჯვა, მე სამსახურის დატოვება მომიხდა. ახალარჩეულმა მერმა არ ისურვა, ჩემი დაკავებულ თანამდებობაზე დატოვება, რაც გახდა იმის მიზეზი, რომ ემიგრაციაში წამოვსულიყავი.

- ბატონო მერო, ჩემი პირველი კითხვა ასეთია - რა როლს ასრულებს არჩევნები იტალიელი ხალხის ცხოვრებაში, რამდენად ფუნდამენტურად ცვლის ის რიგითი იტალიელის ცხოვრებას?

- არჩევნები რიგითი მოქალაქის ცხოვრებას არ ცვლის, მაგრამ მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია რა სახის არჩევნებზეა საუბარი. თუ ვსაუბრობთ ადგილობრივ ადმინისტრაციულ არჩევნებზე, კარგ ქალაქის მერს შეუძლია გააკეთოს ბევრი კარგი რამ თავისი ქალაქისთვის, თავისი ქალაქის მოსახლეობისთვის. ცხოვრების ხარისხის თვალსაზრისით, ინფრასტრუქტურის თალსაზრისით, ასევე სკოლებისთვის, ბაღებისთვის გზებისთვის და ზოგადად სოციალური სერვისების გაუმჯობესების კუთხით. განსაკუთრებით კი, ამ პანდემიის პერიოდში, გაჭირვებულ და სოციალური ოჯახების დასახმარებლად, რომელიც ნამდვილად მნიშვნელოვანია. ადგილობრივი არჩევნები ასევე მნიშვნელოვანია მოსახლეობის ყოველდღიური პრობლემების გადასაჭრელად. ქალაქის მერი პირველ რიგში არის საჯარო მოხელე, რომელიც პასუხისმგებელია ბევრ საკითხზე თავისი ქალაქის განვითარებისთვის, განსაკუთრებით კი ახლა, ამ პანდემიის პერიოდში, მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სერვისების განვითარების ხელშეწყობა. მე ამას კარგად ვიაზრებ რადგან პროფესიით ფარმაცევტი ვარ. 

ქალაქი კასტელანა გროტე

- ჩემთვის აღმოჩენა გახლდათ, როცა შევიტყვე, რომ მერი სამუშაო საათების დასრულების შემდეგ ფარმაცევტად მუშაობდა და ემსახურებოდა ხალხს, თანამოქალაქეებს. 

- ფარმაცევტობა, ეს ჩემი პროფესია და ჩემი სამსახურია, ქალაქის მერი შეიძლება იყო დროებით, ერთი, ორი ან ათი წელი და საბოლოოდ მაინც შენი საკუთარი სამუშაო გრჩება. არჩეული ვიყავი აგრეთვე ჩემი სამუშაოს დამსახურებით. რადგან სულ ვიყავი აფთიაქში, ადამიანების გარემოცვაში და ასე გავაგრძელებ. ეს არის ჩემი ძალა, რადგან როდესაც ერთ მოქალაქეს აქვს პრობლემა მიდის მუნიციპალიტეტში მერთან, მაგრამ თუ მერი არაა ადგილზე და მას ვერ ნახულობს, მოქალაქე მიდის ქალაქის მერთან მისსავე აფთიაქში და ესაუბრება მერს. სამუშაო საათების შემდეგ, ყოველთვის აფთიაქში ვარ და არსად გავრბივარ. სწორედ ეს მოსწონთ მოქალაქეებს.

- როგორ მუშაობს მერის აპარატი და რა როლი აკისრია მას თვითმმართველობის საკითხში?

- ქალაქის მერი, მისი თანაშემწეები და მთლიანად საკრებულო ბევრი საკითხითაა დაკავებული, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რომ მათ გააცნობიერონ და გადაჭრან  მოქალაქეების პრობლემები.

მარტო მერს არაფერი შეუძლია, მთავარია გყავდეს კარგი გუნდი, კარგი თანაშემწეები და ყველა ის ტექნიკური თანამშრომლები, რომლებიც ზრუნავენ ქალაქის და მოქალაქეების კეთილდღეობაზე.

- ბატონო მერო, მინდა გკითხოთ, რა იცით საქართველოს შესახებ და რას იტყვით ქართველ ხალხზე? თქვენს სამუშაო მაგიდაზე დღემდე დევს საქართველოს დროშა. 

ფრანჩესკო დე რუოვო, ჟურნალისტ დანიელა ლოვეჩთან ერთად, რომელმაც საქართველოდან სიმბოლური საჩუქრები ჩამოუტანა, მათ შორის საქართველოს დროშა, რომელიც დღემდე საპატიო ადგილს იკავებს მერის სამუშაო მაგიდაზე (2019 წელი)

- რაც შეეხება ქართველ ხალხს, მე დიდ პატივს ვცემ მათთან მეგობრობას, ყველა იმ ადამიანთან, რომლებიც წარმოდგენილნი არიან კასტელანაში. ვიცი, რომ გაქვთ მრავალწლიანი ისტორია, კულტურა, არაჩვეულებრივი ბუნება და სამზარეულო. ვიცი, რომ ქართველი ადამიანები სტუმართმოყვარე ხალხია და ახლა ეკონომიკური კრიზისის დაძლევის ფაზაში ხართ. მე, როგორც რიგით იტალიელს, მიხარია, რომ ჩემი ქვეყანა ხელს უწყობს ამ პროცესს საქართველოს სასარგებლოდ.

- რას ეტყოდით თქვენს ქალაქში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს?

- კეთილი იყოს მათი ყოფნა ჩვენს ქალაქში, ჩვენ, როგორც ცივილიზებული სამყაროს ნაწილი, მზად ვართ დახმარების ხელი გავუწიოთ მათ, ვინც ამას საჭიროებს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ურთიერთპატივისცემას დიდი როლი უკავია. იტალიაში მყოფმა ემიგრანტებმა პატივი უნდა სცენ იტალიის კანონებს, ტრადიციებს და ადათებს, ასევე მათაც უნდა გაგვაცნონ თავიანთი კულტურა და ცოდნა. რაც მთავარია ემიგრანტების როლი მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ბევრ იტალიელ ოჯახს უწევენ დახმარებას. 

- თქვენ, როგორც მერი, თქვენს ქვეყანაში არსებულ მიგრაციას, როგორ შეაფასებდით - მიგრანტები, როგორც საფრთხე თუ როგორც რესურსი?

- მე მჯერა, რომ ემიგრაცია ეს არის დიდი რესურსი, მრავალფეროვნების  ერთ-ერთი ფორმა, კულტურათა გაცვლა, ტრადიციების გაცვლა, საიდანაც წაგებული არცერთი მხარე გამოდის. 

ჟურნალისტ დანიელა ლოვეჩისა და ხათუნა შარაძის მიერ ორგანიზებული ქართულ-იტალიური საღამო, რომელსაც ქალაქის მერი დაესწრო და ქართული კერძები დააგემოვნა (2019 წელი)

 

ავტორი: ხათუნა შარაძე

სხვა სიახლეები:

📌 „ასისტენტს უთხრა, “იცი საქართველო რა ლამაზი ქვეყანაა“, თან ემიგრანტებს რთულ პირობებში უწევთ ცხოვრება და ისინი პატივისცემას იმსახურებენო“ - იტალიელი სტომატოლოგის ამბავი

📌 ,,როგორც კი, ხელოვნების ნიმუშს ცუდად შეეხები, სამწუხაროდ, უკან ძველი სახით, მისი დაბრუნება შეუძლებელია." - ინტერვიუ იტალიელ რესტავრატორთან

📌 "რომში დიდი ქართველი ხელოვანისა და დიპლომატის, გიორგი აფხაზის გამოფენა მოეწყობა" - ნენო გაბელია

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1684942519

ემიგრაცია

„ვინ იცნობს ამ ქალბატონს?“ - ქართველი ემიგრანტები ხანდაზმული ქალისთვის თავშესაფარს ეძებენ

„ვინ იცნობს ამ ქალბატონს?“ - ამ სათაურით პოსტს სოციალურ ქსელში, ფლორენციაში მცხოვრები ემიგრანტი, ქართულ-იტალიური დუეტის „ლალიმბერტი“ ქართველი შემსრულებელი, ლალი ბურდული აქვეყნებს და საემიგრაციო საზოგა...

იტალია

1684919267

ემიგრაცია

„ქართული ღირსებისთვის არ არის საკმარისი კვარაცხელია, სურგულაძე და ბურჭულაძე, ამიტომ გთხოვთ არა მარტო თქვენ, არამედ ყველა ქართველს, ერთად ვიბრძოლოთ ამ ფაქტის წინაშე“ - ლია გვიჩიანი

ეკონომიკური, სოციალური და სხვა სახის პრობლემების დაძლევის მიზნით, საქართველოდან ემიგრაციაში წასვლის მსურველთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. საემიგრაციო ქვეყნებში გაზრდილი დიასპორა კი თვითგადარჩენის და...

იტალია

1684916240

ემიგრაცია

„ელდა მეცა, ჩემოდანი ჩავალაგე და ემიგრაციის გზას დავადექი... რა ვქნა წამლის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია...“ - წამალდამოკიდებული ემიგრანტის ისტორია

ემიგრაცია , რომელიც საარსებო მინიმუმის გაზრდას გულისხმობს და ბოლო პერიოდში ბევრისთვის საყოფაცხოვრებო მდგომარეობის გაუმჯობესებას უკავშირდება, ამავე დროს უმრავლესობისთვის არასწორი ცხოვრების გზა შეიძლება...

ააა

1684772763

ბიზნესი

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა - რამდენად შეიძენთ 23 მაისს უცხოურ ვალუტას

22 მაისის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. კურსის ცვლილებამ 0.36 თეთრი შეადგინა და დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5376 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით,...

ბიზნესი

1684753699

სპორტი

ქართველი მოჭადრაკეების წარმატება ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე

ალბანეთის ქალაქ დურესში გაიმართა ევროპის სასკოლო ჩემპიონატი ჭადრაკში, სადაც წარმატებით იასპარეზეს ქართველმა მოჭადრაკეებმა. მათ საერთო ჯამში 8 მედალი მოიპოვეს: 4 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო. ევროპის ჩ...

chadraki